დიაბეტი ტიპი 1
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
ბავშვები და არაორსული მოზარდები
ბაზალური-ბოლუს ინსულინი
შესთავაზეთ პაციენტს, იქნება ეს ზრდასრული თუ ბავშვი, მრავალჯერადი დღიური საინექციო ბაზალურ-ბოლუსური ინსულინის რეჟიმი დიაგნოზის მომენტიდან.[36]National Institute for Health and Care Excellence. Type 1 diabetes in adults: diagnosis and management. Jul 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng17 [34]National Institute for Health and Care Excellence. Diabetes (type 1 and type 2) in children and young people: diagnosis and management. Dec 2020 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng18 ახლადდიაგნოსტირებულ დიაბეტი ტიპი 1-ის შემთხვევაში, არ შესთავაზოთ დღეში ორჯერ შერეული, მხოლოდ ბაზალური ან მხოლოდ ბოლუსური ინსულსინის სქემები.[36]National Institute for Health and Care Excellence. Type 1 diabetes in adults: diagnosis and management. Jul 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng17
ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის (ინსულინის დეტემირი, დეგლუდეკი ან გლარგინი) კომბინაციის გამოყენებით ბაზალური დოზირებისთვის და სწრაფი მოქმედების ინსულინის (ინსულინი ლისპრო, ასპარტი ან გლულიზინი) ბოლუსური დოზირებისას, მრავალჯერადი დღიური ინექციის სქემები შეიძლება შეიქმნას ექიმისა და პაციენტის გამოცდილებასა და გლუკოზას მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს ინსულინის დეტემირის მიღებას დღეში ორჯერ, ბაზალური ინსულინოთერაპიის სახით მოზრდილებისთვის.[36]National Institute for Health and Care Excellence. Type 1 diabetes in adults: diagnosis and management. Jul 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng17 ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტი გვირჩევს განვიხილოთ დღეში ორჯერადი ინსულინის დეტემირის ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ალტერნატივა: ინსულინის რეჟიმი, რომელზეც პაციენტი იმყოფება და აკმაყოფილებს მკურნალობის შეთანხმებულ მიზნებს; ინსულინ გლარგინი დღეში ერთხელ, თუ პაციენტს აქვს აუტანლობა ინსულინ დეტემირის მიმართ ან მკაფიო უპირატესობას ანიჭებს დღეში ერთჯერად ბაზალურ ინექციებს; დღეში ერთხელ ინსულინ დეგლუდეკი, თუ არსებობს განსაკუთრებული წუხილი ღამის ჰიპოგლიკემიასთან დაკავშირებით; დღეში ერთხელ ულტრახანგრძლივი მოქმედების ინსულინი (მაგ., ინსულინი დეგლუდეკი), თუ პაციენტს ესაჭიროება მომვლელის ან ჯანდაცვის სპეციალისტის დახმარება ინექციების გასაკეთებლად.[36]National Institute for Health and Care Excellence. Type 1 diabetes in adults: diagnosis and management. Jul 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng17 თუ პაციენტი ვერ აღწევს თავის მკურნალობის მიზნებს ამ ვარიანტებით, ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტი გირჩევთ გაითვალისწინოთ სხვა ბაზალური ინსულინის სქემები, პაციენტის გამოცდილებისა და თანმხლები დაავადებების, ჰიპოგლიკემიისა და დიაბეტური კეტოაციდოზის რისკის და მკურნალობის მიმართ დამყოლობის ირგვლივ არსებული ნებისმიერი პრობლემის გათვალისწინებით.[36]National Institute for Health and Care Excellence. Type 1 diabetes in adults: diagnosis and management. Jul 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng17
ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს ანალოგურ, სწრაფი მოქმედების ინსულინს, როგორც პირველი რიგის არჩევანს ბოლუსური დოზირებისას.[36]National Institute for Health and Care Excellence. Type 1 diabetes in adults: diagnosis and management. Jul 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng17
არ არსებობს თანხმობა იმის შესახებ, ინსულინის ანალოგები უპირატესია თუ არა ტრადიციულ ინსულინთან შედარებით გლიკემიური კონტროლისთვის ან გართულებების შესამცირებლად.[62]Laranjeira FO, de Andrade KR, Figueiredo AC, et al. Long-acting insulin analogues for type 1 diabetes: an overview of systematic reviews and meta-analysis of randomized controlled trials. PLoS One. 2018 Apr 12;13(4):e0194801.
https://journals.plos.org/plosone/article?id=10.1371/journal.pone.0194801
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29649221?tool=bestpractice.com
[63]Fullerton B, Siebenhofer A, Jeitler K, et al. Short-acting insulin analogues versus regular human insulin for adults with type 1 diabetes mellitus. Cochrane Database Syst Rev. 2016 Jun 30;(6):CD012161.
https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD012161/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27362975?tool=bestpractice.com
[ ]
How do short-acting insulin analogs compare with regular human insulin in adults with type 1 diabetes mellitus?/cca.html?targetUrl=https://cochranelibrary.com/cca/doi/10.1002/cca.1466/fullსწორი პასუხის ჩვენება
ზრდასრულებში ინსულინის საწყისი დღიური დოზა შესაძლოა იყოს 0.2 - 0.4 ერთეული/კგ/დღეში. ბავშვებში საწყისი დღიური დოზა არის 0.5 - 1 ერთეული/კგ/დღეში, ხოლო მომწიფების პერიოდში ინსულინზე მოთხოვნილება შესაძლოა გაიზარდოს 1.5 ერთეულამდე/კგ/დღეში. ხშირად ტიპი 1 დიაბეტი დაავადებულ პაციენტებში ინსულინის დაწყებისას ვითარდება ე.წ. "თაფლობის პერიოდი", რომლის დროსაც შესაძლოა საჭირო იყოს დღეში უფრო ნაკლები ერთეულის გამოყენება. ზოგადად, მთლიანი დოზის ნახევარი მიიღება ბაზალური ინსულინის სახით და ნახევარი ბოლუს დოზის სახით.[45]American Diabetes Association. Standards of medical care in diabetes - 2021. Diabetes Care. 2021;44(suppl 1):S1-S232. https://care.diabetesjournals.org/content/44/Supplement_1 ბოლუსის დოზა იყოფა და მიიღება ჭამის წინ. ბაზალური დოზის დრო განსხვავდება პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნებისა და გამოყენებული ინსულინის ტიპის მიხედვით (მაგ., ინსულინის დეტემირი ჩვეულებრივ მიიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ, პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე, ინსულინ გლარჯინი და ინსულინ დეგლუდეკი ჩვეულებრივ ინიშნება დღეში ერთხელ, დღის ნებისმიერ დრო, სასურველია ყოველდღე ერთსა და იმავე დროს). მიღების დრო შეიძლება განსხვავდებოდეს; შეამოწმეთ თქვენი ადგილობრივი გაიდლაინები დამატებითი ინფორმაციისთვის. პაციენტებს ესაჭიროებათ სისხლში გლუკოზას თვითმონიტორინგი. ზრდასრულებში ინსულინის დოზები შესაძლოა დაკორექტირდეს ყოველ 2-3 დღეში სამიძნე გლუკოზას შესანარჩუნებლად. წაახალისეთ ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ ინსულინის მრავალჯერად ინექციებს, დაარეგულირონ ინსულინის დოზა, საჭიროების შემთხვევაში, სისხლში გლუკოზის ყოველი გაზომვის შემდეგ.[34]National Institute for Health and Care Excellence. Diabetes (type 1 and type 2) in children and young people: diagnosis and management. Dec 2020 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng18
HbA1c-ის სამიზნე 48 მმოლ/მოლ (6.5%) ან უფრო დაბალი დონის შესანარჩუნებლად, ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულ მოზრდილებს ურჩიეთ, მიზნად დაისახონ: გაღვიძებისას, უზმოდ პლაზმური გლუკოზას დონე 5-7 მმოლ/ლ (90-126 მგ/დლ) ; დღის სხვა დროს ჭამის წინ, პლაზმაში გლუკოზას დონე 4-7 მმოლ/ლ (72-126 მგ/დლ); ჭამის შემდეგ, პლაზმაში გლუკოზას დონე 5-9 მმოლ/ლ (90-162 მგ/დლ) ჭამიდან სულ მცირე 90 წუთის შემდეგ; ძილის წინ, გლუკოზას პერსონალიზებული პლაზმური დონე, რომელიც ითვალისწინებს მათი ბოლო ჭამის დროს და მასთან დაკავშირებულ ინსულინის დოზას და შეესაბამება რეკომენდებულ დონეს უზმოდ გაღვიძებისას.[36]National Institute for Health and Care Excellence. Type 1 diabetes in adults: diagnosis and management. Jul 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng17
18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებში სამიზნე უნდა იყოს: გაღვიძებისას, უზმოდ პლაზმაში გლუკოზის დონე 4-7 მმოლ/ლ (72-126 მგ/დლ); დღის სხვა დროს ჭამის წინ, პლაზმაში გლუკოზას დონე 4-7 მმოლ/ლ (72-126 მგ/დლ); ჭამის შემდეგ, პლაზმური გლუკოზის დონე 5-9 მმოლ/ლ (90-162 მგ/დლ).[34]National Institute for Health and Care Excellence. Diabetes (type 1 and type 2) in children and young people: diagnosis and management. Dec 2020 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng18
თუ პაციენტი მართავს მანქანას, დარწმუნდით, რომ იგი გაცნობილია შესაბამის ადგილობრივ რჩევებს პლაზმაში გლუკოზას დონის შესახებ. დიდ ბრიტანეთში, მძღოლთა და სატრანსპორტო საშუალებების ლიცენზირების სააგენტო გვირჩევს, რომ ავტომობილის მართვამდე მიღწეული იყოს მინიმუმ 5 მმოლ/ლ (90 მგ/დლ) სამიზნე.[48]Driver and Vehicle Licensing Agency. Guidance: Information for drivers with diabetes. March 2020 [internet publication]. https://www.gov.uk/government/publications/information-for-drivers-with-diabetes
მარტივი მიდგომა ჭამის დროს ინსულინის მოთხოვნილების დასაფარად არის დოზათა დიაპაზონის შეთავაზება, როგორიცაა 4 ერთეული მსუბუქი საკვებისთვის, 6 ერთეული საშუალო რაოდენობის საკვებისთვის და 8 ერთეული დიდი ოდენობის საკვებისთვის. საკვების ნახშირწყლების უფრო მეტი მოქნილობისთვის, ჭამის წინ მისაღები ინსულინი, შესაძლოა გამოითვალოს საკვების ნახშირწყლების შესაბამისი რაოდენობის და პაციენტის ინდივიდუალური ინსულინ-ნახშირწყლების თანაფარდობის მიხედვით.
მოზრდილებში, კონსერვატიული საწყისი მიდგომაა 1 ერთეული ინსულინის გამოყენება ჭამის დროს ყოველ 15 გ ნახშირწყალზე საკვებში (თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ინსულინ-ნახშირწყლების თანაფარდობა შეიძლება განსხვავდებოდეს ადგილობრივი პროტოკოლების მიხედვით). პაციენტებმა შესაძლოა გამოიყენონ შეფუთვაზე ნაჩვენები ნახშირწყლების შემცველობა იმის გამოსათვლელად, თუ რამდენი გრამი ნახშირწყალია მათ საკვებში, თუმცა სასურველია ამ დროს დიეტოლოგის ან დიაბეტის სტრუქტურიზებული განათლების პროგრამის დახმარება.[36]National Institute for Health and Care Excellence. Type 1 diabetes in adults: diagnosis and management. Jul 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng17 კვების დღიურის დახმარებით და საკვების მიღებიდან 2 საათში გლუკოზის გაზომვით შესაძლებელია ინსულინ-ნახშირწყლების თანაფარდობის დაკორექტირება.
რეჟიმი უნდა იყოს ინდივიდუალურად მორგებული საუკეთესო შესაძლო გლიკემიური კონტროლის მისაღწევად.
კორექტირებული დოზა შესაძლოა ჩართული იყოს ინსულინის დოზაში საკვების მიღების წინ გლუკოზის დონეებზე დაყრდნობით.
ინსულინის ტუმბო (ინსულინის უწყვეტი კანქვეშა ინფუზია [CSII]) შეიძლება განიხილებოდეს ზოგიერთ პაციენტთან, რომლისთვისაც მრავალჯერადი დღიური ინექციის რეჟიმები შეუსაბამო ან წარუმატებელია.
დიდი ბრიტანეთის ჯანმრელობისა და კლინიკური დახელოვნების ეროვნული ნსიტიტუტი რეკომენდაციას უწევს ინსულინის ტუმბოს, როგორც სამკურნალო ვარიანტს 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში, რომლებისთვისაც მრავალჯერადი დღიური ინექციის თერაპია არაპრაქტიკული ან შეუსაბამოა. ამ პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ მრავალჯერადი დღიური ინექციის საცდელი მკურნალობა 12-დან 18 წლამდე ასაკში.[64]National Institute for Health and Care Excellence. Continuous subcutaneous insulin infusion for the treatment of diabetes mellitus. Jul 2008 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ta151
დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ეროვნული ნსტიტუტი ასევე რეკომენდაციას უწევს ტუმბოს გამოყენებას მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რომელთა მცდელობამ მიეღწიათ HbA1c-ის სამიზნე დონეს მრავალჯერადი დღიური ინექციის რეჟიმით, გამოიწვია უნარშემზღუდავი ჰიპოგლიკემია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე. ტუმბოს მოქმედება უნდა გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იწვევს HbA1c დონის მუდმივ დაცემას და/ან ჰიპოგლიკემიის ეპიზოდების სიხშირის შემცირებას.[64]National Institute for Health and Care Excellence. Continuous subcutaneous insulin infusion for the treatment of diabetes mellitus. Jul 2008 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ta151
ინსულინის ტუმბოს აქვს კანქვეშა ინსულინის საინფუზიო პორტი, რომელიც იცვლება ყოველ 3 დღეში. ტუმბო იყენებს ხანმოკლე მოქმედების ან სწრაფი მოქმედების ინსულინს და უზრუნველყოფს ინსულინის ბაზალურ სიჩქარეს და აწვდის ჭამის დროს ბოლუს დოზირებას. თუმცა, პაციენტმა (ან მშობელმა ან მზრუნველმა) მაინც უნდა განისაზღვროს სისხლში გლუკოზა ხშირად (პრაქტიკაში, 4-7-ჯერ დღეში), რათა ტუმბო დარეგულირდეს ინსულინის შესაბამისი რაოდენობის მიწოდებისთვის. ინსულინის ტუმბოებს შეუძლია შეამციროს ჰიპოგლიკემია, განსაკუთრებით გლუკოზას მუდმივი მონიტორინგის (CGM) სისტემებთან და ზღვრული შეჩერების ფუნქციებთან კომბინაციაში და გააუმჯობესოს HbA1c, ამასთან, უზრუნველყოს უფრო მეტი მოქნილობა.[53]Ly TT, Nicholas JA, Retterath A, et al. Effect of sensor-augmented insulin pump therapy and automated insulin suspension vs standard insulin pump therapy on hypoglycemia in patients with type 1 diabetes: a randomized clinical trial. JAMA. 2013 Sep 25;310(12):1240-7. http://jamanetwork.com/journals/jama/fullarticle/1741822 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24065010?tool=bestpractice.com [65]Benkhadra K, Alahdab F, Tamhane SU, et al. Continuous subcutaneous insulin infusion versus multiple daily injections in individuals with type 1 diabetes: a systematic review and meta-analysis. Endocrine. 2016 Aug 1;55(1):77-84. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27477293?tool=bestpractice.com [66]Monami M, Lamanna C, Marchionni N, et al. Continuous subcutaneous insulin infusion versus multiple daily insulin injections in type 1 diabetes: a meta-analysis. Acta Diabetol. 2010 Dec;47(suppl 1):77-81. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19504039?tool=bestpractice.com [67]Li XL. Multiple daily injections versus insulin pump therapy in patients with type 1 diabetes mellitus: a meta analysis. J Clin Rehabil Tissue Eng Res. 2010;14:8722-5.[68]Cummins E, Royle P, Snaith A, et al. Clinical effectiveness and cost-effectiveness of continuous subcutaneous insulin infusion for diabetes: systematic review and economic evaluation. Health Technol Assess. 2010 Feb;14(11):iii-iv;xi-xvi;1-181. http://www.journalslibrary.nihr.ac.uk/hta/volume-14/issue-11 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/20223123?tool=bestpractice.com საჭირო მონიტორინგისა და დოზის კორექტირების გამო, ტუმბოს გამოყენება მოითხოვს მოტივირებულ პაციენტს, რომელიც გამოცდილია დიაბეტის თვითმართვაში და აქვს წვდომა ტუმბოთი თერაპიის გამოცდილების მქონე პრაქტიკოსებთან.[69]Kordonouri O, Hartmann R, Danne T. Treatment of type 1 diabetes in children and adolescents using modern insulin pumps. Diabetes Res Clin Pract. 2011 Aug;93(suppl 1):S118-24. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21864743?tool=bestpractice.com [70]REPOSE Study Group. Relative effectiveness of insulin pump treatment over multiple daily injections and structured education during flexible intensive insulin treatment for type 1 diabetes: cluster randomised trial (REPOSE). BMJ. 2017 Mar 30;356:j1285. https://www.bmj.com/content/356/bmj.j1285.long http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28360027?tool=bestpractice.com თუ პაციენტი ბავშვია, მას დასჭირდება ოჯახის მხარდაჭერა.[69]Kordonouri O, Hartmann R, Danne T. Treatment of type 1 diabetes in children and adolescents using modern insulin pumps. Diabetes Res Clin Pract. 2011 Aug;93(suppl 1):S118-24. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21864743?tool=bestpractice.com
ინსულინის ტუმბოს, ინტეგრირებული გლუკოზას სენსორებით, უწოდებენ სენსორით გაძლიერებულ ინსულინის ტუმბოს. სენსორისა და ტუმბოს ფუნქცია გაერთიანებულია ერთ მოწყობილობაში: "დახურული მარყუჟის" სისტემაში. ბაზალური ინსულინის მიწოდება დგინდება ავტომატურად, გლუკოზას განსაზღვრული დონის საფუძველზე. ამ გაერთიანებულ მოწყობილობებში გამოიყენება კომპიუტერული კონტროლის ალგორითმი, ინსულინის მიწოდების ჰიბრიდული დახურული მარყუჟის სისტემის შესაქმნელად, რომელიც ხელოვნური პანკრეასის ფუნქციას ასრულებს.[39]Chiang JL, Maahs DM, Garvey KC, et al. Type 1 diabetes in children and adolescents: a position statement by the American Diabetes Association. Diabetes Care. 2018 Aug 9;41(9):2026-44. http://care.diabetesjournals.org/content/41/9/2026.long http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30093549?tool=bestpractice.com [71]Weisman A, Bai JW, Cardinez M, et al. Effect of artificial pancreas systems on glycaemic control in patients with type 1 diabetes: a systematic review and meta-analysis of outpatient randomised controlled trials. Lancet Diabetes Endocrinol. 2017 May 19;5(7):501-12. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28533136?tool=bestpractice.com [72]Thabit H, Hovorka R. Coming of age: the artificial pancreas for type 1 diabetes. Diabetologia. 2016 Sep;59(9):1795-805. https://link.springer.com/article/10.1007%2Fs00125-016-4022-4 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27364997?tool=bestpractice.com კლინიკურ კვლევებში ასეთი სისტემები ამცირებს ღამის ჰიპოგლიკემიის რისკს და აუმჯობესებს გლუკოზის კონტროლს, მათ შორის ბავშვებში.[73]Phillip M, Battelino T, Atlas E, et al. Nocturnal glucose control with an artificial pancreas at a diabetes camp. N Engl J Med. 2013 Feb 28;368(9):824-33. https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa1206881 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23445093?tool=bestpractice.com [74]Bergenstal RM, Tamborlane WV, Ahmann A, et al. Effectiveness of sensor-augmented insulin-pump therapy in type 1 diabetes. N Engl J Med. 2010 Jul 22;363(4):311-20. http://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa1002853#t=article http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/20587585?tool=bestpractice.com [75]Brown SA, Kovatchev BP, Raghinaru D, et al. Six-month randomized, multicenter trial of closed-loop control in type 1 diabetes. N Engl J Med. 2019 Oct 31;381(18):1707-17. https://www.doi.org/10.1056/NEJMoa1907863 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31618560?tool=bestpractice.com ზოგიერთ მოდელს სმარტფონის აპლიკაცია მოჰყვება, რომელიც გამოიყენება გლუკოზასა და ინსულინის დოზის მონიტორინგისთვის. იზრდება სენსორების და სენსორებით გაძლიერებული ტუმბოების გამოყენება.
შეახსენეთ პაციენტს, რომ შეცვალოს ინექციის ადგილები სხეულის იმავე რეგიონში. მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს რეკომენდაციით, ამის მიზეზია კანის ამილოიდოზის (ინსულინის ლიპოდისტროფია) პრევენცია ან რისკის შემცირება განვითარების რისკი ინექციის ადგილზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტის არასათანადო კონტროლი, რაც განპირობებულია ამილოიდური მასის გამო ინსულინის შეწოვის ნაკლებობით.[76]Medicines and Healthcare products Regulatory Agency. Insulins (all types): risk of cutaneous amyloidosis at injection site. Sep 2020 [internet publication]. https://www.gov.uk/drug-safety-update/insulins-all-types-risk-of-cutaneous-amyloidosis-at-injection-site
არ შეიძლება ინსულინის ამოღება ინსულინის კალმის მოწყობილობებიდან ან კარტრიჯებიდან.[36]National Institute for Health and Care Excellence. Type 1 diabetes in adults: diagnosis and management. Jul 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng17 ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სერვისი გვაფრთხილებს, რომ ინსულინის სიძლიერე კალმის მოწყობილობებში შეიძლება განსხვავდებოდეს 100 ერთეული/მლ-ის ჯერადად, მაშინ როცა ინსულინის შპრიცებს აქვთ გრადუირება, რომელიც შესაფერისია მხოლოდ სტანდარტული 100 ერთეული/მლ დოზების გამოსათვლელად. თუ კალმიდან ან კარტრიჯიდან ამოღებული ინსულინი უფრო ძლიერია, ვიდრე წინასწარ განსაზღვრული იყო და ეს არ არის გათვალისწინებული საჭირო მოცულობის განსაზღვრისას, ამან შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი და პოტენციურად ფატალური დოზის გადაჭარბება.[77]NHS England. Patent safety alert: Risk of severe harm and death due to withdrawing insulin from pen devices. Dec 2019 [internet publication]. https://www.england.nhs.uk/publication/patent-safety-alert-risk-severe-harm-and-death-withdrawing-insulin-pen-devices
დარწმუნდით, რომ მედიკამენტებთან დაკავშირებული შეცდომის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი ინსულინების ბრენდის მიხედვით დანიშვნით.[36]National Institute for Health and Care Excellence. Type 1 diabetes in adults: diagnosis and management. Jul 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng17 არსებობს რამდენიმე „მსგავსი დასახელების" ინსულინი და, ზოგიერთ შემთხვევაში, ინსულინის თითოეული ტიპის მრავალი განსხვავებული სიძლიერე და ფორმულაცია.[78]Inpatient Diabetes Training and Support (ITS). Insulin and insulin safety.[internet publication]. https://www.inpatientdiabetes.org.uk/insulin-and-insulin-safety
ამასთან, დაიცავით ადგილობრივი გაიდლაინები მედიკამენტების შეშლის რისკის მინიმუმამდე დაყვანის თაობაზე. კერძოდ, ინსულინის ფიქსირებული, ძლიერი კომბინაციებისა და ბიომსგავსი ინსულინის არევის თავიდან ასარიდებლად.[36]National Institute for Health and Care Excellence. Type 1 diabetes in adults: diagnosis and management. Jul 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng17 MHRA: High strength, fixed combination and biosimilar insulin products: minimising the risk of medication error Opens in new window
პირველადი პარამეტრები
ინსულინ დეტემირი
იყოს
ინსულინ გლარგინი
იყოს
ინსულინ დეგლუდეცი
--და--
ინსულინ ლისპრო
იყოს
ინსულინ ასპარტი
იყოს
ინსულინ გლულიზინი
საკვების მიღების წინ ინსულინის დოზის კორექცია
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
კორექტირებული (მორგებული) დოზა შესაძლებელია დაემატოს ინსულინის დარტყმით დოზას ჭამამდე, გლუკოზის დონის მიხედვით. პრაქტიკაში, ზრდასრულთა დოზის გამოანგარიშების კონსერვატიული მიდგომა არის ის, რომ ვივარაუდოთ, ინსულინის 1 ერთეული ამცირებს პაციენტის სისხლში გლუკოზას 4 მმოლ/ლ-ით (72 მგ/დლ). დოზა ასევე შეიძლება გამოითვალოს პაციენტის ინსულინის მთლიანი დღიური დოზის გამოყენებით, თუ საკვების მიღება სტაბილურია. კორექტირებული დოზა შესაძლებელია დაემატოს პაციენტის საკვების მიღების დროს ინსულინის მოთხოვნილებას (საკვების ზოგადი ზომის ან ნახშირწყლების გამოთვლის მხიედვით) და შესაძლებელია მივცეთ როგორც ტოტალური ბოლუს დოზა.
მეტფორმინი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
განიხილეთ მეტფორმინის დამატება ინსულინოთერაპიაში, თუ ზრდასრულ პაციენტს აქვს სხეულის მასის ინდექსი (BMI) 25 კგ/მ² ან მეტი (23 კგ/მ² ან მეტი სამხრეთ აზიის და მასთან დაკავშირებული ეთნიკური ჯგუფების ადამიანებისთვის) და სურს უკეთ გააკონტროლოს სისხლში გლუკოზა, ეფექტური ინსულინის დოზის მინიმუმამდე დაყვანის ფონზე.[36]National Institute for Health and Care Excellence. Type 1 diabetes in adults: diagnosis and management. Jul 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng17 თუმცა, ამ მიდგომის სარგებელი განხილვის საგანი გახდა.[84]What role for metformin in type 1 diabetes? Drug Ther Bull. 2018 Jul;56(7):78-80. https://www.doi.org/10.1136/dtb.2018.7.0645 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30008442?tool=bestpractice.com [85]Petrie JR, Chaturvedi N, Ford I, et al; REMOVAL Study Group. Cardiovascular and metabolic effects of metformin in patients with type 1 diabetes (REMOVAL): a double-blind, randomised, placebo-controlled trial. Lancet Diabetes Endocrinol. 2017 Aug;5(8):597-609. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5641446 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28615149?tool=bestpractice.com
დიდ ბრიტანეთში გამოიყენება ავტორიზაციის გარეშე.
პირველადი პარამეტრები
მეტფორმინი: ზრდასრულები: 500 მგ პეროულად (დაუყოვნებლივი გამოთავისუფლებით) ერთხელ დღეში მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვება 500 მგ ორჯერ დღეში მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ 500 მგ სამჯერ დღეში მუდმივად, მაქსიმუმ 2000 მგ/დღეში
მეტი მეტფორმინიასევე ხელმისაწვდომია მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ფორმულაციის სახით.
ფიქსირებული დოზის ინსულინი (მხოლოდ მოზრდილებში)
ინსულინის ფიქსირებული დოზა გამოიყენება, როდესაც პაციენტები უკვე კარგად არიან ფიქსირებული დოზის რეჟიმზე; ან შეუძლებელია მკურნალობა ინსულინის მრავლობითი ინექციით ყოველდღიურად; ან აქვთ პრობლემა ინსულინის შერევასთან დაკავშირებით. ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფიქსირებული დოზის ინსულინის ფორმულაცია; ვარიანტებისთვის გაეცანით თქვენს ადგილობრივ წამლის ფორმულაციას.
ორსულები
ბაზალური-ბოლუს ინსულინი
ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტის გაიდლაინების მიხედვით, ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ ორსულ ქალებში, რეკომენდებულია შემდეგი სამიზნე დოზებითუ ეს მიიღწევა პრობლემური ჰიპოგლიკემიის გამოწვევის გარეშე): უზმოდ <5.3 მმოლ/ლ (<95.4 მგ/დლ); და კვებიდან 1 საათის შემდეგ: <7.8 მმოლ/ლ (<140.4 მგ/დლ); კვებიდან 2 საათის შემდეგ: <6.4 მმოლ/ლ (<115.2 მგ/დლ).[90]National Institute for Health and Care Excellence. Diabetes in pregnancy: management from preconception to the postnatal period. Dec 2020 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng3
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ორსულებს, რომლებიც იღებენ ინსულინს, ურჩიეთ შეინარჩუნონ კაპილარული პლაზმური გლუკოზას დონე 4 მმოლ/ლ-ის (72 მგ/დლ) ზემოთ.[90]National Institute for Health and Care Excellence. Diabetes in pregnancy: management from preconception to the postnatal period. Dec 2020 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng3
განსაზღვრეთ გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) დონე ყველა ორსულ ქალთან, რომლსაც ვიზიტის დროს აღენიშნება დადასტურებული დიაბეტი, რათა განსაზღვროთ რისკი ორსულობის შემთხვევაში. განიხილეთ HbA1c დონის გაზომვა ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში მყოფი დიაბეტის მქონე ქალებისთვის ორსულობის რისკის დონის შესაფასებლად.[90]National Institute for Health and Care Excellence. Diabetes in pregnancy: management from preconception to the postnatal period. Dec 2020 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng3 შაქრიანი დიაბეტის მქონე ქალებისთვის ორსულობის რისკი იზრდება HbA1c 48 მმოლ/მოლზე (6.5%) ზემოთ.[90]National Institute for Health and Care Excellence. Diabetes in pregnancy: management from preconception to the postnatal period. Dec 2020 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng3
ორსულებმა ყოველდღიურად უნდა შემოწმდეს სისხლში გლუკოზას დონე უზმოდ, ჭამამდე, ჭამიდან 1 საათის შემდეგ და ძილის წინ.[90]National Institute for Health and Care Excellence. Diabetes in pregnancy: management from preconception to the postnatal period. Dec 2020 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng3 მაჩვენებლები უნდა შემოწმდეს ყოველ რამდენიმე კვირაში ორსულობის დასაწყისში, რათა შეიცვალოს საკვები, კვების დრო, ვარჯიშის სქემა და ინსულინის დოზები ოპტიმალური კონტროლის მისაღწევად. ინსულინზე მოთხოვნილება ზოგადად იზრდება ორსულობის ადრეულ ეტაპზე, მცირდება 8-დან 16 კვირამდე, ხოლო ორსულობის შემდგომ ეტაპზე იმატებს.
მნიშვნელოვანია ინსულინით ინტენსიური მკურნალობა მრავალჯერადი ყოველდღიური ინექციის (MDI) რეჟიმით ან ინსულინის ტუმბოთი. ორსულობის დროს ხშირად გამოყენებული ინსულინის ტიპებია იზოფანი, დეტემირი, ნეიტრალი, ლისპრო და ასპარტი.[93]Mathiesen ER, Hod M, Ivanisevic M, et al; Detemir in Pregnancy Study Group. Maternal efficacy and safety outcomes in a randomized, controlled trial comparing insulin detemir with NPH insulin in 310 pregnant women with type 1 diabetes. Diabetes Care. 2012 Oct;35(10):2012-7. http://care.diabetesjournals.org/content/35/10/2012.long http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22851598?tool=bestpractice.com The Continuous Glucose Monitoring in Women With Type 1 Diabetes in Pregnancy კვლევამ (CONCEPTT) აჩვენა, რომ ორსულობის დროს რეალურ დროში (RT)-გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის გამოყენება ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულ ქალებში ასოცირებული იყო გლიკემიური კონტროლის და ახალშობილთა შედეგების გაუმჯობესებასთან იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც იყენებდნენ მხოლოდ სისხლში გლუკოზას (SMBG) თვითკონტროლს.[94]Feig DS, Donovan LE, Corcoy R, et al; CONCEPTT Collaborative Group. Continuous glucose monitoring in pregnant women with type 1 diabetes (CONCEPTT): a multicentre international randomised controlled trial. Lancet. 2017 Nov 25;390(10110):2347-59. [Erratum in: Lancet. 2017 Nov 25;390(10110):2346.] https://www.thelancet.com/journals/lancet/article/PIIS0140-6736(17)32400-5/fulltext http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28923465?tool=bestpractice.com დიდ ბრიტანეთში ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტი (NICE) რეკომენდაციას უწევს გლუკოზას უწყვეტი მონიტორინგის შეთავაზებას ყველა ორსული ქალისთვის, რომელსაც აღენიშნება დიაბეტი ტიპი 1. გლუკოზას ფლეშ მონიტორინგი შეიძლება შეეთავაზოს ნებისმიერ ქალს, რომელიც მას მკაფიოდ ანიჭებს უპირატესობას და/ან არ შეუძლია გამოიყენოს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგი.[90]National Institute for Health and Care Excellence. Diabetes in pregnancy: management from preconception to the postnatal period. Dec 2020 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng3 [95]National Institute for Health and Care Excellence. Diabetes in pregnancy: management from preconception to the postnatal period [A] Continuous glucose monitoring NICE guideline NG3 Methods, evidence and recommendations. Dec 2020 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng3/evidence/a-evidence-reviews-for-continuous-glucose-monitoring-pdf-8955770797 ბრიტანეთის კლინიკურ დიაბეტოლოგთა ასოციაციამ გამოაქვეყნა სახელმძღვანელო ორსულობის დროს დიაბეტის ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ.[91]Association of British Clinical Diabetologists. Using diabetes technology in pregnancy. Mar 2020 [internet publication]. https://abcd.care/dtn/best-practice-guides
ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს იზოფანის ინსულინს, როგორც ორსულობის დროს ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის პირველ არჩევანს, ნებისმიერი ეტიოლოგიის დიაბეტის დროს.[90]National Institute for Health and Care Excellence. Diabetes in pregnancy: management from preconception to the postnatal period. Dec 2020 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng3 პრაქტიკაში, ტიპი1 დიაბეტით დაავადებულ ქალებში, რომლებიც უკვე სტაბილურად იმყოფებიან ბაზალურ-ბოლუსური ინსულინის რუტინაზე და მიაღწიეს გლიკემიის კარგ კონტროლს ორსულობამდე ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგის გამოყენებით, როგორიცაა დეტემირი ან გლარგინი, შეიძლება უფრო მიზანშეწონილი იყოს აღნიშნული მიდგომის გაგრძელება მთელი ორსულობის განმავლობაში. არ არსებობს დიდი რანდომული კვლევები, რომლებიც მხარს უჭერს ინსულინ გლარგინის უსაფრთხოდ გამოყენებას დიაბეტით დაავადებულ ორსულ პაციენტებში.[96]Lv S, Wang J, Xu Y. Safety of insulin analogs during pregnancy: a meta-analysis. Arch Gynecol Obstet. 2015 Oct;292(4):749-56. https://link.springer.com/article/10.1007%2Fs00404-015-3692-3 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25855052?tool=bestpractice.com თუმცა, არსებობს ინსულინ გლარგინის ორსულ პაციენტებში უსაფრთხოდ გამოყენების მრავალი შემთხვევა. შეზღუდული მტკიცებულებების თანახმად, სწრაფი მოქმედების ინსულინის ანალოგები (ასპარტი ან ლისპრო) შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰიპოგლიკემიის შემცირებულ რისკთან და გლიკემიის გაუმჯობესებულ კონტროლთან, ადამიანის რეგულარულ ინსულინთან შედარებით.[90]National Institute for Health and Care Excellence. Diabetes in pregnancy: management from preconception to the postnatal period. Dec 2020 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng3 დიაბეტით დაავადებულნ ორსულ ქალებში ინსულინის ტუმბოს თერაპიის (უწყვეტი კანქვეშა ინსულინის ინფუზია) შედეგების შესახებ ნაკლები მონაცემები არსებობს, ინსულინის მრავლობით დღიურ ინექციებთან შედარებით.[97]Farrar D, Tuffnell DJ, West J, et al. Continuous subcutaneous insulin infusion versus multiple daily injections of insulin for pregnant women with diabetes. Cochrane Database Syst Rev. 2016;(6):CD005542. http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/14651858.CD005542.pub3/full http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/27272351?tool=bestpractice.com
პირველადი პარამეტრები
ადამიანის ინსულინ იზოფანი (NPH)
იყოს
ინსულინ დეტემირი
--და--
ინსულინ ნეიტრალი
იყოს
ინსულინ ლისპრო
იყოს
ინსულინ ასპარტი
მეორეული ვარიანტები
ინსულინ გლარგინი
--და--
ინსულინ ნეიტრალი
იყოს
ინსულინ ლისპრო
იყოს
ინსულინ ასპარტი
მეტფორმინი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ქალებს შეიძლება ვურჩიოთ მეტფორმინის გამოყენება ორსულობამდე (და ორსულობის დროს), როდესაც სისხლში გლუკოზის კონტროლის გაუმჯობესების სავარაუდო სარგებელი აღემატება შესაძლო ზიანს.[90]National Institute for Health and Care Excellence. Diabetes in pregnancy: management from preconception to the postnatal period. Dec 2020 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng3 ეს ყველაზე ხშირია ქალებში, რომლებსაც ერთრდროულად აქვთ ინსულინის რეზისტენტობა და ინსულინის დეფიციტი, ასევე, რეკომენდებულია განვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუ ქალს აქვს სხეულის მასის ინდექსი (BMI) 25 კგ/მ² ან მეტი (23 კგ/მ² ან მეტი სამხრეთ აზიელი და მასთან დაკავშირებული ეთნიკური უმცირესობების მქონე პირებში) და სურს უკეთ გააკონტროლოს სისხლში გლუკოზა მაშინ, როცა ინსულინის მინიმალურ ეფექტურ დონემდე დაგვყავს.[36]National Institute for Health and Care Excellence. Type 1 diabetes in adults: diagnosis and management. Jul 2021 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng17
დიდ ბრიტანეთში გამოიყენება ავტორიზაციის გარეშე.
პირველადი პარამეტრები
მეტფორმინი: 500 მგ პერორულად (დაუყოვნებლივი გამოთავისუფლებით) ერთხელ დღეში მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვება 500 მგ ორჯერ დღეში მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ 500 მგ სამჯერ დღეში მუდმივად, მაქსიმუმ 2000 მგ/დღეში
მეტი მეტფორმინიასევე ხელმისაწვდომია მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ფორმულაციის სახით.
დაბალი დოზის ასპირინი
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებულ ქალებს ურჩიეთ, მიიღონ ასპირინი ორსულობის მე-12 კვირიდან ბავშვის დაბადებამდე.[90]National Institute for Health and Care Excellence. Diabetes in pregnancy: management from preconception to the postnatal period. Dec 2020 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng3 [99]National Institute for Health and Care Excellence. Hypertension in pregnancy: diagnosis and management. June 2019 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng133 ეს ქალები არიან პრეეკლამფსიის მაღალი რისკის ქვეშ.[99]National Institute for Health and Care Excellence. Hypertension in pregnancy: diagnosis and management. June 2019 [internet publication]. https://www.nice.org.uk/guidance/ng133
პირველადი პარამეტრები
ასპირინი: 75-150 მგ პერორულად, დღეში ერთხელ
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას