ახალი ტიპის მკურნალობა

სურფაქტანტი

ბრონქიოლიტის მქონე ჩვილებში დაფიქსირებულია სურფანქტანტის დეფიციტის შემთხვევები, რაც სავარაუდოდ სასუნთქი გზების ანთების და უჯრედების ნეკროზის შედეგად ვითარდება. ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ, ბრონქიოლიტით დაავადებულ ჩვილებში სურფანქტატით მკურნალობის შესწავლის მიზნით ჩატარებულმა მცირე რანდომიზებულმა კონტროლირებულმა კვლევამ აჩვენა რესპირატორული მაჩვენებლების გაუმჯობესება, თუმცა რაიმე ეფექტი მართვითი სუნთქვის ხანგრძლივობაზე არ დაფიქსირებულა.[93][94] საიჭრო იქნება შემდგომი კვლევების ჩატარება, სანამ სურფაქტანტი რეკომენდებული იქნება ბრონქიოლიტის მკურნალობისთვის.[95][96]

ჰელიო-ჟანგბადი

ჰელიო-ჟანგბადის (ჰელიოქსი-heliox) ნარევი ამცირებს იმ მსხვილი და საშუალო კალიბრის სასუნთქი გზების რეზისტენტობას, რომლებშიც ჰაერის ნაკადი ტურბულენტურია და დამოკიდებულია სიმკვრივეზე. მას შეუძლია ასევეე ტურბულენტური ნაკადი გარდაქმნას ლამინურად. მცირე შენარჩევის მქონე კვლევებმა, ბრინქიოლიტიან ბავშვებში ჰელიოქსით მკურნალობის შემდეგ კლინიკური გაუმჯობესება უჩვენა.[97][98][99] ერთმა ფართომაშტაბიანმა კვლევამ, კლინიკურ გაუმჯობესებასთან ერთად მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირება გამოავლინა.[100] თუმცა, მკურნალობის ხანგრძლივობის ეს შემცირება აღინიშნებოდა მხოლოდ მაშინ , როდესაც ჰელიოქსი პაციენტს კარგად მორგებული ნაზოორალური ნიღბის საშუალებით ან მუდმივი დადებითი წნევის პირობებში (ნაზალური კანულები არ იყო ეფექტური) მიეწოდებოდა.[100] ამის საწინააღმდეგოდ, მეტა ანლიზით, ინტუბაციის, ჰოსპიტალიზაციის ან სტაციონარში დაყოვნების შემცირება არ იქნა ნანახი.[98] რადგან სულ მცირე 50% ჰელიუმის კონცეტრაციია საჭირო ჰელიუმ-ოქსიგენის კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტის მისაღებად, ეს თერაპია არ გამოდგება მძიმე ჰიპოქსემიურ ჩვილებში.[42] [ Cochrane Clinical Answers logo ]

მონტელუკასტი

მიუხედავად იმისა, რომ მონტელუკასტი ეფექტური არ ყოფილა მწვავე რესპირატორულ-სინციტიური (RSV) ინფექციის მკურნალობაში, გარკვეული კვლევების თანახმად, ამ პრეპარატს შეიძლება როლი ჰქონდეს პოსტბრონქიოლიტური მსტვინავი სუნთქვის მკურნალობაში.[101] მონაცემები კვლავ წინააღმდეგობრივია და საჭიროა შემდგომი კვლევები.[3][102][103][104][105][106][107] [ Cochrane Clinical Answers logo ]

კოფეინი

ბრონქიოლიტის დროს აპნოეს სამკურნალოდ კოფეინის გამოყენება შეისწავლებოდა მცირე ასკის ჩვილებში. კვლევამ გამოავლინა კოფეინის უსაფრთხება, თუმცა არ დამტკიცდა, რომ ის ცვლის დაავადების გამოსავალს. ორმაგი ბრმა, რანდომიზებული, კონტროლირებული კვლევის თანახმად, კოფეინის ერთჯერადმა ინტრავენურმა დოზამ, პლაცებოსთან შედარებით, არ შეამცირა აპნოეს ეპიზოდები.[108]

ვიტამინი D

D ვიტამინის აქტიური მეტაბოლიტი (კალციტრიოლი) როლს ასრულებს როგორც თანდაყოლილ, ასევე ადაპტირებულ იმუნიტეტში. მისი იმუნომოდულატორული ფუნქცია გამოკვლეულია ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების სიხშირისა და სიმძიმის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ასევე ასთმის მძიმე გამწვავებების სამკურნალოდ.[109][110] კვლევებმა, რომლებმაც გამოიკვლიეს D ვიტამინის დონე ჩვილებში და ბავშვებში მწვავე ბრონქიოლიტით, აჩვენეს ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები, მაგრამ უმეტესობა აჩვენებს კორელაციას D ვიტამინის დაბალ დონესა და უფრო მძიმე დაავადებას შორის.[111] ბრონქიოლიტით დაავადებული ჩვილების მკურნალობაში D ვიტამინის დამატება ასოცირდებოდა დაავადების ალაგების დროის შემცირებასთან, პერორალური კვების სწრაფ გაგრძელებასთან და ჰოსპიტალიზაციის ხანმოკლე ხანგრძლივობასთან პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.[112]

ცინკის სულფატი

ცინკის სულფატმა, რომელსაც მწვავე ბრონქიოლიტის მქონე 50 ჩვილს აძლევდნენ თერაპიულ განყოფილებაში, შეამცირა ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა, თუმცა როგორც სამკურნალო, ასევე საკონტროლო ჯგუფებში ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა უფრო დიდი იყო, ვიდრე უმეტესობა სხვა კვლევებში.[113]

საინჰალაციო აზოტის ოქსიდი (iNO)

iNO-ს უსაფრთხოებისა და ამტანობის შეფასების მიზნით ბრონქიოლიტის მქონე 21 ჩვილში ჩატარებული კვლევის შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ ჩვილები, რომლებიც 24 საათზე მეტი ხნით იყვნენ ჰოსპიტალიზებული და იღებდნენ iNO-ს, უფრო მცირე დროის განმავლობაში რჩებოდნენ სტაციონარში, ვიდრე ისინი, ვინც iNO-ს არ იღებდნენ. 24 საათზე უფრო ხანმოკლე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში ამ ორ ჯგუფს შორის სხვაობა არ შეინიშნებოდა.[114] ბრონქიოლიტის მქონე ჰოსპიტალიზებულ ახალშობილებში წყვეტილი მაღალი დოზის iNO-ს მცირე რანდომიზებულ კვლევაში მოხსენებული იყო კლინიკური ეფექტურობის გაუმჯობესების ტენდენცია სტანდარტულ თერაპიასთან შედარებით; საჭიროა შემდგომი კვლევები.[115]

აზითრომიცინი

არცერთმა კვლევამ არ დაუჭირა მხარი მაკროლიდური ანტიბიოტიკების რუტინულ გამოყენებას ბრონქიოლიტის მქონე ბავშვებში ჰოსპიტალიზაციის, დამატებითი ჟანგბადის გამოყენების ხანგრძლივობის ან საავადმყოფოში ყოფნის ხანგრძლივობის შესამცირებლად.[80] ერთი ჯგუფი იკვლევდა ზედა სასუნთი გზების მიკრობიომს და დაადგინა, რომ 19 ჩვილ ბავშვი მწვავე დაავადების პერიოდში ორი კვირის განმავლობაში აზითრომიცინის მიცემა 50%-ით ამცირებდა განმეორებითი მსტვინავი ხიხინის შემთხვევების სიხშირეს შემდგომი 12 თვის განმავლობაში.[116] ამ მკვლევარებმა დაადგინეს, რომ განმეორებითი მსტვინავი სუნთქვა, მიუხედავად სამკურნალო ჯგუფისა, დაკავშირებული იყო მკურნალობის პერიოდის ბოლოს ნაზალური ლავაჟის ნიმუშებში Moraxella catarrhalis-ის უფრო დიდ რაოდენობასთან. საჭიროა უფრო ფართომასშტაბიანი კვლევები.

Laggera pterodonta

მწვავე ბრონქიოლიტით ჰოსპიტალიზებული ჩვილების (3-24 თვის, 133 ჩვილი) ორმაგი ბრმა, რანდომიზებული კვლევის თანახმად, ტრადიციული ჩინური პრეპარატის (Laggera pterodonta) ფონზე, უფრო მეტი ბავშვი აკმაყოფილებდა გაწერის კრიტერიუმებს 96-ე და 120-ე დღეზე, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში.[117]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას