კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
პლაზმის რანდომული გლუკოზა (ბავშვები)
ტესტი
ადასტურებს დიაგნოზს პოლიურიის, პოლიდიფსიისა და წონაში აუხსნელი კლების შემთხვევაში.[1] გაითვალისწინეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში საჭიროა დამადასტურებელი ტესტი.
შედეგი
>11.1 მმოლ/ლ (≥200 მგ/დლ)
პლაზმის გლუკოზა უზმოდ (ბავშვები)
ტესტი
უზმოდ ყოფნა გულისხმობს 8 საათის განმავლობაში კალორიების არმიღებას.[1] გაითვალისწინეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში საჭიროა დამადასტურებელი ტესტი.
შედეგი
≥7.0 მმოლ/ლ (≥126 მგ/დლ)
პლაზმის 2-საათიანი გლუკოზა (ბავშვები)
ტესტი
პლაზმური გლუკოზა იზომება 75 გ პერორული გლუკოზის მიღებიდან 2 სთ-ში.[1] გაითვალისწინეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში საჭიროა განმეორებითი ტესტი.
შედეგი
>11.1 მმოლ/ლ (≥200 მგ/დლ)
HbA1c (ბავშვები)
ტესტი
შეესაბამება ჰიპერგლიკემიის ხარისხს წინა სამი თვის განმავლობაში გაითვალისწინეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში საჭიროა დამადასტურებელი ტესტი.
შედეგი
≥6,5% (≥48 მმოლ/მოლ)
კლინიკური დიაგნოზი (ზრდასრულები)
ტესტი
მოზრდილებში დიაბეტი ტიპი 1-ის დიაგნოზი უნდა დადგინდეს კლინიკურ საფუძველზე, თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერგლიკემია, იმის გათვალისწინებით, რომ ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ჩვეულებრივ (მაგრამ არა ყოველთვის) აქვთ ერთი ან მეტი ჩამოთვლილთაგან: კეტოზი, წონის სწრაფი კლება, ასაკი <50 წელი, სხეულის მასის ინდექსი <25 კგ/მ², ავტოიმუნური დაავადების პირადი და/ან ოჯახური ისტორია.[36]
შედეგი
კლინიკური დიაგნოზი
გასათვალისწინებელი კვლევები
კეტონები პლაზმაში ან შარდში
ტესტი
ჰიპერგლიკემიის არსებობა მიუთითებს ტიპი 1 შაქრიან დიაბეტზე.
შედეგი
საშუალო ან მაღალი რაოდენობა
C-პეპტიდი
ტესტი
ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი (NICE) რეკომენდაციას უწევს C-პეპტიდის შემოწმებას ჩამოთვლილ გარემოებებში:
1. ბავშვებში ან მოზრდილებში: ძნელია ტიპი 1 დიაბეტის გარჩევა სხვა ტიპებისგან.[36][34]
2. მოზრდილებში: საეჭვოა დიაბეტი ტიპი 1, მაგრამ კლინიკურად ვლინდება ატიპიური მახასიათებლები (მაგ. ასაკი > 50 წელი, სხეულის მასის ინდექსი > 25 კგ/მ², ჰიპერგლიკემიის ნელი განვითარება ან ხანგრძლივი პროდრომი).[36]
3. ზრდასრულებში: ტიპი 1 დიაბეტი დიაგნოსტირდა და მკურნალობა დაიწყო, მაგრამ თქვენ გაქვთ კლინიკური ეჭვი, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დიაბეტის მონოგენური ფორმა და C-პეპტიდის ტესტირებამ შეიძლება მიუთითოს გენეტიკური ტესტირების გამოყენების საჭიროებაზე.[36]
თუ გვაქვს C-პეპტიდის შემოწმების ჩვენება, გახსოვდეთ, რომ ტესტის გარჩევადობა უკეთესია რაც მეტი დრო გავა თავდაპირველი სიმპტომებიდან.[36][34]
კლინიკურ პრაქტიკაში C-პეპტიდის განსაზღვრა მხოლოდ გლუკოზასთან ერთადაა მოწოდებული. პრაქტიკულად ამის მიღწევა შეიძლება C-პეპტიდის შეფასებით არაუზმოდ სისხლის ან შარდის ერთ ნიმუშში, საკვების მიღების შემდეგ.[41] სხვა შემთხვევაში C-პეპტიდი შეიძლება სუპრესირებული იყოს, რაც ზრდის ცრუ დადებითი პასუხის ალბათობას. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია თუ პაციენტს დაწყებული აქვს თერაპია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია (მაგ. ინსულინის ფონზე).
C-პეპტიდი დაშლის პროდუქტია, რომელიც გამომუშავდება პროინსულინის ინსულინად გარდაქმნის დროს. ამგვარად, მისი დონეები ასახავს ინსულინის წარმოქმნას. C-პეპტიდის ნახევარდაშლის პერიოდი 3-4-ჯერ მეტია, ვიდრე ინსულინის. C-პეპტიდის დაბალი დონე ან განსაზღვრის შეუძლებლობა მიუთითებს პანკრეასის ბეტა უჯრედებიდან ინსულინის სექკრეციის არარსებობაზე.
შედეგი
დაბალი ან განუსაზღვრელი
ავტოიმუნური მარკერები
ტესტი
ეს მოიცავს ავტოანტისხეულებს გლუტამინმჟავა დეკარბოქსილაზას, ინსულინის, კუნძულის უჯრედების, კუნძულის ანტიგენების (IA2 და IA2-ბეტა) და თუთიის ტრანსპორტერის ZnT8-ის მიმართ.
ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს მოზრდილებში დიაბეტის სპეციფიკური აუტოანტისხეულების ტიტრების გაზომვას მხოლოდ შემდეგ გარემოებებში:[36]
1. საეჭვოა დიაბეტი ტიპი 1, მაგრამ კლინიკურად ვლინდება ატიპიური მახასიათებლები (მაგ. ასაკი > 50 წელი, სხეულის მასის ინდექსი > 25 კგ/მ², ჰიპერგლიკემიის ნელი განვითარება ან ხანგრძლივი პროდრომი).
2. დიაგნოსტირდა დიაბეტი ტიპი 1 და მკურნალობა დაიწყო, მაგრამ თქვენ გაქვთ კლინიკური ეჭვი, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დიაბეტის მონოგენური ფორმა და C-პეპტიდის და/ან ავტოანტისხეულების ტესტირებამ შეიძლება მიუთითოს გენეტიკური ტესტირების გამოყენების საჭიროებაზე.
3. კლასიფიკაცია გაურკვეველია და ტიპი 1 დიაბეტის დადასტურებას ექნება გავლენა თერაპიის ხელმისაწვდომობაზე (მაგალითად, უწყვეტი კანქვეშა ინსულინის ინფუზიური [CSII ან "ინსულინის ტუმბო"] თერაპია).
თუ მითითებულია დიაბეტის სპეციფიკური ავტოანტისხეულების ტიტრი, გაითვალისწინეთ, რომ ავტოანტისხეულების ტესტებს აქვთ ყველაზე დაბალი ცრუ უარყოფითი მაჩვენებელი დიაგნოსტირებისას; ცრუ უარყოფითი მაჩვენებელი ამის შემდეგ იზრდება[36] ავტოანტისხეულების ტესტირების დროს, დიაბეტის მიმართ სპეციფიკური ორი განსხვავებული ავტოანტისხეულის ტესტების ჩატარება, რომელთაგან ერთი მაინც დადებითია, ამცირებს ცრუ უარყოფით მაჩვენებელს.[36]
არსებობა მიუთითებს ავტოიმუნური უჯრედების დესტრუქციაზე.
შედეგი
დადებითი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას