მიდგომა

კლინიკური გამოვლინება

დიაბეტი ტიპი 1 შეიძლება დიაგნოსტირდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა, პიკი 10-14 წლის ასაკზე მოდის.[13]

18 წლამდე ასაკის ბავშვებში და ახალგაზრდებში ტიპი 1 დიაბეტის ნიშნებია:[34]

  • ჰიპერგლიკემია (რანდომული პლაზმური გლუკოზა ≥11.1 მმოლ/ლ [≥200 მგ/დლ])

  • პოლიურია

  • პოლიდიფსია

  • წონაში კლება

  • დაღლილობა.

შესაძლოა გამოვლინდეს სხვა სიმპტომებიც, მაგ. მხედველობის ველის დაბინდვა.[35]

ტიპი 1 დიაბეტის დროს მოზრდილებს ჩვეულებრივ აღენიშნებათ ჰიპერგლიკემია და, ჩვეულებრივ (მაგრამ არა ყოველთვის), ერთი ან მეტი ჩამოთვლითაგან:[36]

  • კეტოზი

  • წონის სწრაფი კლება

  • ასაკი <50 წელი

  • სხეულის მასის ინდექსი <25 კგ/მ²

  • ავტოიმუნური დაავადების პირადი და/ან ოჯახური ანამნეზი.

იშვიათად, ტიპი 1 დიაბეტი დიაგნოსტირდება სისხლის რუტინული ანალიზების მეშვეობით. ეს მდგომასრეობა დიაგნოსტირდება ქრონიკული გართულებების განვითარებამდე გაცილებით ადრე.

მრავალ პაციენტს აქვს დიაბეტური კეტოაციდოზი - ტიპი 1 დიაბეტის მწვავე გართულება.[37][38] ამ პაციენტებს აქვთ დეჰიდრატაციის და აციდოზის სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ტაქიპნოე, ტაქიკარდია და ლეთარგია. იხილეთ ჩვენი თემა "დიაბეტური კეტოაციდოზი".

ასევე არსებობს ავტოიმუნური დიაბეტის ნელა პროგრესირებადი ფორმა, რომელიც ცნობილია როგორც მოზრდილთა ლატენტური ავტოიმუნური დიაბეტი (LADA).[2] მოზრდილთა ლატენტური ავტოიმუნური დიაბეტის (LADA) შემთხვევაში, შესაძლოა ინსულინოთერაპია არ გახდეს საჭირო რამდენიმე წლის განმავლობაში და, შესაბამისად შეიძლება აგვერიოს დიაბეტი ტიპი 2-ს ადრეულ ფორმაში.[2] ნიშნები, რომლებიც მიუთითებს არა დიაბეტი ტიპი 2-ის, არამედ მოზრდილთა ლატენტური ავტოიმუნური დიაბეტის არსებობაზე, მოიცავს ჩამოთვლილთაგან ორს ან მეტს: დაწყების ასაკი <50 წელზე ნაკლები, პოლიდიფსიის მწვავე სიმპტომები და/ან პოლიურია და/ან წონის უნებლიე კლება, სხეულის მასის ინდექსი 25 კგ/მ²-ზე ნაკლები და აუტოიმუნური დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი.[4]

დიაგნოზი ბავშვებში

18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და ახალგაზრდებში დიაბეტზე ეჭვი მიგვაქვს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმებზე დაყრდნობით:[34][1]

  • სიმპტომურ პაციენტებში პლაზმაში გლუკოზას დონე >11.1 მმოლ/ლ-ს (>200 მგ/დლ) შეადგენს ან

  • უზმოდ პლაზმური გლუკოზას დონე ≥7.0 მმოლ/ლ-ს (≥126 მგ/დლ) შეადგენს; ან

  • პლაზმაში გლუკოზას დონე ≥11 მმოლ/ლ-ს (≥200 მგ/დლ) შეადგენს 75 გ პერორული გლუკოზას მიღების შემდეგ ან

  • გლიკოზირებული ჰემოგლობინი (HbA1c) ≥6.5% (≥48 მმოლ/მოლი).

გაითვალისწინეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში საჭიროა განმეორებითი დამადასტურებელი ტესტი.

თუ ეჭვობთ, რომ ბავშვს აქვს დიაბეტი ტიპი 1, დაუყოვნებლივ გადაამისამართეთ(იმავე დღეს) პაციენტი დიაბეტის მულტიდისციპლინურ ჯგუფთან, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს დიაგნოზი და გაუწიოს სასწრაფო დახმარება.[34]

ჩათვალეთ, რომ ბავშვს და ახალგაზრდას აქვს დიაბეტი ტიპი 1, თუ არ არის ტიპი 2 დიაბეტის, მონოგენური ან მიტოქონდრიული დიაბეტის მკვეთრი ნიშნები.[34] იხილეთ ჩვენი თემა "დიაბეტი ტიპი 2 ბავშვებში".

  • ტიპი 2 დიაბეტის არსებობა განიხილეთ ბავშვებში ან ახალგაზრდებში დიაბეტის საეჭვო შემთხვევით, რომელთაც:[34]

    • აღენიშნებათ ტიპი 2 დიაბეტის მკაფიო ოჯახური ანამნეზი

    • აღენიშნებათ სიმსუქნე პირველი ვიზიტის დროს

    • არიან ფერადკანიანი ან აზიური წარმოშობის

    • არ აქვთ ინსულინზე მოთხოვნილება, ან აქვთ ინსულინის საჭიროება 0,5 ერთეულზე ნაკლები/კგ სხეულის მასაზე/დღეში ნაწილობრივი რემისიის ფაზის შემდეგ

    • ავლენენ ინსულინრეზისტენტობას (მაგალითად, შავი აკანტოზი).

  • განვიხილოთ დიაბეტის სხვა ტიპები (ანუ, არა ტიპი 1 ან 2) ბავშვებში ან მოზარდებში, რომლებსაც აქვთ დიაბეტის საეჭვო შემთხვევა და ჩამოთვლილთაგან რომელიმე მახასიათებელი:[34]

    • დიაბეტი სიცოცხლის პირველ წელს

    • კეტონემია ჰიპერგლიკემიის ეპიზოდების დროს

    • ასოცირებული ნიშნები, როგორიცაა მხედველობის ნერვის ატროფია, პიგმენტური რეტინიტი, სმენის დაქვეითება ან სხვა სისტემური დაავადება ან სინდრომი.

  • მონოგენური დიაბეტი შეადგენს პედიატრიული დიაბეტის შემთხვევათა 4%-მდე წილს. მონოგენური დიაბეტის დროს ინსულინით მკურნალობა შეუსაბამოა.[39] მონოგენური დიაბეტის ორ მთავარ ფორმას წარმოადგენს ზრდასრული ტიპის დიაბეტი ახალგაზრდა ასაკში (MODY) და ახალშობილთა შაქრიანი დიაბეტი. ახალშობილთა შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში, დიაბეტი დიაგნოსტირებულია სიცოცხლის პირველ 6 თვეში და შეიძლება იყოს გარდამავალი (კუპირება 12 თვის ასაკისთვის) ან მუდმივი. ახალშობილთა პერმანენტული (მუდმივი) შაქრიანი დიაბეტის შემთხვევების 90%-ზე მეტი გამოწვეულია KCNJ11 ან ABCC8 გენეტიკური ცვლილებით, რაც გავლენას ახდენს გლუკოზას დონის აღქმასა და პანკრეასის β-უჯრედიდან ინსულინის გამოყოფას შორის კავშირზე.[40] გენეტიკური ტესტირება საბოლოო პასუხს გვაძლევს და ის შეიძლება გამოვიყენოთ პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების კონსულტირებისთვის.

არ შეაფასოთ რუტინულად C-პეპტიდი და/ან დიაბეტის სპეციფიკური ავტოანტისხეულების ტიტრი ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის გასარჩევად. ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი (NICE) რეკომენდაციას უწევს C-პეპტიდის შემოწმებას მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა რთულია ტიპი 1 დიაბეტის გარჩევა სხვა ტიპებისგან[34]

  • თუ გვაქვს C-პეპტიდის შემოწმების ჩვენება, გახსოვდეთ, რომ ტესტის გარჩევადობა უკეთესია რაც მეტი დრო გავა თავდაპირველი სიმპტომებიდან.[34]

  • კლინიკურ პრაქტიკაში C-პეპტიდის განსაზღვრა მხოლოდ გლუკოზასთან ერთადაა მოწოდებული. პრაქტიკულად ამის მიღწევა შეიძლება C-პეპტიდის შეფასებით არაუზმოდ სისხლის ან შარდის ერთ ნიმუშში, საკვების მიღების შემდეგ.[41] სხვა შემთხვევაში C-პეპტიდი შეიძლება სუპრესირებული იყოს, რაც ზრდის ცრუ დადებითი პასუხის ალბათობას. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია თუ პაციენტს დაწყებული აქვს თერაპია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (მაგ. ინსულინის ფონზე).

იხილეთ სექცია "მონიტორინგი" ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულ ბავშვებში საწყისი სკრინინგ ტესტების და მუდმივი მონიტორინგის შესახებ ინფორმაციისთვის.

დიაგნოზი ზრდასრულებში

ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოსტირებას კლინიკურ საფუძველზე, თუ ზრდასრულ პაციენტს აღენიშნება ჰიპერგლიკემია, ზემოთ აღწერილი კლინიკური გამოვლინების ტიპური მახასიათებლების გათვალისწინებით.[36]

  • ნუ გამორიცხავთ ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზს, თუ პაციენტს აქვს სხეულის მასის ინდექსი >25 კგ/მ² ან არის 50 წელზე უფროსი ასაკის.[36]

დიაგნოზის დადგენისას დაუყოვნებლივ გადაამისამართეთ პაციენტი თვალის ადგილობრივ სკრინინგ სერვისზე.[36] სკრინინგი უნდა ჩატარდეს:[36]

  • რაც შეიძლება მალე და არა უგვიანეს 3 თვისა საწყისი რეფერალიდან

  • ყოველწლიურად მას შემდეგ.

იხილეთ სექცია "მონიტორინგი" ტიპი 1 დიაბეტით დაავადეულ მოზრდილებში საწყისი სკრინინგ ტესტების და მუდმივი მონიტორინგის შესახებ ინფორმაციისთვის.

ზრდასრულებში, არ გაზომოთ რეგულარულად C-პეპტიდი და/ან დიაბეტის სპეციფიკური ავტოანტისხეულების ტიტრი, ტიპი 1 დიაბეტის დადასტურების მიზნით. ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტი რეკომენდაციას უწწევს ამ ტესტების გამოყენებას, თუ:[36]

  • თქვენ ეჭვობთ ტიპი 1 დიაბეტს, მაგრამ კლინიკურად ვლინდება ატიპური მახასიათებლები (მაგ. ასაკი >50 წელი, სხეულის მასის ინდექსი >25 კგ/მ², ჰიპერგლიკემიის ნელი განვითარება ან ხანგრძლივი პროდრომი)

  • დიაგნოსტირდა დიაბეტი ტიპი 1 და დაიწყო მკურნალობა, მაგრამ თქვენ გაქვთ კლინიკური ეჭვი, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დიაბეტის მონოგენური ფორმა და C-პეპტიდის და/ან ავტოანტისხეულების ტესტირებამ შეიძლება მიუთითოს გენეტიკური ტესტირების გამოყენების საჭიროებაზე

  • კლასიფიკაცია გაურკვეველია და ტიპი 1 დიაბეტის დადასტურებას ექნება გავლენა თერაპიის ხელმისაწვდომობაზე (მაგალითად, უწყვეტი კანქვეშა ინსულინის ინფუზიური [CSII ან "ინსულინის ტუმბო"] თერაპია).

როდესაც მითითებულია C-პეპტიდი და/ან დიაბეტის სპეციფიკური ავტოანტისხეულების ტიტრები, გაითვალისწინეთ, რომ:[36]

  • ავტოანტისხეულების ტესტებს აქვთ ყველაზე დაბალი ცრუ უარყოფითი მაჩვენებელი დიაგნოზის დროს; ცრუ უარყოფითი მაჩვენებელი ამის შემდეგ იზრდება

  • C-პეპტიდს აქვს უკეთესი დიფერენციული ღირებულება, რაც უფრო გვიან ტარდება დიაგნოზის შემდეგ

  • ავტოანტისხეულების ტესტირების დროს, დიაბეტის მიმართ სპეციფიკური ორი განსხვავებული ავტოანტისხეულის ტესტების ჩატარება, რომელთაგან ერთი მაინც დადებითია, ამცირებს ცრუ უარყოფით მაჩვენებელს.

  • კლინიკურ პრაქტიკაში C-პეპტიდის განსაზღვრა მხოლოდ გლუკოზასთან ერთადაა მოწოდებული. პრაქტიკულად ამის მიღწევა შეიძლება C-პეპტიდის შეფასებით არაუზმოდ სისხლის ან შარდის ერთ ნიმუშში, საკვების მიღების შემდეგ.[41] სხვა შემთხვევაში C-პეპტიდი შეიძლება სუპრესირებული იყოს, რაც ზრდის ცრუ დადებითი პასუხის ალბათობას. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია თუ პაციენტს დაწყებული აქვს თერაპია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (მაგ. ინსულინის ფონზე).

ტიპი 1 დიაბეტით დაავადებული მოზრდილთათვის რჩევები კოორდინირებული უნდა იყოს დიაბეტის მოვლის უნარ-ჩვევების მქონე მულტიდისციპლინური გუნდის ფარგლებში.[36]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას