შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
12 წლის თეთრკანიანი გოგო მშობლებმა მიიყვანეს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში, გოგონას ბოლო 12 საათის განმავლობაში აღენიშნება სწრაფად პროგრესირებადი გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და ლეთარგია. ბოლო კვირაა აქვს გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება და მკვეთრად გაზრდილია გამოყოფილი შარდის რაოდენობა. ფიზიკური გასინჯვით პაციენტი გამხდარი და დეჰიდრირებულია, სახდეზეა ჰიპერპონოე, ტაქიპნტოე, ტაქიკარდია; არ რეაგირებს ვერბალურ ბრძანებებზე.
სხვა გამოვლინებები
ბეტა უჯრედების დესტრუქციის სიჩქარე ტიპი 1 დიაბეტის დროს სხვადასხვაგვარია. ზოგიერთ შემთხვევაში დესტრუქციული პროცესი შესაძლოა იყოს ნელი, რაც განაპირობებს სიმპტომების თანდათანობით დაწყებას და კლინიკურად არ განსხვავდება მე-2 ტიპის დიაბეტისგან. ასევე არსებობს ავტოიმუნური დიაბეტის ნელა პროგრესირებადი ფორმა, რომელიც ცნობილია როგორც მოზრდილთა ლატენტური ავტოიმუნური დიაბეტი (LADA).[2] მოზრდილთა ლატენტური ავტოიმუნური დიაბეტის (LADA) შემთხვევაში, შესაძლოა ინსულინოთერაპია არ გახდეს საჭირო რამდენიმე წლის განმავლობაში და, შესაბამისად შეიძლება აგვერიოს დიაბეტი ტიპი 2-ს ადრეულ ფორმაში.[3] რეტროსპექტული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ნიშნები, რომლებიც მიუთითებს არა დიაბეტი ტიპი 2-ის, არამედ მოზრდილთა ლატენტური ავტოიმუნური დიაბეტის არსებობას მოიცავს ჩამოთვლილთაგან ორს ან მეტს: დაწყების ასაკი <50 წელზე ნაკლები, პოლიდიფსიის მწვავე სიმპტომები და/ან პოლიურია და/ან წონის უნებლიე კლება დიაგნოზამდე, სხეულის მასის ინდექსი 25 კგ/მ²-ზე ნაკლები და ავტოიმუნური დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი.[4]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას