დიფერენციული დიაგნოზები
2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში COVID-19-ის საზოგადოებრივი გავრცელების რეგიონში ცხოვრება/მოგზაურობა, ან ახლო კონტაქტი შესაძლო/დადასტურებულ შემთხვევასთან.
შეიძლება რთული იყოს ბაქტერიული პნევმონიისგან გარჩევა კლინიკურად. ცხელების, ხველის და დისპნოეს გარდა სხვა ხშირი პირველი სიმპტომებია ყელის ტკივილი, მიალგია, დაღლილობა და გემოს და/ან ყნოსვის შეგრძნების ცვლილება.
სუნთქვის დარღვევის მქონე პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ტაქიკარდია, ტაქიპნოე ან ჰიპოქსია თანმხლები ციანოზით.
COVID-19-ით გამოწვეული პნევმონიის მქონე პრავალი პაციენტი აკმაყოფილებს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის კრიტერიუმებს, თუმცა, არსებობს გაურკვევლობა, არის თუ არა COVID-19-ის მძიმე პნევმონია მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის კონკრეტული, განსხვავებული ფენოტიპი.[55]
კვლევები
უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: დადებითია SARS-CoV-2 ვირუსულ რნმ-ზე.
გულმკერდის გამოსახულებითი კვლევით შეუძლებელია განვასხვავოთ COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია სხვა წარმოშობის პნევმონიისგან.
გულის მწვავე უკმარისობას
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში გულის დაავადება, მიოკარდიუმის მწვავე იშემია ან ინფარქტი ან დაბალი განდევნის ფრაქცია ფილტვის კარდიოგენულ შეშუპებაზე მიუთითებს ისევე, როგორც S3 და დაგადაბერილი კისრის ვენები გასინჯვისას.
კვლევები
გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე გულის გადიდებული სილუეტი, სისხლძარღვოვანი ფეხის სიგანე >70მმ, ცენტრალური ინფილტრატები და კერლის B ხაზები გულის უკმარისობაზე მიუთითებს.
თავის ტვინის ნატრიურეზული პეპტიდის კონცენტრაციები >500 ნანოგრამი/ლ (>500 პიკოგრამი/მლ) აგრეთვე მიუთითებს კარდიოგენულ შეშუპებაზე .
ექოკარდიოგრამა და ფილტვის არტერიის დახშობის წნევის (PAOP) გაზომვა შესაძლოა საჭირო იყოს, თუ ანამნეზი და ფიზიკური გასინჯვა და ლაბორატორიული ტესტები არ გამორიცხავს ფილტვის კარდიოგენულ შეშუპებას.
ორმხრივი პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში ცხელება და ხველა პროდუქტიული ხველით ან მის გარეშე.
პაციენტებს შესაძლოა ქონდეთ პლევრიტული დისკომფორტი გულ-მკერდის არეში.
კვლევები
მძიმე პნევმონია ბილატერალური ინფილტრატებით გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე აკმაყოფილებს ARDS რადიოგრაფიულ კრიტერიუმებს.
თუ პაციენტებს არ აქვთ მძიმე ჰიპოქსემია პნევმონიასთან ერთად (PaO₂/FiO₂ ≤300 ან SpO₂/FiO₂ ≤315), მათ არ აქვთ ARDS.
მწვავე ინტერსტიციული პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
ჩვეულებრივ იწყება ქვემწვავედ დღეების ან კვირების განმავლობაში.
მანამდე ჯანმრთელი პაციენტები რომლებსაც არა აქვთ დაკავშირებული სისტემური დაავადება.
ზოგიერთამ ავტორმა ამ დაავადებას უწოდა იდიოპათური მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.[48]
კვლევები
აკმაყოფილებს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის ყველა კრიტერიუმს.
უკეთ დიფერენცირდება ანამნეზით.
დიფუზური ალვეოლური სისხლდენა
ნიშნები / სიმპტომები
დაკავშირებულია სისხლდენასთან სასუნთქი გზების წვრილი სისხლძარღვებიდან (კაპილარები) და აღინიშნება მრავალი მდგომარეობის დროს აუტოიმუნურიდან მიტრალური სარქვლის დაავადებამდე.
რესპირატორული უკმარისობა თითქმის ყოველთვის შექცევადია, თუ ცნობილია მიზეზი.
კვლევები
ჰიპოქსიის სინდრომი ინფილტრატებით გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე.
დამახასიათებელი ნიშანია სითხეში თანდათანობით სისხლიანი ალიქვოტები სერიული ბრონქოალვეოლური ლავაჟის დროს.
აუტოიმუნური დაავადებების განმსაზღვრელი სეროლოგიური ანალიზები შესაძლოა დაგვეხმაროს მწვავე რესპირატორული დისიტრეს სინდრომისგან დიფერენცირებაში.[48]
მწვავე ეოზინოფილური პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
ვლინდება როგორც მსუბუქი ან მძიმე პნვმონია ადრე ჯანმრთელ ადამიანებში.
პაციენტებს შესანიშნავი რეაქცია აქვთ ინტრავენურ კორტიკოსტეროიდებზე.[56]
კვლევები
ამ დაავადების დამახასიათებელი ნიშანია ეოზაინოფილების დიდი რაოდენობა (50%-ზე მეტი) ბრონქოალვეოლური ლავაჟის დროს.
ჰიპერსენსიტიური პნევმონიტი
ნიშნები / სიმპტომები
პნევმონია ორგანული ანტიგენის შესუნთქვის შემდეგ.
პაციენტებს აქვთ ინფილტრატები და პნევმონიის მსგავსი სინდრომი, რაც კლინიკურად არ განირჩევა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომისგან, თუ მძიმე ფორმითაა.
მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომისგან ჩვეულებრივ დიფერენცირდება ალერგენის ინჰალაციის კლინიკური ანამნეზის საფუძველზე.
კორტიკოსტეროიდები შესაძლოა სარგებლიანი იყოს.[48]
კვლევები
არ არსებობს მადიფერენცირებელი კვლევები.
ფილტვის პოსტ-ობსტრუქციული შეშუპება
ნიშნები / სიმპტომები
ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქციის მოხსნის შემდეგ ფილტვის მწვავე შეშუპება უმეტესწილად გამოწვეულია ლარინგოსპაზმით.
იწვევს მწვავე რესპირატორულ უკმარისობას, რომელიც ხშირად საჭიროებს მექანიკურ ვენტილაციას ამოსუნთქვის ბოლოს დადებითი წნევის (PEEP) სხვადასხვა დონით.
დიფერენცირებისთვის მნიშვნელოვანია ანამნეზში ზედა სასუნთქი გზების ობსტრუქცია, პოსტ-ოპერაციული განვითარება და სიმტომების სწრაფად ალაგება.[57]
კვლევები
არ არსებობს მადიფერენცირებელი კვლევები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას