პროგნოზი

არანამკურნალები დიაბეტი ტიპი 1 წარმოადგენს ფატალურ მდგომარეობას დიაბეტური კეტოაციდოზის გამო (იხ. ჩვენი თემა დიაბეტური კეტოაციდოზი). გლუკოზას მუდმივად მომატებული დონე დიაბეტი ტიპი 1-ის დროს ისეთი ქრონიკული გართულებების რისკფაქტორია, როგორიცაა სიბრმავე, თირკმლის უკმარისობა, ტერფის ამპუტაცია და გულის შეტევა. ტპი 1 დიაბეტის დროს, ინტენსიური გლიკემიური კონტროლი ამცირებს მიკროსისხლძარღვების და მაკროსისხლძარღვების დაავადების ინციდენტობას.[122][123][124][125][126] მიკროვასკულური დაავადების დაქვეითებული ინციდენტობა რჩება 30 წლის განმავლობაში.[127] [ Cochrane Clinical Answers logo ] რამდენიმე წლის განმავლობაში ინტენსიური გლუკოზის კონტროლი განაპირობებს მიკრო- და მაკროვასკულურ გართულებების სიხშირის დაქვეითებას 10 წლის განმავლობაში.[123][128] ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტი გვირჩევს, რომ HbA1c უნდა იყოს <48 მმოლ/მოლ (6.5%), რათა უზრუნველვყოთ გართულებების პრევენცია ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულ არაორსული ზრდასრულების უმრავლესობისთვის.[36][34] ნაკლებად მკაცრი სამიზნე შეიძლება იყოს შესაბამისი პაციენტების ზოგიერთი ჯგუფისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის.[45]

საერთო ჯამში, გულ-სისხლძარღვთა დაავადება არის დიაბეტით დაავადებული პაციენტების სიკვდილის და ავადობის მთავარი მიზეზი; სტატინებით თერაპიამ შეიძლება შეამციროს რისკი. 15 წლამდე ტიპი 1 დიაბეტით დაავადებული პაციენტების ერთ-ერთმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამ ჯგუფში 30 წლამდე სიკვდილის წამყვანი მიზეზი არის დიაბეტის მწვავე გართულებები. 30 წლის შემდეგ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წამყვან მიზეზს წარმოადგენდა, თუმცა ამ ასაკობრივ ჯგუფში მწვავე გართულებებით გამოწვეული სიკვდილი მაინც მნიშვნელოვანი იყო.[129]

ყურადღებიანი დაგეგმვისა და ადექვატური მკურნალობის შემთხვევაში ტიპი 1 დიაბეტის მქონე ქალების უმეტესობას შესაძლოა ნორმალური ორსულობა ქონდეს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას