კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
გულმკერდის რენტგენი
ტესტი
ახალი ბილატერალური დაჩრდილვები, რომლებიც ბოლომდე არ არის ახსნილი ეფუზიებით, წილის/ფილტვის კოლაფსით ან კვანძებით ARDS კლინიკური სადიაგნოსტიკო კრიტერიუმების ნაწილს შეადგენს.[1] ამიტომ, CXR 100% მგრძნობიარეა.
სპეციფიურობა სუსტია, რადგანაც სხვა მდგომარეობებმა შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვების ბილატერალური ინფილტრაცია ფილტვის კარდიოგენული შეშუპების და ალვეოლების დიფუზური სისხლდენის ჩათვლით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ARDS მქონე პაციანტებში ბილატერალური ინფილტრატების გულმკერდის რენტგენოგრაფიული სურათიექიმ ლორეინ ვეარის პირადი კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].
რესურსებით შეზღუდულ პირობებში, ფილტვების ულტრაბგერა გამოცდილი ოპერატორის მიერ ორმხრივი B ხაზების და/ან კონსოლიდაციების მტკიცებულების მოსაძიებლად შეიძლება ჩანაცვლდეს, თუ გულმკერდის რენტგენოგრაფია არ არის ხელმისაწვდომი.[1]
შედეგი
ბილატერალური ინფილტრატი
არტერიული სისხლის აირები
ტესტი
PaO₂/FiO₂ (ჩასუნთქული ჟანგბადი) თანაფარდობა ≤300 ამოსუნთქვის ბოლოს დადებითი წნევის (PEEP) დროს ან სასუნთქი გზების მუდმივი დადებითი წნევის (CPAP) ≥5 სმ H₂O დროს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის დიაგნოსტიკური კრიტერიუმების ნაწილია.[1]
100% სენსიტიურია, მაგრამ სპეციფიკურობა დაბალია, რადგან ბევრმა სხვა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოქსემია.
შედეგი
ჟანგბადის დაბალი პარციალური წნევა
ნახველის დათესვა
ტესტი
რეკომენდებულია ნახველის კულტურების ტესტირება რაიმე შესაძლო ძირითად ინფექციაზე (ვინაიდან სეფსისი ARDS ყველაზე გავრცელებული მიზეზია).
შედეგი
დადებითია, თუ არის ფონური ინფექცია
სისხლის კულტურა
ტესტი
რეკომენდებულია სისხლის კულტურების ტესტირება რაიმე შესაძლო ძირითად ინფექციაზე (ვინაიდან სეფსისი ARDS ყველაზე გავრცელებული მიზეზია).
შედეგი
დადებითია, თუ არის ფონური ინფექცია
შარდის ბაქტერემიული ანალიზი
ტესტი
რეკომენდებულია შარდის კულტურის ტესტირება რაიმე შესაძლო ძირითად ინფექციაზე (ვინაიდან სეფსისი ARDS ყველაზე გავრცელებული მიზეზია).
შედეგი
დადებითია, თუ არის ფონური ინფექცია
ამილაზა და ლიპაზა
ტესტი
შრატში ამილაზა და ლიპაზა, კლინიკურ შეფასებასთან ერთად, შეიძლება გამოყენებულ იქნას იმის დასადგენად, აქვს თუ არა პაციენტს მწვავე პანკრეატიტი, ARDS ხშირი მიზეზი.[54]
[ ]
ორივე ტესტს აქვს მსგავსი მგრძნობელობა და სპეციფიურობა, მაგრამ ლიპაზას დონე უფრო დიდხანს რჩება მომატებული (სიმპტომის დაწყებიდან 14 დღემდე, ამილაზას 5 დღემდე).[50] მისი გახანგრძლივებული მომატება ქმნის უფრო ფართო სადიაგნოსტიკო ფანჯარას, ვიდრე ამილაზა.
შედეგი
ამილაზა და/ან ლიპაზა 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს მწვავე პანკრეატიტის შემთხვევებში
გასათვალისწინებელი კვლევები
თავის ტვინის ნატრიურეტული პეპტიდი (BNP)
ტესტი
თუ თავის ტვინის ნატრიურეტული პეპტიდის კონცენტრაცია <100 ნანოგრამი/ლ-ია (<100 პიკოგრამი/მლ), მაშინ ნაკლებად ვფიქრობთ გულის უკმარისობაზე და უფრო სავარაუდოა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.
თუ თავის ტვინის ნატრიურეტული პეპტიდის კონცენტრაცია <500 ნანოგრამი/ლ-ია (<500 პიკოგრამი/მლ), მაშინ უფრო ვფიქრობთ გულის უკმარისობაზე და ნაკლებად სავარაუდოა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.
თავის ტვინის ნატრიურეტული პეპტიდის კონცენტრაციები 100 და 500 ნანოგრამ/ლ-ს შორის (100 და 500 პიკოგრამი/მლ) საშუალოა.
BNP კონცენტრაციების ინტერპრეტაცია შეიძლება ძნელი იყოს თირკმლის მწვავე ან ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში. BNP კონცენტრაციები უნდა იყოს <200 ნანოგრამი/ლ (<200 პიკოგრამი/მლ) გულის უკმარისობის არმქონე პაციენტებში, რომლებსაც გამოთვლილი გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე აქვთ <60მლ/წთ.
შედეგი
თავის ტვინის ნატრიურეტული პეპტიდის კონცენტრაციები <100 ნანოგრამი/ლ (<100 პიკოგრამი/მლ)
ექოკარდიოგრაფიამ
ტესტი
მარცხენა პარკუჭის დარღვეული სისტოლური ან დიასტოლური ფუნქცია მიუთთებს ფილტვის კარდიოგენულ შეშუპებაზე და არა მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომზე.
ზოგიერთ პაციენტს შესაძლო ქონდეს როგორც მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ასევე გულის დისფუნქცია.
შედეგი
როგორც წესი ნორმალურია
ფილტვის არტერიის კათეტერიზაცია
ტესტი
PAOP ≤18 mmHg მიუთითებს მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომზე.
ფილტვის არტერიის კათეტერიზაცია არ უნდა გამოვიყენოთ რუტინულად მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
შესაძლოა გამოვიყენოთ იმის დასადგენად არის, თუ არა ფილტვის შეშუპება გულისმიერი, თუ დიაგნოზი ჯერ ისევ საეჭვოა თავის ტვინის ნატრიურეზული პეპტიდის გაზომვის და ექოკარდიოგრამის ჩატარების შემდეგ.
ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს მომატებული მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლური წნევა მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომთან ერთად. ამის გამო, ფილტვის არტერიის დახშობის წნევის გაზომვა აღარ არის ჩართული მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის დეფინიციაში.[1]
მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ქსელის FACTT კვლევისას პაციენტების დაახლოებით 20%-ში ფილტვის არტერიის დახშობის წნევის (PAOP) საწყისი მაჩვენებელი იყო >18 mmHg, თუმცა >24 mmHg მომატება იშვიათი იყო.[47]
შედეგი
ფილტვის არტერიის დახშობის წნევა (PAOP) ≤18 mmHg
ბრონქოალვეოლური ლავაჟი ან ედნოტრაქეალური ასპირაცია
ტესტი
რეკომენდებულია საეჭვო პნევმონიის შემთხვევის მქონე ზოგიერთი პაციენტისთვის და მათთვის, ვისაც არ აქვს დადგენილი წინასწარგანწყობის განმაპირობებელი მდგომარეობა, ფილტივს არაინფექციური პარენქიმული დაავადების გამორიცხვის მიზნით.
თავი შეიკავეთ COVID-19-თან დაკავშირებული მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის საეჭვო შემთხვევის მქონე პაციენტებში.[49]
შედეგი
ინფექციური პათოგენის ინდეტიფიცირება; ალტერნატიული დიაგნოზის დამახასიათებელი ნიშნები
გულ-მკერდის კომპიუტრეული ტომოგრაფია
ტესტი
მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის დიაგნოსტირების ან მკურნალობისთვის არ არის აუციელებელი გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის რუტინულად ჩატარება. კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირება უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა, ვიდრე ჩვეულებრივი CXR და შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში გამოსადეგი იყოს პნევმონიის ან ფილტვის სხვა ძირითადი დაავადების დიაგნოსტირებისთვის.
შედეგი
შესაძლოა დაგვეხმაროს მწვავე რესპირატორული დისტრეს სიმდრომის ფილტვისმიერი მიზეზების დადგენაში, როგორიცაა პნევმონია
ფილტვის ულტრაბგერითი გამოკვლევა
ტესტი
რესურსებით შეზღუდული პარამეტრებით, ფილტვების ულტრაბგერა გამოცდილი ოპერატორის მიერ შეიძლება შეიცვალოს, თუ გულმკერდის რენტგენოგრაფია მიუწვდომელია.[1]
შედეგი
შეიძლება სასარგებლო იყოს ორმხრივი B ხაზების და/ან კონსოლიდაციების მტკიცებულების მოსაძებნად
ვირუსული ტესტირება
ტესტი
შესაბამის კლინიკურ პირობებში (მაგ. გრიპი, SARS-CoV-2) უნდა ჩატარდეს უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია ან სხვა მოლეკულური ტესტები.
შედეგი
SARS-CoV-2-ის გამოვლენა; შესაძლოა იყოს დადებითი A და B ტიპის გრიპის ვირუსებზე და სხვა რესპირაციულ პათოგენებზე
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას