ეტიოლოგია

ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. ბრონქიოლიტის მქონე 2 წლამდე ასაკის ბავშვებში რესპირატორული ვირუსების შემსწავლელი კვლევების ერთ-ერთი მეტა-ანალიზის თანახმად დადასტურდა, რომ რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი დომინირებს (59.2%, 95% სარწმუნოების ინტერვალი 54,7-63.6), ხოლო რინოვირუსი მეორე ყველაზე გავრცელებული გამომწვევია (19.3%, 95% სარწმუნოების ინტერვალი 16.7 - 22.0). ადამიანის ბოკავირუსი შეადგენს შემთხვევათა 8.2%-ს (95% სარწმუნოების ინტერვალი 5.7 - 11.2), ადენოვირუსი 6.1%-ს (95% სარწმუნოების ინტერვალი 4.4 - 8.0), ადამიანის მეტაპნევმოვირუსი 5.4%-ს (95% სარწმუნოების ინტერვალი 4.4-6.4), პარაგრიპის ვირუსი 5.4%-ს (95% სარწმუნოების ინტერვალი 3.8 - 7.3), გრიპის ვირუსი 3.2%-ს (95% სარწმუნოების ინტერვალი 2.2 - 4.3), კორონავირუსი 2.9%-ს (95% სარწმუნოების ინტერვალი 2.0-4.0), ხოლო ენტეროვირუსი 2.9%-ს (95% სარწმუნოების ინტერვალი 1.6 - 4.5). როდესაც მცირეწლოვან ბავშვს უვლინდდება რამოდენიმე ვირუსი, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი ყველაზე ხშირია რინოვირუსთან ან ადამიანის ბოკავირუსთან ერთად.[14]

RSV და სხვა რესპირატორული ვირუსებით გამოწვეული ბრონქიოლიტი იწყება როგორც ზედა სასუნთქი სისტემის ინფექცია და შემდეგ,1-3 დღის განმავლობაში, ვრცელდება ქვედა სასუნთქი ტრაქტისკენ.

თითქმის ყველა ბავშვს 3 წლის ასაკამდე შეხება აქვთ RSV ინფექციასთან, მაგრამ მათგან მხოლოდ მცირე ნაწილს უვითარდება ბრონქიოლიტი. ეს დაკვირვება გახდა ვარაუდის საფუძველი, რომ მასპინძლისა და შესაძლოა გარემოს ფაქტორები იღებენ მონაწილეობას დაავადების პათოგენეზში.[15] დაბადების შემდგომმა კოჰორტულმა კვლევებმა (Birth cohort studies) აჩვენა, რომ დაბადებისას ფილტვების შესუსტებული ფუნქცია რისკფაქტორს წარმოადგენს ადრეული ბავშვობის განმავლობაში მსტვინავი სუნთქვის განვითარებისთვის, თუმცა ეს მექანიზმი სრულად არ ხსნის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის კლინიური სურათის მრავალფეროვნებას.[16][17]

გარემოში თამბაქოს კვამლის ზემოქმედებამ შეიძლება იქონიოს გავლენა დაავადების სიმძიმეზე.[18][19][20] ანალოგიურად, გარემოს დამაბინძურებლები დაკავშირებულია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის უფრო მძიმე ფორმასთან. დრო-სერიების კვლევის მიხედვით, რომელიც ჩატარდა ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში, გამოვლინდა კავშირი 10-მიკრონიანი აროგენული ნაწილაკების ნივთიერების კონცენტრაციასა და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით 1 წლამდე ასაკის ჩვილების ჰოსპიტალიზაციის სიხშირეს შორის; 10-მიკრონიანი აეროგენული ნაწილაკების კონცენტრაცია ჰოსპიტალიზაციამდე 2 კვირის ფარგლებში მჭიდროდ დაკავშირებულია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით ჰოსპიტალიზაციის მომატებულ რისკთან.[21] ავტორები ვარაუდობდნენ, რომ გარემო ფაქტორები, როგორებიცაა მაგ. ჰაერის დაბინძურება, შესაძლოა მოქმედებს ჩვილის იმუნურ სისტემაზე, რაც ზღუდავს პასუხს ვირუსული ავადმყოფობის მიმართ.

ყურადღება ექცევა ასევე, მასპინძლის იმუნური პასუხის მნიშვნელობას RSV ინფექციის გამოვლინებაში.

პათოფიზიოლოგია

ვირუსი შეიჭრება მცირე სასუნთქი გზების ეპითელიურ ჯრედებში და იწვევს ნეკროზს, ანთებას, შეშუპებასა და ლორწოს სეკრეციას. ნეიტროფილები წარმოადგენენ წამყვან ანთებით უჯრედებს, რომლებიც იჭრებიან სასუნთქ გზებში მძიმე რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით დაავადების დროს. თავის მხრივ, უჯრედის დესტრუქციისა და ანთებითი პროცესების კომბინაცია მცირე სასუნთქი გზების ობსტრუქციას განაპირობებს. ფიზიოლოგიური და კლინიკური შედეგი მოიცავს ჰიპერაერაციას, ატელექტაზებს და მსტვენავ სუნთქვას. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ინტერსტიციული ანთება და ალვეოლური ინფილტრაცია. ეპითელური შრის აღდგენა იწყება ინფექციის გადატანიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, სრულ გამოჯანმრთელებას კი 4-8 კვირა სჭირდება.

ადრეული კვლევების მიხედვით, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსული (RSV) ინფექცია ასოცირდებოდა მედიატორებთან, რომლებსაც ჩვეულებრივ მე-2 ტიპის T-ჰელპერები (TH2 უჯრედები) გამოიმუშავებენ.[22][23][24][25] თუმცა, შემდგომმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის სიმძიმე და მსტივნავი სუნთქვის ალბათობა ნებისმიერი რესპირატორული ვირუსის ინფექციის დროს, სავარაუდოდ, ასახავს ჩვილის უჯრედული და ადაპტაციური იმუნური პასუხის ცვლილებებს ინფექციის მიმართ.[26][27][28][29][30] გარდა ამისა, RSV-მა შეიძლება დათრგუნოს ფილტვის ანტიოქსიდანტური სისტემა და ხელი შეუწყოს რეაქტიული ჟანგბადის გამომუშავებას და შესაბამისად გაზარდოს ფილტვის ოქსიდაციური დაზიანება.[31]

არა-RSV ინფექციით, ისეთი როგარიცაა მაგ. რინოვირუსი, გამოწვეული მსტვინავი სუნთქვა (ვიზინგი) შეიძლება ასთმის ადრეული ნიშანი გახდეს, რადგან ასეთ ბავშვებს უფრო დიდი ალბათობა აქვთ რომ მოგვიანებით კვლავ გაუმეორდეთ მსტვინავი სუნთქვის (ვიზინგი)ეპიზოდები .[9]

კლასიფიკაცია

ბრონქიოლიტის კლინიკური დაყოფა

რესპირატორულ-სინციტიურ ვირუსული (RSV) ბრონქიოლიტი

  • ვირუსული ბრონქიოლიტი გამოწვეული RSV-თი

არა- RSV ბრონქიოლიტი

  • ვირუსული ბრონქიოლიტის შემთხვევები, სადაც RSV არ იყო აღმოჩენილი

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას