ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკფაქტორიებია: <3 წლამდე ასაკი, სეზონი, დღენაკლულობა ან ბრონქოპულმონალური დისპლაზია, თამბაქოს მეორად კვამლთან ექსპოზიცია, შესუსტებული სასუნთქი გზების განთავისუფლების უნარის და ფუნქციის დაქვეითება, გულის თანდაყოლილი დაავადებები.

ხველა

ადრეული სიმპტომი, რომელიც ტიპურად ძლიერდება რამდენიმე დღის განმავლობაში. ხველის ხასიათი შეიძლება იცვლებოდეს, მშრალი ხველიდან პროდუქტიულ და კრუპისთვის დამახასიათებელ ხველამდე.[48]

ტაქიპნოე

გვხვდება მძიმე დაავადების მქონე ჩვილებში. სუნთქვის მაღალი სიხშირე აპნოეს ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.[2]

მსტვინავი სუნთქვა

სასუნთქი გზების ლორწოთი და ნეკროზული ნაწილაკებით ობსტრუქციის გამო, მსტვინავი სუნთქვა და სველი ხიხინი ბრონქიოლიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომია, თუმცა[48] ზოგიერთ ბავშვს შესაძლებელია იმდენად მძიმე ობსტრუქცია განუვითარდეს, რომ ვერ შეძლოს საკმარისი სიძლიერის ამოსუნთქვის გენერირება და შესაბამისად ხიხინის მოსმენა შეუძლებელი გახდეს.

რეტრაქციები, ხმაურიანი სუნთქვა და ნესტოების შებერილობა

ინფექციის პათოლოგიური ეფექტი შეიძლება გამოვლინდს სუნთქვის გაძნელებით.[42]

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რინიტი

ეს და ზედა სასუნთქი გზების ინფექციის სხვა სიმპტომები, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღით წინ უსწრებს ბრონქიოლიტს.[42]

კლინიკური გამოვლინებების მერყეობა

ბრონქიოლიტის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც ხშირად ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გრძელდება.[49]

გაღიზიანებადობა, შეუძლოდ ყოფნა და არასათანადო კვება

ამასთან, შეიძლება გამოვლინდეს ისეთი ზოგადი სიმპტომებიც, როგორიცაა შეუძლოდ ყოფნა, გაღიზინებადობა და არასათანადო კვება.

ცხელება <40°C (<104°F)

უმეტესი შემთხვევებისთვი დამახასიათებელია ცხელება დაავადების პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. როგორც წესი, ცხელება დაბალია და ჰოსპიტალიზაციის მომენტში შეიძლება აღარც იყოს გამოხატული.[48][59]

ხიხინი

გასინჯვით ხშირად ვლინდება ხიხინი, თუმცა ყველა ჩვილს ეს ნიშანი არ აღენიშნება. ზოგიერთი კლინიკური გაიდლაინის მიხედვით, ხიხინის არსებობა დიაგნოზის დასადგენად არ არის აუცილებელი.[42]

იშვიათი

აპნოე

აპნოე შეიძლება რესპირატორული კუნთების გამოფიტვის შედეგი იყოს რამდენიმესაათიანი გაძნელებული სუნთქვის შემდეგ, მაგრამ ჩვეულებრივ, ის დაავადების დასაწყისშივე მოულდნელად ვლინდება. ობსტრუქცია არ არის აპნოეს მიზეზი, მისი განვითარების მექანიზმი უცნობია. ის შეიძლება ჩვილებში დაავადების ერთადერთი გამოვლინება იყოს; ზოგიერთი კვლევის თანახმად, აპნოე ჰოპიტალიზებული ჩვილების 20%-ს უვითარდება.[1]

აპნოეს განვითარების რისკ ფაქტორები მოიცავს 1 თვემდე ასაკს დროულად დაბადებულ ჩვილებში, 8 კვირამდე ასაკს დღენაკლულ ჩვილებში, სხეულის დაბალ წონას, სუნთქვის ძალიან მაღალ ან ძალიან დაბალ სიხშირეს და აპნოეს წინა ეპიზოდებს ანამნეზში.[1][2]

თორაკოაბდომინური ასინქრონია

ეს წარმოადგენს ნეკნების და მუცლის არაპარალელურ მოძრაობს ჩასუნთქვის დროს და გვხვდება ბრონქიოლიტის შედეგად გამოწვეული სასუნთქი გზების ობსტრუქციის მქონე ჩვილებში.[60]

რისკფაქტორები

ძლიერი

ჩვილები 3 წლამდე

ინფექცია უმეტესად აზიანებს 3 წლამდე ასკის ჩვილებს, ინციდენტობის პიკით 2-დან 6 თვემდე ასაკში.

ზამთრის თვეები

გამოხატულია მკაფიო სეზონურობა, რაომელიც ცხადყოფს, რომ რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (RSV) დაავადების მთავარი ეტიოლოგიური აგენტია. ავადობის სეზონი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ტიპურად ნოემბრის დასაწყისში იწყება, პიკს აღწევს იანვარსა და თებერვალში და აპრილისთვის მთავრდება.[7] სამხრეთ ჰემისფეროზე სეზონური ეპიდაფეთქებები ვლინდება მაისიდან სექტემბრამდე.[7]

ეკვატორთან უფრო ახლოს მდებარე ქვეყნებში, სადაც ამინდი ტროპიკულია, დაავადება უფრო ხშირია წვიმიან სეზონზე.[32]

დღენაკლულობა ან ბრონქოპულმონალური დისპლაზია

ნაადრევი მშობიარობა მძიმე ბრონქიოლიტების განვითარების აღიარებული რისკფაქტორია.[33]

დღენაკლი ჩვილები, რომლებსაც აქვთ ფილტვის ქრონიკული დაავადება (ცნობილი ასევე, როგორც ბრონქოპულმონალური დისპლაზია), მძიმე ბრონქიოლიტის განვითარების კიდევ უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან. ფაქტორები რომლებიც განპირობებნ დაავადების სიმძიმეს დღენაკლებში, მოიცავს მცირე კალიბრის სასუნთქი გზების არსებობას და დედის იმუნოგლობულინით განპირობებული პასიურ იმუნიტეტის ნაკლებობას.[34] ბრონქოპულმონალური დისპლაზიის მქონე ჩვილებში შეზღუდულია სასუნთქი ალვეოლების რაოდენობა, რაც ბრონქიოლიტის დროს აძლიერბს ობსტრუქციას.[35] ბრონქოპულმონალური დისპლაზია ასევე უკავშირდება ლორწოვანი გარსის ჯირკვლების ჰიპერპლაზიას, გლუვი კუნთების ჰიპერტროფიასა და ბრტყელი ეპითელიუმის უჯრედების მეტაპლაზიას, რაც მთლიანობაში ამძიმებს ინფექციის მიმდინარეობას.

პასიური ექსპოზიცია თამბაქოს კვამლთან და ჰაერის დაბინძურება

დედის მიერ თამბაქოს მოხმარება ორსულობის დროს იწვევს ბავშებში დაბადებისას ჰაერის ნაკადის შემცირებას. თამბაქოს კვამლით მეორადი ექსპოზირების შემდგომი გახანგრძლივება უფრო მძიმე ბრონქიოლიტების განვითარებასთან და ჰოსპიტალიზაციის გაზრდილ რისკთან ასოცირდება.[18][19][20] თამბაქოს მეორადი კვამლი აზიანებს მუკოცილიარულ კლირენსს და იწვევს ბრონქების ჰიპერმგრძნობელობას. ორივე ეს ფაქტორი ხელ უწყობს დაავადების მძიმე მიმდინარეობას.

ჰაერის დაბინძურების სხვა წყაროებთან ექსპოზიცია იწვევს რესპირატორული სიმპტომების გაძლიერებას ჩვილებსა და ბავშვებში, განსაკუთრებით ფილტვის დაავადების არსებობის ფონზე.[36] 10-მიკრონიანი აეროგენული ნაწილაკოვანი ნივთიერებების მომატებული კონცენტრაცია დაკავშირებულია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის მიზეზით ჰოსპიტალიზაციის მომატებულ სიხშირესთან ჩვილებში.[21]

სასუნთქი გზების კლირენსისა და ფუნქციის დაქვეითება

მუკოვისციდოზი (ცისტური ფიბროზი) ყველაზე ნათლად არის ასოცირებული მძიმე ბრონქიოლიტის განვითარების მაღალ რისკთან. თუმცა, რიგი კვლევებით, ნეიროკუნთოვანი დაზიანებით გამოწვეული ქრონიკული ასპირაცია და სასუნთქი გზების დაქვეითებული კლირენსი, ისევე როგორც ტრაქეომალაცია დაავადების მეტად მძიმე ფორმების რისკფაქტორებს წარმოადგენდენ.[37][38]

ფილტვის პრე-მორბიდულ ფუნქციიურ მდგომარეობას შეუძლია გავლენა იქონიოს ასევე ვირუსული რესპიატორული ინფექციით გამოწვეული ქვედა სასუნთქი ტრაქტის დაავადებების ინციდენტობაზე.

გულის თანდაყოლილი დაავადებები

გულის თანდაყოლილი დაავადებები, მნიშვნელოვანი ჰემოდინამიკური დარღვევბით, ასოცირდება უფრო მძიმე ბრონქიოლიტის განვითარებასთან. ამასთან, პულმონური ჰიპერტენზია ზრდის ლეტალური გამოსავლის რისკს.[39][40] რესპირატორულ-სინციტიური ვირუსული ინფექციის პირობებში ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია ასევე დაკავშირებულია მომატებულ სიკვდილობასთან.

იმუნოდეფიციტი

პირველადი ან მეორადი იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვები მძიმე რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის ინფექციის განვითარების რისკის ქვეშ იმყოფებიან და მათში ვირუსისგან განთავისუფლების პროცესი გახანგრძლივებულია. ამ პოპულაციაში რესპირატორულ-სინციტიური ვირუსთან დაკავშირებული ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები ასევე შეიძლება უფრო დიდი ასაკის ბავშვებშიც განვითარდეს. იმუნოკოპრომეტირებული ბავშვები რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის ინფექციის ნოზოკომურად შეძენის რისკის ქვეშ იმყოფებიან.[41]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას