ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკ-ფაქტორებია: უკიდურესი ასაკი (პატარა ბავშვი, ან მოხუცებული), ორსულობა, ქრონიკული დაავადება, ახლო წარსულში მოგზაურობის ისტორია, იმუნოდეფიციტი, ანამნეზში საკვებით მოწამლულ სხვა ადამიანებთან კონტაქტი, თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის მოხმარება, უმი ზღვის პროდუქტების მოხმარება, ხელნაკეთი დაკონსერვებული საკვების მოხმარება. არაპასტერიზებული ახლადამოყვანილი ყველის მოხმარება, შებოლილი ხორცის მოხმარება, არაპასტერიზებული რძის ან წვენის მოხმარება, უმი კვერცხის მოხმარება, საკვების არასათანადო მოვლა და შენახვა.

დიარეა

ძირითადად მწვავე დიარეის ანამნეზი (<2 კვირაზე).

გულისრევა და ღებინება

Staphylococcus aureus, Bacillus cereus, ნოროვირუსი ან როტავირუსი სავარაუდოა, როდესაც ღებინება არის მთავარი გამომწვევი სიმპტომი. შხამიანი სოკოს ან მძიმე მეტალების მიღება ასევე შეიძლება გამოვლინდეს გულისრევით და ღებინებით.[2]

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

მუცლის ტკივილი

მუცლის ტკივილი ძირითადად ძლიერია ანთებითი პროცესების დროს. მუცლის კუნთების მტკივნეული სპაზმი მიანიშნებს ელექტროლიტების დაკარგვაზე, როგორც მძიმე ქოლერის შემთხვევაში.

Yersinia-ით გამოწვეულ ენტეროკოლიტს, ისევე როგორც ტრემატოდოზს, შეუძლია სიმპტომებით აპენდიციტს ან კრონის ილეიტს დაემსგავსოს (მარჯვენა ქვედა კვადრანტის ტკივილი და კუნთოვანი დეფანსი).

შებერილობა

შედარებით გრძელი პერიოდის განმავლობაში მიმდინარე შებერილობის შემთხვევაში უნდა გაჩნდეს ეჭვი ლამბლიოზზე.

ცხელება

მიანიშნებს სისტემური დაავადების გამომწვევ ინვაზიურ პათოგენზე ან აგენტზე. ცხელება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა წყაროთი (არა გასტროინტესტინური ტრაქტით) ან ვლინდებოდეს სუპერინფექცია.

დეჰიდრატაცია

დაავადების ადრეულ ეტაპზე დეჰიდრატაცია შესაძლოა იყოს მინიმალური და არ ახლდეს აშკარა ნიშნები. საშუალო დეჰიდრატაცია გამოიხატება წყურვილით, მოუსვენრობით ან გაღიზიანებული ქცევით, კანის ელასტიურობის დაქვეითებით, და ჩავარდნილი თვალებით. ძლიერი დეჰიდრატაციის დროს, თავს იჩენს უფრო მძიმე სიმპტომები, როგორიცაა შოკი, დათრგუნული ცნობიერება, შარდის გამოყოფის შემცირება, სხეულის ტემპერატურის კლება, სველი კიდურები, გახშირებული და სუსტი პულსი, დაბალი არტერიული წნევა, რომელიც შესაძლოა არ ისინჯებოდეს და სიფერმკრთალე. ძლიერი დეჰიდრატაციის მქონე პაციენტებს ასევე შეიძლება განუვითარდეთ ორთოსტაზიც.

განავალში სისხლი ან ლორწო

მიანიშნებს ნაწლავის ან კოლინჯის ლორწოვანის ინვაზიაზე. შიგელოზის დროს ნანახი პროქტიტის სინდრომისთვის დამახასიათებელია ჭინთვები, რექტალური დისკომფორტი, და სისხლის, ჩირქის, და ლორწოს შემცველი ხშირი მტკივნეული დეფეკაცია.

იშვიათი

პროფუზული ბრინჯის ნახარშის მსგავსი განავალი

მიანიშნებს ქოლერაზე ან მსგავს პროცესზე. ეს წინ უძღვის არასისხლიან დიდი მოცულობის წყლოვან განავალს, ჩირქს, ან ძლიერ მუცლის ტკივილს. შეიძლება განვითარდეს ღრმა დეჰიდრატაცია.

რეაქტიული ართრიტი

შეიძლება დაფიქსირდეს Salmonella, Shigella, Campylobacter, და Yersinia ინფექციებისას.

კანის გამოვლინებები

მუცლის ზედა ნაწილში შეიძლება გამოვლინდეს ვარდისფერი წერტილოვანი ლაქები Salmonella typhi-ით გამოწვეული ინფექციის (მუცლის ტიფის) დროს.

კვანძოვანი ერითემა მიუთითებს იერსინიოზზე.

პაციენტებს Vibrio vulnificus-ით ან V alginolyticus-ით შეიძლება აღენიშნებოდეთ ცელულიტი.

ყურის, ცხვირისა და ყელის გამოვლინებები

ექსუდაციური ფარინგიტი მიუთითებს იერსინიოზზე.

პაციენტებს Vibrio vulnificus-ით ან V alginolyticus-ით შეიძლება ჰქონდეთ შუა ყურის ანთება.

ჰეპატოსპლენომეგალია

შეიძლება გამოვლინდეს Salmonella typhi-ით გამოწვეული ინფექციის დროს.

ნევროლოგიური გამოვლინებები

ნევროლოგიური გამოვლინებები შეიძლება მოიცავდეს პარესთეზიას, მეტალის გემოს შეგრძნებას, მხედველობით დარღვევებს, ჰალუცინაციებს, დაბნეულობას, სუნთქვის დათრგუნვას ან დისტრესს, ბრონქოსპაზმს, და კრანიული ნერვების დამბლას. ნევროლოგიური სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ბოტულიზმით, არაინფექციური აგენტებით (მათ შორის პესტიციდებით და სოკოებით) და Campylobacter jejuni-ით გიენ-ბარეს სინდრომი. დიპლოპია, კუნთების ტონუსის დაქვეითება და გაუგებარი მეტყველება ასოცირდება ბოტულიზმთან.

ჰეპატობილიარული დაავადება

ტრემატოდოზის მქონე პაციენტები შეიძლება წარმოდგენილი იყვნენ ბილიარული კოლიკის, ქოლესტაზის, ქოლელითიაზის, ღვიძლის აბსცესის, ან ჰეპატიტის ნიშნებით.[5]

პულმონარული სიმპტომები

ტრემატოდოზის მქონე პაციენტები შეიძლება წარმოდგენილი იყვნენ ქრონიკული ხველით, გულმკერდის ტკივილით, დისპნოეთი, ან ჰემაფტოზით.[5]

სხვა ნაწლავური ნიშნები

პაციენტები შეიძლება წარმოდგენილი იყვნენ ლორწოვანის დაწყლულებით ან არასაკმარისი კვებით.[5]

ექტოპიური ინფექციების გამოვლინება

ტრემატოდიაზის ექტოპური ინფექცია შესაძლოა აზიანებდეს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, გულს, რეპროდუქციულ ორგანოებს, ელენთას, კანს ან სისხლძარღვებს.[5]

რისკფაქტორები

ძლიერი

ხანდაზმული ადამიანები და ორსული ქალები

ორსულ ქალებთან, მცირეწლოვან ბავშვებთან და მოხუცებთან საკვებისმიერი დაავადების განვითარების რისკი უფრო მაღალია და ისინი უფრო მოწყვლადები არიან.. მათ შეიძლება განუვითარდეთ დაავადების მძიმე ფორმა, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. გაზრდილი რისკი უკავშირდება როგორც პირდაპირ ფაქტორებს (მაგ., იმუნური სისტემის დაბერება, რაც იწვევს ნაწლავების მოძრაობის და იმუნური ფუნქციის დაქვეითებას და სისტემური დაავადებისადმი მგრძნობელობის გაზრდას), ასევე არაპირდაპირ ფაქტორებს (მაგ. საკვების არასათანადო მომზადებისა და მოვლის პრაქტიკა, რამაც შეიძლება გაზარდოს დაავადების ალბათობა).[17][18][19]

ქრონიკული დაავადება

ზოგიერთი ქრონიკული დაავადება (მაგ., დიაბეტი და კიბო) და იმუნოსუპრესანტების ქრონიკული გამოყენება (მაგ., კორტიკოსტეროიდები, ანტისიმსივნური ნეკროზის ფაქტორის მედიკამენტები და ქიმიოთერაპიის მედიკამენტები) ოპორტუნისტული ინფექციების მიმართ მომატებულ მოწყვლადობასთან ასოცირდება.[17][20][21]​ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებლებს და ღვიძლის ქრონიკული დაავადების (ჰემოქრომატოზის ან ციროზის) მქონე პირებს ნედლი მოლუსკებიდან Vibrio vulnificus-ით (არა-ქოლერის ვიბრონით) დაინფიცირების მაღალი რისკი აქვთ.[22]

მოგზაურობა ბოლო პერიოდში

შეიძლება მიანიშნებდეს სპეციფიკურ პათოგენებზე.

იმუნოკომპრომისული მდგომარეობა

იმუნოკომპრომისული მდგომარეობები (სპეციფიკური პირობებიდან გამომდინარე ან მედიკამენტებთან ასოცირებული) ასოცირებულია საკვებით გამოწვეული დაავადებების უფრო ხშირ და მძიმე ფორმების მაღალ რისკთან.[23]

ანამნეზში კონტაქტი საკვებით მოწამლულ სხვა ადამიანებთან

მეგობრები ან ოჯახის წევრები შეიძლება წარმოდგენილი იყვნენ მსგავსი სიმპტომებით.

თუ 2 ან მეტს ადამიანს აქვს დიარეის სიმპტომები, ეს ითვლება აფეთქებად.

ზოგიერთი პათოგენი რეგისტრირებადია. UK Health Security Agency: ​notifiable diseases and causative organisms: how to report Opens in new window CDC: how to report a foodborne illness - healthcare professionals Opens in new window

მოუხარშავი ხორცის მოხმარება

ასოცირებულია Salmonella, Campylobacter, შიგას ტოქსინის წარმომქმნელ Escherichia coli, Clostridium perfringens-თან, და E ჰეპატიტთან.[24]

ნედლი ზღვის პროდუქტების მოხმარება

ასოცირდება ნოროვირუსთან, ვიბრიონის სახეობებთან, A ჰეპატიტთან და ტრემატოდასთან (ჭიებთან).

სახლში დამზადებული კონსერვირებული საკვების მოხმარება

ასოცირებულია Clostridium botulinum-თან.

არაპასტერიზებული რბილი ყველების მოხმარება

ასოცირებულია Listeria, Salmonella, Campylobacter, შიგა ტოქსინის წარმომქმნელ E coli, და Yersinia.-თან.

ძეხვეულის მოხმარება

ასოცირებული ლისტეროზთან.

არაპასტერიზებული რძის ან წვენის მოხმარება

ასოცირებულია Salmonella, Campylobacter, შიგას ტოქსინის წარმომქმნელ E coli, Yersinia, და Brucella-თან.

უმი კვერცხის მოხმარება

ასოცირებულია Salmonella-თან.

საკვების არასათანადო დამუშავება და შენახვა

ასოცირებულია საკვებით გამოწვეული დაავადებების განვითარებისა და გადაცემის უფრო მაღალ რისკთან. შემთხვევები მოიცავს: არასათანადო გაყინვას და შენახვას (სახლში კონსერვირებული საკვები); ახალი ხილ-ბოსტნეულის გარეცხვამდე და გარეცხვის შემდეგ საჭრელი დაფების და ნიჟარების გაურეცხავად გამოყენებას; ცხოველის ნედლი პროდუქტების ახალი ბოსტნეულისგან გაუცალკეველად შენახვას მაცივარში ან მაღაზიიდან სახლში წამოღებისას; ხორცის მომზადებისას სპეციალური ხორცის თერმომეტრის არ გამოყენებას; საკვების არასწორად გაყინვას; მცირე ზომებად დანაწევრების გარეშე ცხელი ხორცის დიდი ულუფების გაყინვას; გაყინული ხორცის დახლზე გალღობას; საკვების შენახვას მაცივარში, რომელიც უსაფრთხო შენახვისთვის ძალიან თბილია (≥6°C [43°F]).[1][17][20][25][26]

კუჭის მჟავის სუპრესია

ანტაციდები და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ზრდიან ბაქტერიების შეჭრის რისკს, ვინაიდან ჩვეულებრივ ამცირებენ კუჭის მჟავას ანტიმიკრობულ ბარიერულ ფუნქციას, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პირებში, კერძოდ >65 წლის, იმუნოკომპრომეტირებულ ან ორსულ ადამიანებში.[27][28][29]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას