განხილვები პაციენტთან

დაეხმარეთ პაციენტს (და მათი ოჯახის წევრებს ან მომვლელებს, საჭიროებისამებრ) განავითარონ კარგი ცოდნა კვების შესახებ და როგორ მოქმედებს ეს მათ დიაბეტზე.[34][36]

  • არ არსებობს სტანდარტული კვებითი რეკომენდაციები, რომლებიც ყველა დიაბეტიანი პირისტვის იქნება შესაფერისი.[45]

  • ინდივიდუალიზებული კვების რეკომენდაციები უნდა ეფუძნებოდეს პერსონალურ და კულტურულ პრიორიტეტებს, სამეიდიცინო განათლებასა და გათვლებს, ჯანსაღ საკვებთან წვდომას, სურვილსა და უნარს, რომ შეიცვალოს ქცევები, ასევე - ბარიერები.

  • კვების რეკომენდაციები უნდა შეიცვალოს ისე, რომ გავითვალისწინოთ: ჭარბი წონა და სიმსუქნე, წონითი დეფიციტი, კვების დარღვევა, ჰიპერტენზია და თირკმელების უკმარისობა.[36]

  • ყველა დიაბეტიანი პაციენტი უნდა იტარებდეს ინდივიდუალურ სამედიცინო კვებით თერაპიას, რომელიც უნდა მიაწოდოს რეგისტრირებულმა დიეტოლოგმა, რომელიც გამოცდილია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის ამ ტიპის თერაპიის მიწოდებაში.[55]

ნახშირწყლების დათვლამ (ინსულინის დოზის კორექტირებით ინსულინის/ნახშირწყლების თანაფარდობის მიხედვით) ან ნახშირწყლების თანმიმდევრულმა მიღებამ დროისა და რაოდენობის მიხედვით შეიძლება გააუმჯობესოს გლიკემიური კონტროლი. ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს დაბალი გლიკემიური ინდექსის კვებას ბავშვებსა და ახალგაზრდებში, სისხლში გლუკოზის კონტროლის გასაუმჯობესებლად, მაგრამ არ გირჩევთ ამ მიდგომას მოზრდილებში.[36][34] სწრაფად მოქმედმა ინსულინმა შესაძლებელია საკვების მიღების დრო ნაკლებად მნიშვნელოვანი გახადოს, ვიდრე წარსულში იყო.

წაახალისეთ პაციენტი რეგულარულად დაიტვირთოს ფიზიკურად.

  • ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს უსაფრთხოდ შეუძლიათ ვარჯიში და გლუკოზას დონის მართვა.[39][56][57] გაითვალისწინეთ, რომ პრაქტიკაში ბევრი პაციენტისთვის ვარჯიში რთულია, განსაკუთრებით ინტენსიური ვარჯიში, რომელიც ზრდის დისგლიკემიის რისკს.[57] ამიტომ პაციენტს დასჭირდება წვდომა მუდმივ მხარდაჭერასა და განათლებაზე.

  • ფიზიკური დატვირთვის წინ ნახშიწყლებისა და ინსულინის დოზა ეფექტურად შეიძლება დაკორექტირდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ჰიპოგლიკემია ვარჯიშისა და სპორტული აქტივობის დროს.[58]

  • ვარჯიშიდან 24 საათში შეიძლება განვითარდეს ჰიპოგლიკემია, რაც მოითხოვს ვარჯიშის დღეებში ინსულინის დოზის შემცირებას. ვარჯიშის დაწყებამდე ადამიანმა უნდა მიიღოს ნახშირწყლოვანი წასახემსებელი (10-20გ), თუ სისხლში შაქრის დონე <5,0 მმოლ/ლ (<90 მგ/დლ).[57]

გაითვალისწინეთ, რომ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს შესაძლოა უჭირდეთ დიაბეტის ეფექტურად მართვა ფსიქოლოგიური და სოციალური გამოწვევების გამო; ამ პაციენტებს დასჭირდებათ ინტეგრირებული მულტიდისციპლინური მიდგომა, მათ შორის ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და დამხმარე სოცმუშაკები.[83] კონკრეტულად, იფიქრეთ იმაზე, შეიძლება თუ არა კვებითმა აშლილობამ და სხეულის ზომასა და წონასთან დაკავშირებულმა შფოთვამ გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ იყენებს პაციენტი ინსულინს.

ურჩიეთ ბავშვებს (და/ან მათ ოჯახის წევრებს ან მზრუნველებს) ყოველდღიურად ჩაატარონ კაპილარული სისხლის გლუკოზას მინიმუმ ხუთი ტესტი.[34] უფრო ხშირი ტესტირება იქნება საჭირო უსაფრთხო ფიზიკური დატვირთვის მხარდასაჭერად და პერიოდული ავადმყოფობის დროს. წაახალისეთ ტიპი 1 დიაბეტით დაავადებული ბავშვი ან ახალგაზრდა, ატაროს ან ჩაიცვას ისეთი რამ (მაგ., სამაჯური), რაც გამაფრთხილებელი იქნება სხვა პირებისათვის, მათი დიაგნოზის შესახებ.[34]

მხარი დაუჭირეთ ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულ მოზრდილებში სისხლში გლუკოზას სულ მცირე დღეში 4-ჯერ შემოწმებას.[36] გაზარდეთ გლუკოზას გაზომვა დღეში 10-მდე, თუ აღინიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილიდან:[36]

  • პაციენტთან შეთანხმებული HbA1c სამიზნე მაჩვენებელი არ არის მიღწეული

  • ჰიპოგლიკემიის ეპიზოდების სიხშირე იზრდება

  • არსებობს ამის კანონიერი მოთხოვნა (მაგ., მანქანის მართვამდე)

  • სანამ პაციენტი ავად არის

  • სპორტული აქტივობის წინ, დროს და მის შემდეგ

  • ორსულობის დაგეგმვისას, ორსულობის დროს და ძუძუთი კვების დროს

  • თუ არსებობს რაიმე სხვა მიზეზი, რის გამოც სისხლში გლუკოზას დონე 4-ზე მეტჯერ გაზომოთ დღეში (მაგ., ჰიპოგლიკემიის შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობა; მაღალი რისკის აქტივობები).

გაითვალისწინეთ, რომ დამატებითი ტესტირება (დღეში 10-ზე მეტჯერ) შეიძლება იყოს მითითებული:[36]

  • თუ პაციენტს აქვს დაქვეითებული ცნობიერება ჰიპოგლიკემიის შესახებ

  • დამოკიდებულია პაციენტის ცხოვრების წესზე (მაგ., მანქანის ტარება დიდი ხნის განმავლობაში ან მაღალი რისკის შემცველი პროფესიული საქმიანობა).

პრაქტიკაში, ტიპი 1 დიაბეტით დაავადებული მოზრდილების უმეტესობა, სავარაუდოდ, ამოწმებს სისხლში გლუკოზას 4-დან 10-ჯერ დღეში.

პაციენტებს უნდა ავუხსნათ, რომ ჰიპოგლიკემია შესაძლოა განვითარდეს კვების გამოტოვებისას, ჭარბი ინსულინის მიღებისას, ვარჯიშის ან ავად გახდომის დროს. ალკოჰოლმა და ვარჯიშმა შესაძლოა გამოიწვიოს დაგვიანებული ჰიპოგლიკემია, რომელიც შესაძლოა 24 საათის შემდეგ გამოვლინდეს.

  • უნდა აღიწეროს სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი შიმშილის შეგრძნება, ნერვოზულობა, კანკალი, ოფლიანობა, თავბრუსხვევა ან კონფუზია.

  • სისხლში გლუკოზას დონის ასაწევად პაციენტებმა შესაძლებელია მიიღონ გლუკოზას აბები ან გელები, დალიონ წვენი იმის მიხედვით, თუ რამდენად დაბლა დაეცა სისხლში შაქრის დონე.

  • ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს თავის ექიმს მედიკამენტების კორექციისთვის.

  • დარწმუნდით, რომ პაციენტს (და/ან მათ ოჯახს/მზრუნველებს, საჭიროების შემთხვევაში) აქვს გლუკაგონის ნაკრები გადაუდებელი შემთხვევებისთვის, მძიმე ჰიპოგლიკემიის შემთხვევაში ან როდესაც პაციენტს არ შეუძლია სასმელის ან საკვების მიღება.

  • მძიმე ჰიპოგლიკემია არის გლუკოზის ნებისმიერი დაბალი დონე, რაც იწვევს კოგნიტიურ დარღვევებს, რაც გამოჯანმრთელებისთვის საჭიროებს დახმარებას სხვა ადამიანისგან.

პაციენტებმა ინსულინის მოთხოვნილება უნდა განიხილონ ექიმთან ერთად რომელიმე საკვების გამოტოვების წინ (მაგალითად, სამედიცინო ანალიზისთვის).

პაციენტებს უნდა ვასწავლოთ ჰიპერგლიკემიის სიმპტომები, როგორიცაა მხედველობის დაბინდვა, წყურვილი, ხშირი შარდვა ან დაღლილობა და უნდა ავუხსნათ, რომ ამ სიმპტომების შემთხვევაში მათ დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს. პაციენტებმა ასევე უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ განუვითარდათ ცხელება, ხველა, დიზურია ან ჭრილობები ტერფზე.

მიეცით პაციენტს მკაფიო და ინდივიდუალური ზეპირი და წერილობითი რჩევები („ავადმყოფობის წესები“), თუ როგორ უნდა შეცვალოს მკურნალობა თანმხლები ავადობის დროს. დაავადების ეს გეგმა უნდა მოიცავდეს:

  • სისხლში გლუკოზას მონიტორინგს

  • სისხლის კეტონების მონიტორინგს და ინტერპრეტაციას (იხ. ქვემოთ)

  • ინსულინის რეჟიმის კორექტირებას

  • საკვებისა და სასმლის მიღების ადაპტაციას

  • თუ როგორ მოითხოვოს პაციენტმა დამატებითი რჩევები.

შესთავაზეთ დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვებსა და ახალგაზრდებს სისხლის კეტონის ტესტირების ჯოხები და მზომი. ურჩიეთ პაციენტს (და/ან მათ ოჯახის წევრებს ან მომვლელებს) კეტონემიის ტესტირება, თუ ისინი ავად არიან ან აქვთ ჰიპერგლიკემია.[34]

განიხილეთ კეტონის მონიტორინგი (სისხლში ან შარდში), როგორც ზრდასრულთა „ავადმყოფობის წესების“ ნაწილი, რათა ხელი შეუწყოთ ჰიპერგლიკემიის ეპიზოდის თვითმართვას.[36]

თუ პაციენტი ეწევა, მიეცით რჩევა მოწევის შეწყვეტის შესახებ და ინფორმაცია მოწევის შეწყვეტის სერვისებზე წვდომის შესახებ.[36] თუ პაციენტი არ ეწევა, ურჩიეთ, არასოდეს დაიწყოს.[36]

დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებულ ზრდასრულებში რეკომენდებულია არტერიული წნევის მართვა 135/85 მმ.ვწყ.სვ-ის ან მეტის შემთხვევაში. თუ პაციენტს აქვს ალბუმინურია ან მეტაბოლური სინდრომის 2 ან მეტი მახასიათებელი, რეკომენდებულია არტერიული წნევის კონტროლი 130/80 მმ.ვწყ.სვ-დან.[36]

დაეხმარეთ პაციენტს ჩაერთოს ტექნოლოგიებში, რომლებიც, ჩვეულ ვიზიტებთან ერთად, ხელისშემწყობია საკუთარი მდგომარეობის დისტანციური მხარდაჭერით მართვაში.

  • ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტი (NICE) რეკომენდაციას უწევს დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებულ ყველა პაციენტთან, დიაგნოსტიკის შემდეგ, 6-12 თვიანი საგანმანათლებლო, სტრუქტურიზებული აკრედიტებული პროგრამის მიწოდებას.[36][81]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას