გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
დაბალი

კვლევებმა აჩვენა, რომ ბაქტერიული ინფექციის პრევალენტობა ბრონქიოლიტის დროს დაბალია და სისტემურიანტიბიოტიკების დანიშვნა მხოლოდ ბაქტერიული ინფექციით კონტამინაციის შემთხვევაში არის გამართლებული.

გრძელვადიანი
მაღალი

ბრონქიოლიტიან ბავშვებისათვის, განსკუთრებით ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის, დამახასიათებელია მსტვინავი სუნთქვის ეპიზოდების განმეორება. ინფექციის შემდეგ, ის წლების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით პრევალენტობა იკლებს 13 წლის ასაკისთვის ან მანამდე.

გრძელვადიანი
მაღალი

უმეტესი კვლევებით, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსული (RSV) ინფექცია არ არის რისკ ფაქტორი ინჰალაციური ალერგიის ან ასთმის განვითარებისთვის. მხოლოდ ერთმა კვლევამ აჩვენა RSV ბრონქიოლიტით ჰოსპიტალიზებულ ბავშვებში ატოპიური დაავადებისა და ასთმის მაღალი ინციდენტობა.[118] ჯერ-ჯერობით ვერცერთი ახალი კვლევეა ნათლად ვერ აზუსტებს, ვირუსული ბრონქიოლიტი ან/და RSV ინფექცია პირდაპირ ხელს უწყობს ასთმის განვითარებას, თუ ის გენეტიკური განწყობის კლინიკურ მარკერს წარმოადგენს.[119][120]

ასთმა ბავშვებში

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას