პირველადი პრევენცია

წვდომა სუფთა წყალზე პრიორიტეტულია. წვდომის გასაუმჯობესებლად არსებობს სხვადასხვა საშუალება და მიდგომა, განსაკუთრებით შორეული სოფლების სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის.[30][31]

საკვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზოგადი საგანმანათლებლო ინფორმაციის მიღება მრავალი წყაროდანაა შესაძლებელი. CDC: food safety Opens in new window Fight Bac! Partnership for Food Safety Education Opens in new window US Government Food Safety Information Opens in new window Food Standards Agency Opens in new window

ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებებს წარმოადგენს სათანადო ჰიგიენა, საკვების მომზადება, დამუშავება და შენახვა, მოხმარება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვების ობიექტებში მომუშავეთათვის. სასარგებლო დანამატია სპირტზე დამზადებული, ხელის სადეზინფექციო საშუალებები.[32][33]

ყურადღება უნდა მივაქციოთ საკვები პროდუქტების ვარგისობის ვადებს.

საკვების დამუშავების და მოხმარების რეკომენდებული, უსაფრთხო ქცევის წესები, საკვების ტიპის მიხედვით:[34]

ზღვის პროდუქტები

  • ნედლი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ზღვის პროდუქტების მიღებისგან თავის შეკავება

  • მოხარშეთ ზღვის პროდუქტები 63°C-მდე (145°F) და გაათბეთ ნარჩენები 74°C-მდე (165°F) ტემპერატურაზე; ან მოხარშეთ მოლუსკები მანამ, სანამ ნაჭუჭი არ გაიხსნება და ხორცი სრულად არ მოიხარშება, და მოხარშეთ თევზი, სანამ ხორცი არ გახდება გაუმჭვირვალე და ადვილად არ დამუშავდება ჩანგლით[35]

  • მოლუსკების მოპოვება სერტიფიცირებული წყაროებიდან

  • საკვებით მოწამვლა ზღვის ტოქსინებით შეიძლება მოხდეს მაშინაც კი, თუ თევზი ადეკვატურად არის მოხარშული, რადგან ტოქსინები თერმული დამუშავებისადმი მდგრადია; ზოგიერთი თევზისა და მოლუსკის მოხმარების თავიდან აცილება ან შეზღუდვა შეიძლება რეკომენდებული იყოს მაღალი რისკის ადგილებში ან გართულებების მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის.[36]

ხორცი, ფრინველის ხორცი, და რძის ნაწარმი

  • უმ ფრინველის ხორცთან, ხორცთან, და ზღვის პროდუქტებთან კონტაქტის შემდეგ დანების, საჭრელი დაფების, და საკვების მოსამზადებელი ზედაპირების ცხელი წყლით და საპნით გარეცხვა

  • არ გარეცხოთ უმი ხორცი ან ფრინველი მოხარშვის წინ (ეს არ უშლის ხელს ავადმყოფობას და შეუძლია ბაქტერიების გავრცელება სხვა ზედაპირებზე)

  • ხორცი და ფრინველი კარგად მოხარშეთ ისე რომ შიდა მასაც საკმარისად უსაფრთხო ტემპერატურაზე დამუშავდეს და შეამოწმეთ თერმომეტრით

  • დარჩენილი ხორცი და ფრინველი მოათავსეთ მაცივარში 4,4°C (40°F) ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე 2 საათის განმავლობაში

  • მოერიდეთ უმ, არაპასტერიზებულ რძეს და მისგან დამზადებულ რძის პროდუქტებს, მათ შორის ჭყლინტ ყველს (მაგ., ბრი, კამბერტი, კესო ფრესკა)

კვერცხი და გამოუმცხვარი ცომი

  • უმი და მოუხარშავი კვერცხის გამოყენებით დამზადებული საკვების მიღებისგან თავის შეკავება

  • მოერიდეთ გამოუმცხვარ ცომს (მაგ., ახლად მოზელილ ცომს)

  • შეინახეთ კვერცხი მაცივარში 4.4°C (40°F) ან უფრო დაბალ ტემპერატურაზე

  • კვერცხის მოხარშვა ვიდრე ორივე, გული და ცილა არ გამაგრდება; თერმომეტრის გამოყენება, რომ დარწმუნდეთ კვერცხის შემცველი საკვები მოხარშულია 71°C (160°F)-ზე.

ბოსტნეული და ხილი

  • მოერიდეთ უმი ან მსუბუქად მოხარშული ბრიუსელის კომბოსტოს ჭამას

  • მხოლოდ პასტერიზებული ხილის წვენის დალევა; გამაფრთხილებელი ეტიკეტების მქონე წვენების დალევისაგან თავის შეკავება

  • ჭამამდე გამდინარე წყლის ქვეშ ახალი ხილისა და ბოსტნეულის საფუძვლიანი გავლება.

მაღალი რისკის მქონე ადამიანები

ეს რჩევა მიესადაგება ზოგად მოსახლეობას, თუმცა იმუნოკომპრომისული პირები (მაგ. აივ ინფექციის მქონე პირები, პაციენტები, რომელთაც უტარდებათ ქიმიოთერაპია და რომლებიც ხანგრძლივად იღებენ კორტიკოსტეროიდებს ან იმუნოსუპრესიულ აგენტებს) არიან მოწყვლადი მრავალი ენტერული პათოგენის მიმართ და, შესაბამისად, ხშირად უვითარდებათ დაავადებები შედარებით მძიმე ფორმით, რომელსაც ხშირად ახლავს გართულებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პირებში ინფიცირების რისკის შემცირება შესაძლებელია საკვების უსაფრთხოდ მოხმარებისა და მომზადების პრაქტიკის შესწავლით.

პათოგენური ვირუსების უმეტესობა გადაეცემა ფეკალურ-ორალური გზით. ყველაზე ეფექტური პრევენციაა ხელების ხშირად გულდასმით დაბანა. სხვა ეფექტური დამცავი მეთოდები მოიცავს ხელთათმანებს და ხალათებს. მოხუცთა თავშესაფარში ან გრძელვადიანი თავშესაფრის დაწესებულებებში, დასნებოვნებული ადამიანების იზოლირებით შეიძლება გადაცემის შემცირება და ასეთ ობიექტებში ალკოჰოლზე დამზადებული ანტი-ბაქტერიული ხელის სასტერილიზაციო საშუალებების გამოყენებას უკეთესი შედეგები აქვს.

საკვების უსაფრთხოების შესახებ დამატებითი განათლება საჭიროა ზოგიერთი რეგიონის მოსახლეობისთვის. თუმცა, პრაქტიკის ცვლილებები, განსაკუთრებით რესურსებით ღარიბ გარემოში, საჭიროებს გამყარებას განათლებით. წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადების რისკი იზრდება.[37]

საკვებით მოწამვლის მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან პაციენტთა სპეციფიკური ჯგუფები

  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების დროს და ღვიძლის ქრონიკული დაავადების (ჰემოქრომატოზი ან ციროზი) შემთხვევაში, ინფექციების რისკი მაღალია Vibrio vulnificus-ის გამო, რომელიც გვხვდება უმ მოლუსკებში.[22]

  • დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს Listeria monocytogenes-ით (ლისტერიით) დაინფიცირების გაზრდილი რისკი აქვთ ახლადამოყვანილი ყველიდან; დამუშავებული ყველიდან და სალათებიდან; თერმულად დაუმუშავებელი ხორციდან, ძეხვეულიდან, ჰოთ-დოგიდან, დაფერმენტირებული ან გამომშრალ სოსისებიდან; პაშტეტიდან; ცივად შებოლილი თევზიდან; ბრიუსელის კომბოსტოდან და დაჭრილი ნესვიდან; ნედლი (არაპასტერიზებული) რძიდან და რძის პროდუქტებიდან.[38]

  • ორსულებმა თავი უნდა აარიდონ თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის მიღებას Toxoplasma gondii-ით (ტოქსპლაზმით) დაინფიცირების რისკის გამო და ასევე თავი უნდა შეიკავონ იმ საკვების მიღებისგან რომელიც ზრდის Listeria monocytogenes-ით (ლისტერიით) ინფიცირების რისკს (საკვების ჩამონათვალი იხილეთ ზემოთ); ორივე მიკროორგანიზმი სპონტანურ აბორტთან ასოცირდება.[38][39]

  • ხანდაზმულებში სალმონელით ან ნაწლავური ჩხირით ინფიცირების შედეგად განვითარებული დაავადება განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობის შეიძლება იყოს, თუმცა საკვების უსაფრთხოების შესაბამისი პრაქტიკის გამოყენებით ამ ინფექციების პრევენცია შესაძლებელია.

ვაქცინაცია

ვაქცინებს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პრევენციული მნიშვნელობა გარკვეულ სიტუაციებში, მათ შორის:[1][17][40][41]

  • ენდემურ რეგიონებში მოგზაურთათვის. იხილეთ ჰეპატიტი A (პრევენცია), ტიფოიდური ინფექცია (პრევენცია), დ ა ქოლერა (პრევენცია).

  • ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ექსპოზიციის გაზრდილი რისკი ან სერიოზული გართულებები სპეციფიური მდგომარეობების გამო (მაგ., ჰეპატიტი A).

  • ზოგიერთი ინფექციის ეპიდაფეთქებისა და მაღალი რისკის ჰუმანიტარული კრიზისების დროს (მაგ., ქოლერა).[42]

  • როტავირუსის ვაქცინა არის რუტინული იმუნიზაციის ნაწილი აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში.

მეორეული პრევენცია

საკვებ პროდუქტებთან მომუშავე სიმპტომურ პირებს ან ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს უნდა შეეზღუდოთ საკვებთან და მაღალი რისკის მატარებელ პაციენტებთან კონტაქტი.

საბავშვო ბაღის თანამშრომლებში დიარეული დაავადებები გულდასმით უნდა მართოთ, რადგან არსებობს საერთო პათოგენების ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების მაღალი ალბათობა, როგორიცაა შიგა ტოქსინის გამომმუშავებელი . Escherichia coli (მაგ, O157:H7) და Shigella sonnei. რეკომენდებულია ხელის დაბანა, გამართული წყალგაყვანილობებით უზრუნველყოფა და ხელის კარგად დაბანისთვის ყველა საჭირო ატრიბუტით აღჭურვა.[70]

ზოგიერთ რეგიონშო გარკვეული ინფექციების შემდეგ (მაგ., შიგა ტოქსინის გამომწვევი Escherichia coli, Salmonella ან Shigella) სამსახურში ან ჯგუფურ სოციალურ საქმიანობაში დასაბრუნებლად საჭიროა განავლის კულტურის ნეგატივაცია.[40]​ სპეციფიკური მოთხოვნები განსხვავებული შეიძლება იყოს; უნდა იცნობდეთ და მიჰყვეთ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკას.

მოგზაურთა დიარეის დროს პრევენციისთვის მთავარია საკვების და სასმელის მოვლა, დიარეის განვითარების შემთხვევაში კი ეფექტურია ემპირიული მკურნალობა. ქიმიოპროფილაქტიკა არ არის რეკომენდებული მოგზაურთა უმეტესობისთვის, მაგრამ შეიძლება სასარგებლო იყოს გარკვეულ შემთხვევებში. იხ მოგზაურთა დიარეა (პრევენცია).

თუ საკვებისმიერი დაავადების ეპიდაფეთქება სავარაუდოა, საჭიროა დაკავშირება ადგილობრივ ჯანდაცვის წარმომადგენლებთან. გაიდლაინები საკვებისმიერი დაავადების შესაძლო ეპიდაფეთქებების შესწავლის შესახებ ხელმისაწვდომია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან.[2]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას