მტკიცებულება

ეს გვერდი შეიცავს გამორჩეული შინაარსის კადრს, რომელიც ხაზს უსვამს მტკიცებულებებს ძირითადი კლინიკური, მათ შორის გაურკვეველი საკითხების შესახებ. იხილეთ ძირითადი ლიტერატურის სია ამ თემასთან დაკავშირებული ყველა წყაროს დეტალებისთვის.

BMJ Best Practice-ის მტკიცებულებათა ცხრილები

Evidence table logo

მტკიცებულებათა ცხრილები იძლევა მტკიცებულებათა ადვილად ნავიგაციის საშუალებას სპეციფიკური კლინიკური საკითხების კონტექსტში,GRADE დაBMJ Best Practice ეფექტურობის რეიტინგის გამოყენებით. მიჰყევით ბმულებს ცხრილის ქვემოთ მტკიცებულებათა ქულის ძირითად ტექსტში სანახავად, კლინიკურ კითხვასთან დაკავშირებითი დამატებითი კონტექსტის მიცემით. გაიგეთ მეტი ჩვენი მტკიცებულებათა ცხრილების შესახებ.

ეს ცხრილი ზემოთ მოცემულ კოქრეინის კლინიკურ შეკითხვაზე ფოკუსირებულ სისტემატური მიმოხილვაში მოხსენებული ანალიზის შეჯამებაა.


მტკიცებულებების სარწმუნოება არის ზომიერი ან დაბალიდან საშუალომდე სადაც GRADE სისტემით შეფასება ჩატარებულია. ძირითადი შედეგების ეფექტიანობის მიხედვით ამასთან, ინტერვენციასა და შედარებით ჯგუფს შორის შესაძლოა განსხვავება არ არსებობდეს.


პოპულაცია: 0-24 თვის ბავშვები ვირუსული ბრონქიოლიტის პირველი ეპიზოდით, რომელიც ვლინდება სტაციონარში (გამორიცხული იყო კვლევები ბავშვებში ინტენსიური თერაპიის პირობებში და/ან ბავშვებში, რომლებიც იყვნენ ინტუბირებული ან ვენტილაციაზე)

ინტერვენცია: ნებულაიზირებული ადრენალინი ᵃ

შედარება: პლაცებო ᵃ

შედეგებიეფექტიანობა (BMJ შეფასება)?მტკიცებულების სარწმუნოება (GRADE)?

ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

ზომიერი

კლინიკური ქულა, სხვადასხვა შკალით, 60 წუთში შეფასებისას

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

ზომიერი

ხელახალი ჰოსპიტალიზაცია

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის

განმეორებითი ვიზიტები (გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი [ED] ან ნებისმიერი სხვა პროვაიდერი)

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის

GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის

გვერდითი მოვლენები

უცნობი ᵇ

GRADE შეფასება არ ჩატარებულა ამ გამოსავლისთვის

შენიშვნა:

  • CCA აღნიშნავს, რომ ადრენალინის ეფექტურობის განსაზღვრა პლაცებოსთან ან სხვა აქტიურ აგენტებთან შედარებით, ჰოსპიტალიზირებულ ბავშვებში შეიძლება რთული იყოს ჩამოთვლილი მიზეზების გამო: არასრულფასოვანი კვლევები ვერ ავლენენ განსხვავებებს სამკურნალო ჯგუფებს შორის; ფართო სარწმუნოობის ინტერვალები, რაც იწვევს არაზუსტ შედეგებს; და სხვა აქტიური ჩარევების ნაკლებობა პლაცებოსთან შედარებით.

  • მიმომხილველებმა აღნიშნეს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ადრენალინის გამოყენების მხარდასაჭერად, კორტიკოსტეროიდებით ან მის გარეშე, ბრონქიოლიტის სამკურნალოდ სტაციონარში.

ᵃ მტკიცებულების ეს ცხრილი აჯამებს ნებულაიზირებული ადრენალინის და პლაცებოს შედარების შედეგებს, რაც გვხვდება კოქრეინის შედეგების შეჯამების ცხრილში. იხილეთ სრულად, Cochrane Clinical Answer (CCA), სხვა შედარებების სანახავად (ადრენალინი vs სალბუტამოლი, ადრენალინი vs სალბუტამოლი + იპრატროპიუმი).

ᵇ შედეგები ნარატიულად იყო მოხსენებული (ერთი რანდომიზებული კონტროლირებული კვლევა, მონაწილეების რაოდენობა არ იყო აღნიშნული; გვერდითი მოვლენების ინციდენტობა აღნიშნული იყო კვლევის დასაწყისში, მაგრამ მკურნალობის ჯგუდებს შორის სტატისტიკური განსხვავებები არ იყო დაანგარიშებული; არ გამოვლინდა ღებინების, სიფერმკრთალის, ტრემორის ან არითმიის შემთხვევები).

მტკიცებულებების ეს ცხრილი უკავშირდება შემდეგ სექციას (სექციებს):

კოქრეინის კლინიკური პასუხები

Cochrane library logo

კოჰრეინის კლინიკური პასუხები (Cochrane Clinical Answers - CCAs) აწვდის ადვილად წასაკითხ და გასაგებ, კლინიკურად ფოკუსირებულ კავშირებს მაღალი ხარისხის კვლევებთან - კოჰრეინის სისტემატური მიმოხილვებთან. მათი მიზანია იყოს ქმედითი და მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების ინფორმირება პაციენტის მოვლის ადგილზე. ისინი დამატებულია Best Practice-ის ძირითადი ტექსტის შესაბამის სექციებში.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას