ეპიდემიოლოგია

დაბინძურებული საკვების მიღების შედეგად, ყოველწლიურად დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი ხდება ავად, საიდანაც 420,000 შემთხვევა ფატალურად სრულდება და იკარგება ჯანმრთელი სიცოცხლის 33 მილიონი წელი.[6]

დიდ ბრიტანეთში, სურსათის სტანდარტების სააგენტოს შეფასებით, 2018 წელს საკვებით მოწამვლის დაახლოებით 2,4 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა. ნოროვირუსი იყო ყველაზე გავრცელებული პათოგენი, წელიწადში დაახლოებით 383,000 შემთხვევით, შემდეგ მოდის კამპილობაქტერია ( 299,000 შემთხვევა) და ჩხირისებრი ანაერობული ბაქტერია ( 85,000 შემთხვევა).[7]

აშშ-ში, საკვებისმიერი დაავადების წლიური ინციდენტობა შეადგენს 6 ადამიანიდან 1-ს.[8] ეს უდრის დაახლოებით 48 მილიონ დაავადებულ ადამიანს, 128,000 ჰოსპიტალიზაციას და 3000 გარდაცვალების შემთხვევას ყოველწლიურად.[8] დაახლოებით 9.4 მილიონ შემთხვევას, 56 000 ჰოსპიტალიზაციას და 1300 სიკვდილობას იწვევს იდენტიფიცირებული პათოგენი.[8]სიკვდილის 1180 შემთხვევაზე პასუხისმგებელია სალმონელას, ლისტერიას, ნოროვირუსის და Campylobacter-ის სახეობის მიკროორგანიზმები.[8] ავადმყოფობის, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის შემთხვევების უდიდეს ნაწილს იწვევენ დაუდგენელი პათოგენები.[8] მთლიანობაში, საკვებით გამოწვეული დაავადებები როგორც ჩანს, იწვევს უფრო მეტ დაავადებას, მაგრამ ნაკლებ სიკვდილს, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდები.[9][10][11]

მსოფლიოს მასშტაბით მწვავე დიზენტერიის ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზად რჩება Shigella, Salmonella და Campylobacter, თუმცა ასევე გავრცელებულია მდგომარეობიბს სხვა გამომწვევი მიზეზები, მათ შორის შიგა ტოქსინის წარმომქმნელი E coli (STEC) განვითარებულ ქვეყნებში, ხოლო Entamoeba histolytica განვითარებად ქვეყნებში.[12] ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყნებში არსებობს სეზონური ვარიაცია, რაც უკავშირდება Campylobacter-ის, სალმონელოზის და ვეროციტოტოქსინის წარმომქმნელი E coli-ის (VTEC) ინფექციების ერთდროულ გამოვლინებას; ყველა მათგანის გავრცელების პიკი ზაფხულშია. კრიპტოსპორიდიოზის შემთხვევაში გვხვდება ბიმოდალური პიკი, რომელიც უმაღლეს ნიშნულს გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდებში აღწევს და თან ახლავს გამოხატული ვარიაბელობა დროში. ლამბლიოზის შემთხვევაში ზაფხულში ვითარდება გავრცელების შედარებით მცირემასშტაბიანი მატება. აღნიშნული ინფექცია ყველაზე ნაკლებადაა ვარიაბელური.[13]

ტრემატოდიაზი ენდემურია მსოფლიოს მრავალ მხარეში, 2005 წელს დაინფიცირებულთა რიცხვმა 56 მლნ-ს მიაღწია, უმეტესად აზიასა და ლათინურ ამერიკაში.[5] მზარდი წყლის ნაკლებობის, მოგზაურობის, და საკვებით ვაჭრობის ფონზე აღინიშნება შემთხვევათა მატება.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას