გართულებები
რესპირატორული უკმარისობა, დამბლა, და სიკვდილიც კი შეიძლება განვითარდეს თუ ეს მდგომარეობები ადეკვატურად არ იქნება ნამკურნალევი ანტიტოქსინით. ამ პაციენტებს დასჭირდებათ რესპირატორული დახმარება და ინტენსიური საექთნო მომსახურება.
ასოცირებულია შიგა ტოქსინის წარმომქმნელ Escherichia coli -თან (მაგ., O157:H7), განსაკუთრებით ანტიბიოტიკების გამოყენებით.
დამახასიათებელი მიკროანგიოპათური ჰემოლიზური ანემია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, და თრომბოციტოპენია.
მკურნალობა, როგორც წესი, მხარდამჭერია, საჭიროებისამებრ დიალიზით, და თრომბოციტების ტრანსფუზიამ შეიძლება გააუარესოს გამოსავალი.
შეიძლება განვითარდეს მწვავე გასტროენტერიტის შემდეგ.
დამახასიათებელია მუცლის შებერილობა ან ტკივილი, რომლებიც იხსნება დეფეკაციით და ასოცირებულია განავლის სიხშირისა და/ან კონსისტენციის ცვლილებასთან საშიში ნიშნებისა და სიმპტომების მტკიცებულების გარეშე, მთლიანობაში სიმპტომების 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით.
მწვავე, აუტოიმუნური პოლირადიკულოპათია აზიანებს პერიფერიულ ნერვულ სისტემას, ყველაზე ხშირად ტრიგერს წარმოადგენს მწვავე ინფექციური პროცესი (განსაკუთრებით, Campylobacter ინფექციასთან ასოცირებული). ინფექციას ხშირად აქვს მძიმე მიმდინარეობა და უმთავრესად ვლინდება აღმავალი დამბლის სახით, რომლის დროსაც აღინიშნება სისუსტე ფეხებში, რომელიც ვრცელდება ზედა კიდურებში და სახეზე, მყესთა ღრმა რეფლექსების დაკარგვის ფონზე. პლაზმაფერეზით დროული მკურნალობის შემთხვევაში, რომელსაც შემდგომ იმუნოგლობულინებით თერაპია და დამხმარე ხასიათის მოვლა მოჰყვება, პაციენტთა დიდი ნაწილი სრულად აღიდგენს ფუნქციურ შესაძლებლობებს. თუმცა, ფილტვის მძიმე გართულებების და დისაუტონომიის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა დადგეს ლეტალური გამოსავალი.
აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ყალიბდება საკვებისმიერი მოწამვლის ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციის დროს, განსაკუთრებით ჩამოთვლილი სახეობების პირობებში: შიგელა, იერსინია და კამპილობაქტერი.
ზოგადად სიმპტომები ვითარდება 1 დან 3 კვირამდე, მაგრამ შეიძლება მერყეობდეს დაავადების ეპიზოდიდან 4 -35 დღემდე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას