კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
პულსოქსიმეტრიით
ტესტი
არინვაზიური მეთოდი ოქსიჰემოგლობინის სატურაციის გასაზომად და ჰიპოქსემიის გამოსავლენად. ის საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ დაავადების სიმძიმე, მაგრამ მონაცემები, მისი, როგორც გამოსავლის პრედიქტორად გამოყენების შესაძლებლობაზე, წინააღმდეგობრივია.[42][61]
პულსოქსიმეტრია არ არის რეკომენდებული დაავადების მსუბუქი ფორმის მქონე ამბულატორიულ პაციენტებში.[51]
ზოგადად, ვირუსული ბრონქიოლიტის მქონე ბავშვებში ჰიპოქსემია უფრო მეტად არის გამოხატული, ვიდრე ეს გულმკერდის რენტგენოგრაფიით შეიძლება ვივარაუდოთ.
სხვადასხვა გაიდლაინით რეკომენდებულია ყველაზე დაბალი, დასაშვები ოქსიჰემოგლობინის სატურაციის განსხვავებული ლიმიტები. ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით, ჰიპოქსემიურ ბავშვებს დამატებითი ჟანგბადი ისე უნდა მიეცეთ, რომ ოქსიჰემოგლობინის სატურაცია (პერიფერიული ჟანგბადის სატურაცია, Sp`O₂) შენარჩუნებული იყოს სულ მცირე 90%-იან მაჩვენებელზე, რომელზეც O₂-ის პარციალური წნევის მცირე დაწევაც კი ასოცირდება SpO₂-ის მკვეთრ ცვლილებებთან.[42][54]
ბრონქიოლიტის მქონე ჩვილებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჟანგბადით გაჯერება 90% და მეტი მაჩვენებლის შემთხვევაში, ისეთივე უსაფრთხო და კლინიკურად ეფექტურია როგორც 94% და უფრო მაღალი მაჩვენებელის შემთხვევაში.[55]
არ ჩატარებულა ნერვული სისტემის განვითარების გრძელვადიანი კვლევები, რომლებიც დაადგენდა ოქსიჰემოგლობინით სატურაციის დაბალი მაჩვენებლების უსაფრთხოებას. შედეგად, ზოგიერთი გაიდლაინის მიხედვით რეკომენდებულია დამატებითი ჟანგბადის გამოყენება, თუ ოქსიჰემოგლობინის სატურაცია დაეცემა 92%-ზე დაბლა.[56]
ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებთ ჰიპოქსემია, პულს-ოქსიმეტრის წყვეტილად გამოყენება, მუდმივ მონიტორინგთან შედარებით, არ ცვლის მკურნალობის ესკალაციის და ოქსიგენოთერაპიის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.[53]
შედეგი
ჰიპოქსემია
გასათვალისწინებელი კვლევები
ანტიგენის სწრაფი აღმოჩენა ენზიმ-შეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზით (ELISA)
ტესტი
ხელმისაწვდომია კომერციული ELISA-ს ტესტები რესპირატორულ-სინციტიური ვირუსისა (RSV) და გრიპისთვის, მაგრამ ისინი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებაში დაავადების პრევალენტობა მაღალია.
ანტიგენის სწრაფი დადებითი ტესტი ჩვეულებრივ ადასტურებს ბროქიოლიტის გამომწვევ ვირუსულ აგენტს, მაგრამ უარყოფითი ტესტი არ გამორიცხავს ვირუსის არსებობას. ამიტომ, ანტიგენის სწრაფი ტესტი არ არის აუცილებელი ბრონქიოლიტის დიაგნოსტირებისთვის. თუმცა, სპეციფიკური აგენტის იდენტიფიცირება შეგვიძლია გამოვიყენოთ ინფექციის კონტროლისთვის ჰოსპიტალურ პირობებში, მაგრამ, ჯერ გაურკვეველია, აქვს თუ არა ტესტირებას დამატებითი სარგებელი, ინფექციის კონტროლის მხოლოდ რუტინულ პროფილაქიტკურ ზომებთან შედარებით.[49][56] ანტიგენის დადებითი ტესტი ამცირებს ფებრილურ ჩვილებში შემდგომი კვლევების აუცილებლობას და ანტიბიოტიკების გამოყენებას.
ტესტირება რეკომენდებულია პალივიზუმაბით პროფილაქტიკაზე მყოფი ბავშვებისთვის, რომლებსაც ბრონქიოლიტის "გამრღვევი" ეპიზოდი აღენიშნებათ. თუ რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი დადასტურდება, პალივიზუმაბით ყოველთვიური პროფილაქტიკა უნდა შეწყდეს, რადგან ნაკლებად მოსალოდნელია იმავე წელს იმავე ვირუსით ინფექციის განმეორება.[42]
ტესტირებით შესაძლოა მივიღოთ ისეთი ეპიდემიოლოგიური მონაცემები, რომელიც სცდება ერთ პაციენტზე ზრუნვას.[52]
შედეგი
ვირუსის ანტიგენი პოზიტიურია
გულმკერდის რენტგენი
ტესტი
არ არის აუცილებელი კლინიკური დაიგნოზის დასმისთვის, მაგრამ შეიძლება ჩატარდეს მძიმე ბრონქიოლიტის დროს ან თუ ბრონქიოლიტიანი ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა მოსალოდნელ ვადაში.
ბრონქიოლიტის დროს რადიოგრაფიული ცვლილებები ბაქტერიული პნევმონიის მსგავსი შეიძლება იყოს, ამიტომ გულმკერდის რენტგენოგრაფია არ უნდა წარმოადგენდეს ბაქტერიული პნევმონიის დიაგნოსტირების ერთადერთ კრიტერიუმს.[42][54]
შედეგი
ჰიპერაერაცია (გადაბერვა), ინტერსტინალური ანთება და ატელექტაზები
უკუტრანსკრიპტაზის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR)
ტესტი
უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია არის უფრო მგრძნობიარე მეთოდი, ვიდრე ენზიმშეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი.
გარდა ამისა, დადებითი ტესტი არა-RSV -ს ნუკლეინის მჟავაზე შეიძლება წინა დაავადების შემდეგ ვირუსის პროლანგირებულ გამოყოფას ასახავდეს .
შედეგი
ვირუსის ნუკლეინის მჟავის განსაზღვრა
ახალი ტესტები
ფილტვის ფუნქციური სინჯები ჩვილებში
ტესტი
ფილტვის ფუნქციური სინჯების (IPFT) უმეტესობა ჩვილებში დიდ ძალისხმევასა და სედატიური საშუალებების გამოყენებას მოითხოვს, რის გამოც მათი კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენება მოუხერხებელია.[62]
რესპირატორული პლეტისმოგრაფია არის არაინვაზიური კვლევის მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ რესპირატორული ფუნქცია სედაციის გარეშე.[63]
შედეგი
შეიძლება გამოავლინოს ჰაერის ნაკადის ობსტრუქცია, რომელიც კორელაციაშია დაავადების სიმძიმესთან; ზოგ შემთხვევაში სუნთქვა უმჯობესებდა ბრონქოდილატატორის ინჰალაციის შემდეგ
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას