კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

ჰაერის ჯანგბადით გაჯერება

ტესტი
შედეგი
ტესტი

დაბალი სატურაცია მიუთითებს დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობაზე, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

შედეგი

შეიძლება იყოს დაბალი (<90%)

სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობა

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა ჩატარდეს პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია. სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შედარებით მომატება აღინიშნება (ჩვეულებრივ <13,000 x 10⁹/ლ [<13,000/მიკროლიტრი]) პნევმონიის მქონე პაციენტებში, რაც ატიპურ პათოგენზე მიუთითებს.

შედეგი

შესაძლოა ოდნავ მომატებული იყოს; შესაძლოა გამოვლინდეს შედარებითი ლიმფოციტოზი, თუ ინფექცია ვირუსულია

ჰემოგლობინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება თან ახლდეს Mycoplasma pneumoniae ინფექციებს.

შედეგი

შესაძლოა გამოვლინდეს ანემია

ღვიძლის ფუნქციური სინჯები

ტესტი
შედეგი
ტესტი

სისხლის ანალიზი სტაციონარული პაციენტებისთვის; ღვიძლის ფერმენტების მომატება (AST/ALT) მიუთითებს Mycoplasma pneumoniae ან Legionella pneumophila.

შედეგი

მოამტებულია

შრატში შარდოვანას დონე

ტესტი
შედეგი
ტესტი

შარდოვანის მომატება მიუთითებს უფრო მძიმე დაავადებზე, რაც განაპირობებს ჰოსპიტალიზაციას.

შედეგი

70.7 მმოლ/ლ (>198 მგ/დლ)

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: დადებითია SARS-CoV-2 ვირუსულ რნმ-ზე.

ტესტი
შედეგი
ტესტი

დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა მოლეკულური ტესტირება. დიაგნოზის დასადასტურებლად შესაძლოა საჭირო გახდეს ნუკლეინის მჟავის სეკვენსირება.[38] პრიორიტეტიზაცია, თუ ვის უნდა ჩაუტარდეს ტესტირება, ეფუძნება ადგილობრივ გაიდლაინებს და ხელმისაწვდომ რესურსებს.

შედეგი

დადებითია მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსის (SARS-CoV) რნმ-ზე.

გულმკერდის რენტგენი

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლოა გამოვლინდეს უფრო ექსტენსიური დარღვევები, ვიდრე ამას გასინჯვა აჩვენებს.

შედეგი

ინფილტრატები

გასათვალისწინებელი კვლევები

შარდში ლეგიონელას ანტიგენი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნაჩვენებია მძიმე პნევმონიის შემთხვევაში და როდესაც ეჭვი გვაქვს L pneumophila ინფექციაზე.

შედეგი

შესაძლოა დადებითი იყოს Legionella პათგენის შემთხვევაში

ნახველის დათესვა

ტესტი
შედეგი
ტესტი

მითითებულია მძიმე პნევმონიის შემთხვევაში, სადაც შეიძლება საჭირო გახდეს სისხლისა და ნახველის ანალიზები, აგრეთვე ნახველის სპეციფიკური ანალიზი და კულტურა და შარდის ანტიგენის ტესტები Legionella-სა და Streptococcus pneumoniae-სთვის.[18]​ უფრო მაღალი სიმძიმის პნევმონიის მქონე პაციენტებს, როგორიცაა ჰოსპიტალიზაცია და/ან ICU მოვლა, უნდა გაიარონ ნახველის გრამის წესით შეღებვა და კულტურა, ნაზოფარინგეალური PCR ტესტი, სისხლის კულტურები და ჩაიტარონ ლეგიონელას შარდის ანტიგენის ტესტირება.

შედეგი

შესაძლოა დადებითი იყოს Legionella-ს ან Streptococcus pneumoniae-ით

Mycoplasma pneumoniae ან Chlamydophila pneumoniae მოლეკულური დიაგნოზი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნახველიდან ან ხახის ნაცხიდან

შედეგი

შესაზლოა დადებითი იყოს M pneumoniae ან C pneumoniae-ს დროს

ნაზოფარინგეალური PCR

ტესტი
შედეგი
ტესტი

უფრო მაღალი სიმძიმის მქონე პნევმონიის მქონე პაციენტებმა, როგორიცაა ჰოსპიტალიზაცია და/ან ICU მოვლა უნდა გაიარონ ნახველის გრამის წესით შეღებვა და კულტურა, ნაზოფარინგეალური PCR ტესტირება, სისხლის ანალიზები და ჩაიტარონ ლეგიონელას შარდის ანტიგენის ტესტირება.

შედეგი

შესაძლოა დადებითი იყოს ვირუსული პნევმონიის დროს

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას