დიფერენციული დიაგნოზები
2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)
ნიშნები / სიმპტომები
ახლო კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან, სიმპტომების დაწყებამდე 14 დღით ადრე.
ნიშნები და სიმპტომები მსგავსია, ამიტომ შეიძლება რთული იყოს მდგომარეობის კლინიკურად დიფერენცირება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი COVID-19 თემა.
კვლევები
უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: დადებითია SARS-CoV-2 ვირუსულ რნმ-ზე.
გულმკერდის გამოსახულებითი კვლევით შეუძლებელია განვასხვავოთ COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია სხვა წარმოშობის პნევმონიისგან.
ტიპური ბაქტერიული პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
პნევმოკოკურ პნევმონიაზე მიუთითებს მწვავედ გამოვლენილი შეციება, რასაც მოსდევს ცხელება და პლევრული ტკივილი გულმკერდის არეში.
კვლევები
ნახველის კულტურები და სისხლის კულტურები შესაძლოა დადებითი იყოს Streptococcus pneumoniae-ზე ან სხვა ბატერიულ პათოგენებზე.
ვირუსული პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
მშრალი ხველის, ცხელების, მიალგიის და სიყვითლის სიმპტომები, რომლებიც კლინიკურად ძნელია განასხვავოთ ატიპური ბაქტერიული პნევმონიისგან.
კვლევები
გრიპი და RSV PCR შეიძლება დადებითი იყოს. სისხლის საერთო ანალიზში შესაძლოა გამოვლინდეს შედარებითი ლიმფოციტოზი.
ტუბერკულოზი
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში იმუნოსუპრესია ან დაავადების გახანგრძლივებული მიმდინარეობა, რომელიც არ პასუხობს ანტიბაქტერიულ მკურნალობაზე, ტუბერკულოზზე მიუთითებს.
კვლევები
ნახველის კულტურების და მჟავაგამძლე ბაცილების შეღებვით: დადებითი. შეიძლება გამოვლინდეს ღრუ გულმკერდის რენტგენზე.
სოკოვანი პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
მოგზაურობა ან ექსპოზიცია ენდემურ ზონაში შეიძლება მიუთითებდეს ჰისტოპლაზმოზით, ბლასტომიკოზით ან კოკციდიომიკოზთან დაკავშირებულ პნევმონიაზე.
შეიძლება აღინიშნებოდეს ფილტვგარე სიმპტომები (მაგ., რევმატოლოგიური).
კვლევები
ნახველის კულტურით და შეღებვით შესაძლოა გამოვლინდეს ჰიფები ან საფუარი სოკო.
ანტიგენის გამოვლენის ანალიზებით ან პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით შეიძლება გამოვლინდეს სპეციფიკური მიკოზები (მაგ., ასპერგილოზი).
Pneumocystis jirovecii-ით გამოწვეული პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
აივ ინფექციის ან ან მისი რისკ-ფაქტორების არსებობამ ანამნეზში უნდა წარმოშვას ეჭვი.
კვლევები
ნახველის ან ბრონქოალვეოლური ლავაჟი სპეციფიკური შეღებვის შედეგად დადებითი იქნება Pneumocystis jirovecii-ზე.
ფილტვის ემბოლია
ნიშნები / სიმპტომები
ცხელების არარსებობა და/ან ანტიმიკრობულ თერაპიაზე პასუხის ნაკლებობა ხელს უწყობს არაინფექციურ მიზეზს პაციენტის ფილტვის ემბოლიის დიაგნოზისთვის.
კვლევები
ვენტილაციურ-პერფუზიული სკანირება მოგვცემს დადებით შედეგებს ფილტვის ემბოლიის დროს.
ფილტვის ინჰალაციით გამოწვეული/პროფესიული დაზიანება
ნიშნები / სიმპტომები
ქიმიკატებთან ან განსაკუთრებულ სამუშაო პირობებთან ექსპოზიცია იწვევს ეჭვს ფილტვების ინჰალაციურ/პროფესიონალურ დაზიანებაზე.
კვლევები
კულტურები უარყოფითი იქნება. გულ-მკერდის რენტგენზე შესაძლოა გამოვლინდეს დიფუზური დაავადება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას