განხილვები პაციენტთან
საკვებით მოწამვლის შემთხვევაში, პაციენტი ყურადღებით უნდა იქნას მონიტორირებული და ინფორმირებული მოსალოდნელი გართულებების შესახებ.
რადგან ადეკვატური ჰიდრატაცია მკურნალობის მთავარ ხაზს წარმოადგენს, პერორალური მიღების შეუგუებლობის მქონე ყველა პაციენტს უნდა მიეცეს ინსტრუქცია, რომ დაუკავშირდეს თავის სადაზღვევო აგენტს ან დაბრუნდეს სამედიცინო დაწესებულებაში.
მარტივი ჰიგიენის და საკვების მომზადების წესების დაცვით, მრავალი დიარეული დაავადება თავიდან შეიძლება იყოს აცილებული. ხელის საპნით დაბანა ეფექტური საშუალებაა დაავადების გავრცელების პრევენციისთვის და განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს დიარეული დაავადების მქონე პაციენტების მომვლელ პირებზე. სასარგებლო დანამატია სპირტზე დამზადებული, ხელის სადეზინფექციო საშუალებები.[32][33] ადამიანის ფეკალიები ყოველთვის უნდა ჩაითვალოს პოტენციურ საფრთხედ, განურჩევლად იმისა, დიარეა ან პოტენციური პათოგენი იქნა იდენტიფიცირებული თუ არა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას