ეპიდემიოლოგია

ატიპური ბაქტერიული პათოგენები ქვედა სასუნთქი გზების დაავადებების შედარებით გავრცელებული მიზეზია, მათ შორის საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის დროს.[1] ატიპიური პათოგენების სიხშირე არაჰოსპიტალური პნევმონიის დროს გლობალურად დაახლოებით 22%-ს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი ლოკაციის მიხედვით იცვლება.[2]

Mycoplasma pneumoniae იწვევს საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის შემთხვევათა 20%-ს და ასევე აღწერილია რამდენიმე ჰოსპიტალური ეპიდემიის დროს. ინფექცია ხშირია ბავშვებსა და ახალგაზრდებში და ხშირად აღინიშნება მჭიდროდ დასახლებულ პირობებში, როგორიცაა სკოლა-ინტერნატები, კოლეჯები და სამხედრო ბაზები.[3] ყველაზე ხშირად გამოვლენილი ბაქტერია 5 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში, რომლებიც ჰოსპიტალიზებულნი არიან საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიით.[4] ინციდენტობა შედარებით იზრდება გვიან ზაფხულში ან შემოდგომაზე. ეპიდემიები ხშირად ვლინდება 3-6 წლიანი ინტერვალებით.[1] წარსულში ექსპოზიციას აქვს დამცავი ეფექტი, ხოლო მწეველობა დაავადების განვითარების რისკია.[5][6][7][8]

Chlamydia pneumoniae შეადგენს საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის შემთხვევების დაახლოებით 3.5%-10% -ს. Mycoplasma pneumoniae- ს მსგავსად, ინფექცია ძირითადად გვხვდება ბავშვებსა და მოზრდილებში და ასოცირდება მჭიდრო დასახლების პირობებთან.[1][3][6][9][10] ჰოლანდაში ჩატარებულმა კვლევამ ნახველის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR) (სადაც მისი გაკეთება შესაძლებელი იყო) 4,8% შემთხვევაში გამოავლინა C psittaci, როგორც არაჰოსპიტალური პნევმონიის გამომწვევი, რაც მაღალია წინა მოანცემებთან შედდარებით (2.1%).[11]

Legionella pneumophila პასუხისმგებელია საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის დაბალი პროცენტული მაჩვენებლით (დაახლოებით 2.7%),[1] მაგრამ ის პასუხისმგებელია იმ შემთხვევების 16% -ზე, რომლებიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ეს ჩვეულებრივ ასოცირდება საშხაპეებში ან გაგრილების სისტემებში აეროზოლირებული წყლის ახალი წყაროს ზემოქმედებასთან, განსაკუთრებით იმ სისტემებთან, რომლებიც გამოიყენება გარკვეული პერიოდის სტაგნაციის შემდეგ, მაგალითად, სკოლებში ზაფხულის შესვენების შემდეგ. მოწევა, ფილტვების ქრონიკული დაავადება, იმუნოსუპრესია და იმუნომოდულატორული მედიკამენტები ცნობილი რისკ-ფაქტორებია.[12] ის შესაძლოა დაკავშირებული იყოს ახლო წარსულში მოგზაურობასთან და შესაძლოა უფრო დაკავშირებული იყოს მამრობით სქესთან.[6][13][14][15]

ვირუსებმა (მათ შორის გრიპის, ადენოვირუსის, რესპირატორული სინციტიური ვირუსის, და აგრეთვე სხვა ვირუსებმა) შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, რომელიც შეიძლება მოერგოს ატიპიური ბაქტერიული პნევმონიის მახასიათებლებს, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მქონე პაციენტთა 25% -ში.[16][17][18][19] ერთ-ერთი სისტემური მიმოხილვის მიხედვით, გრიპი საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის ყველაზე ხშირი მიზეზი იყო მოზრდილებში და შეადგენდა შემთხვევების 9%.[20]

Coxiella burnetii შეადგენს პნევმონიის შემთხვევების დაახლოებით 1% -ს; ამასთან, უფრო მაღალი ინციდენტობა ვლინდება რეგიონებში, სადაც არის მაღალი ექსპოზიცია აეროზოლებთან, რომლებიც წარმოიქმნება პირუტყვიდან. ეს არის პნევმონიის უფრო გავრცელებული მიზეზი ევროპაში და კანადის გარკვეულ რეგიონებში.[21]

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სპეციფიკური მიზეზი შეიძლება იცვლებოდეს სეზონის, ადგილმდებარეობისა და ასაკის მიხედვით.[3][22][23][24]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას