შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
37 წლის ქალბატონი მოიყვანეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში. 2 საათია აწუხებს მუცლის სპაზმური ტკივილი და ძლიერი ღებინება, რაც დაიწყო ოჯახური პიკნიკიდან რამდენიმე საათში. ოჯახის დანარჩენ რამდენიმე წევრსაც აღენიშნება მსგავსი სიმპტომები და ელოდებიან გასინჯვას.
სხვა გამოვლინებები
გასტროენტერიტის ძირითად სიმპტომს ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ღებინება, (შეიძლება გამოვლენილი იყო სხვა სიმპტომებიც); ძირითად გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს წინასწარ ფორმირებული ტოქსინები (ოქროსფერი სტაფილოკოკი ან ცერიუსის ბაცილა), ვირუსები (როტავირუსი და/ან ნოროვირუსი), და სოკოს და მძიმე მეტალის მიღება.[2] არაანთებითი დიარეა ვლინდება მწვავედ და თხიერი განავალით ცხელების ან დიზენტერიის გარეშე; ის შეიძლება გამოწვეული იყოს პრაქტიკულად ყველა ნაწლავური პათოგენით. ანთებითი დიარეა შესაძლოა გამოვლინდეს ცხელებით, ხოლო განავალში კი აღინიშნოს სისხლი; მას იწვევენ ინვაზიური პათოგენები. პარაზიტულ ინფექციებს უფრო მეტად შეუძლიათ პერსისტენტული დიარეის გამოწვევა ვიდრე ბაქტერიულს.[3] სისტემური დაავადება, როგორც წესი, ასოცირდება ცხელებასთან, სისუსტესთან, ართრალგიასთან ან ართრიტთან, სიყვითლესთან, და კანის ცვლილებებთან. ნევროლოგიური გამოვლინებები შეიძლება მოიცავდეს პარესთეზიას, მეტალის გემოს შეგრძნებას, მხედველობით დარღვევებს, ჰალუცინაციებს, დაბნეულობას, სუნთქვის დათრგუნვას ან დისტრესს, ბრონქოსპაზმს, და კრანიული ნერვის დამბლას. ნევროლოგიური სიმპტომები შესაძლოა იყოს გამოწვეული ბოტულიზმის, არაინფექციური პათოგენებით (მათ შორის პესტიციდებით და სოკოებით), და Campylobacter jejuni-ით (გიენ-ბარეს სინდრომი). შხამიანი ველური სოკოების მიღების შემდეგ შეიძლება სწრაფად გამოვლინდეს გულისრევის მძიმე ფორმა და ღებინება, დიარეა და კონფუზია.[4] ტრემატოდიოზის გამოვლინებებს მიეკუთვნება ჰეპატობილიარული სიმპტომები (მაგ. მუცლის ტკივილი, სიყვითლე, ტკივილი მარჯვენა ეპიგასტრიუმში), რესპირატორული სიმპტომები (მაგ. ქრონიკული ხველა, ტკივილი გულმკერდში, ქოშინი, ჰემოფტიზი) ან ნაწლავური სიმპტომები (მაგ., ლორწოვანი გარსის წყლული, მალნუტრიცია).[5]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას