ეპიდემიოლოგია

1-ლი ტიპის დიაბეტი ითვლის ყველა დიაბეტიანი პაციენტის დაახლოებით 5-10%-ს. ეს არის ახალგაზრდებში (20 წლამდე) ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებული დიაბეტი და მსოფლიოში ამ ასაკის დიაბეტის ყველა შემთხვევის ≥85%-ს შეადგენს.[5] დადგენილია, რომ მსოფლიოში 0-19 ასაკის დიაპაზონში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებულია 1,110,100 ადამიანი და აქედან 128,900 ყოველწლიურად ახლად დიაგნოსტირებული შემთხვევებია.[6]

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის ინციდენტობა ხასიათდება მნიშნველოვანი გეოგრაფიული ვარიაციებით.[7] უფრო გავრცელებულია ვროპელ ხალხში და შედარებით იშვიათია - აზიელებში. ასაკზე მორგებული ინცინდეტობა ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში შეადგენს 0.1 შემთხვევას 100,000 მოსახლეზე წლიურად, ხოლო 40,9-ს 100,000-ზე ფინეთში.[7] მთელს მსოფლიოში დიაბეტი ტიპი 1-ის ინციდენტობა იზრდება 3%-ით ყოველწლიურად, თუმცა ამის მიზეზი უცნობია.[8][9][10][11] ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად, უფრო სწრაფი ზრდა არათეთრ რასასა და ეთნიკურ ჯგუფებში აღინიშნებოდა.[12]

დიაბეტი ტიპი 1 ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, ყველაზე მაღალი სიხშირით - 10-14 წლის ბავშვებში.[13] მცირედ დომიკნირებს ამაკაცებში, განსაკუთრებით პოსტპუბერტულ ასაკში.[13]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას