მიდგომა

პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა ცხელება და ხველა, კლინიცისტებმა უნდა დაიწყონ მიმდინარე სეზონური და ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინება მათი დიფერენციალური დიაგნოზის შესახებ, როგორიცაა COVID-19 SARS-CoV-2 და გრიპის, რესპირატორული- სინციტიალური ვირუსის დროს და სხვა რესპირატორული ვირუსები ზამთრის რესპირატორული ვირუსული სეზონის დროს. იხილეთ თემები კორონავირუსის დაავადება 2019 (COVID-19)გრიპის ინფექცია, და რესპირატორული სინციტიური ვირუსული ინფექცია.

პნევმონიით დაავადებული ნებისმიერი პაციენტის საწყისი მკურნალობა ითვალისწინებს დაავადების სიმძიმეს თანმხლები დაავადებების არსებობით, წინასწარი ჰოსპიტალიზაციის, ნებისმიერი სწრაფი დიაგნოსტიკური კვლევის საჭიროებას, რომელიც მიუთითებს განკურნებად ვირუსულ პათოგენზე და ნებისმიერი ცნობილი ბაქტერიული რეზისტენტობით საზოგადოებაში (მაგ., პენიცილინის ან მაკროლიდური რეზისტენტული Streptococcus pneumoniae).[18]​ საზოგადოებაში შეძენილი მძიმე პნევმონიის დროს გაიდლაინები გვირჩევენ ემპირიულ მკურნალობას ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებით, ასევე ატიპიური პათოგენების დაფარვას.[18][41]​​ ეტიოლოგიის დადგენის შემდეგ ანტიბიოტიკოთერაპია მიმართული უნდა იყოს გამომწვევ ორგანიზმზე.

პაციენტებს უნდა შეუმოწმდეს ჰიდრატაციის სტატუსი, ჰემოდინამიკური სტაბილურობა და გაზთაცვლის ადეკვატურობა. [ Cochrane Clinical Answers logo ]

ანტიბიოტიკებით მკურნალობა

ატიპური ბაქტერიული პნევმონიის გამომწვევი პათოგენები ზოგადად არ პასუხობენ ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებით მკურნალობას და საჭიროებენ მკურნალობას მაკროლიდებით, ტეტრაციკლინით ან ფთორქინოლონებით. ატიპური პნევმონიის მკურნალობის მიმდინარე გაიდლაინებში რეკომენდებულია მაკროლიდის ან დოქსიციკლინის ემპირიული გამოყენება გაურთულებელი, საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სამკურნალოდ, რათა ატიპურ პათოგენებზეც მოხდეს ზემოქმედება.[18][41][42][43] [ Cochrane Clinical Answers logo ] ატიპური პათოგენების დაფარვა ასევე რეკომენდებულია უფრო მძიმე დაავადებების დროს და პაციენტებში, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ.[18][41][44] განიხილება ატიპიურ პათოგენებთან ბრძოლის რეკომენდაცია ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპიით;[45][46][47] თუმცა, ამ რეკომენდაციას მხარს უჭერს მიმდინარე მონაცემები.[48][49]

ზოგადად ტეტრაციკლინები და ფთორქინოლონები არ არის რეკომენდებული ბავშვებში ან ორსულ ქალებში; ამასთან, მათი გამოყენება ამ პაციენტებში შესაძლებელია, როდესაც ამ პრეპარატების გამოყენების სარგებელი აღემატება რისკებს, და მკურნალობის სხვა შესაფერისი ვარიანტები არ არსებობს, განსაკუთრებით მაკროლიდების რეზისტენტობის შემთხვევაში.

საიმედო მეთდით პნევმონიის სპეციფიკური ეტიოლოგიის დადგენის შემთხვევაში, ანტიმიკრობული მკრუნალობა უნდა იყოს მიმართული პათოგენისადმი.[18] ამასთან, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაფიქსირდა მაკროლიდების მიმართ რეზისტენტული მიკოპლაზმური პნევმონიის შემთხვევების მზარდი სიხშირე (80% -მდე) აზიაში, ხოლო მაჩვენებლები უფრო დაბალია ახლო აღმოსავლეთში (30%), ევროპასა (10%) და აშშ-ში (10%).[50][51][52][53][54][55] ეს, სავარაუდოდ, განპირობებულია მაკროლიდების ხსირი გამოყენებით საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მკურნალობისთვის. ფტორქინოლონები ძალზე ეფექტურია M pneumoniae-ის მაკროლიდრეზისტენტული შტამებისთვის.[56][57] Legionella pneumophila-ს დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, უნდა გამოვიყენოთ მაკროლიდები ან ფტორქინოლონები, რომელიმე აგენტისთვის უპირატესობის მინიჭების გარეშე.[58]

პროკალციტონინის (ბიომარკერის) გამოყენება ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების, ხანგრძლივობისა და დეესკალაციის უზრუნველსაყოფად, დადგინდა, რომ იწვევს სიკვდილიანობის დაბალ რისკს, ანტიბიოტიკების მოხმარების შემცირებას და გვერდითი ეფექტების რისკს მწვავე რესპირატორული ინფექციების მქონე პაციენტებში.[59][60]​ თუმცა, ერთმა მიმოხილვამ არ აჩვენა განსხვავება სიკვდილიანობაში კონკრეტულად კრიტიკულად მძიმე პაციენტებში, ხოლო სხვა კვლევამ აჩვენა, რომ პროკალციტონინით მართული თერაპია არ იწვევს ანტიბიოტიკების შემცირებას პაციენტებში ქვედა სასუნთქი გზების ინფექციით.[61][62]

ამბულატორიული მკურნალობა ან ჰოსპიტალიზაცია

ავადმყოფობის სიმძიმის ქულებით შეფასება შეიძლება დაგვეხმაროს იმის დადგენაში, ამბულატორიულად ვუმკურნალოთ პაციენტს, კლინიკაში თუ ინტენსიურ განყოფილებაში. ეს ყველაზე ხშირად განისაზღვრება პნევმონიის სიმძიმის ინდექსის (PSI) გამოყენებით.[63] [ არაჰოსპიტალური პნევმონიის სიმძიმის ინდექი (PSI) მოზრდილებში. Opens in new window ] PSI, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ როგორც პნევმონიის მქონე პაციენტთა მკურნალობის გამოსავლების კვლევის ჯგუფის მოდელს, ხელახლა იქნა განსაზღვრული, როგორც ონლაინ ინსტრუმენტი. ფასდება ოცი ფაქტორი, მათ შორის ასაკი, სუნთქვის სიხშრე, პულსი, სისხლის წნევა და ტემპერატურა და საბოლოო ქულები ჯამდება. CURB-65 არის სიმძიმის განმსაზღვრელი ქულების კიდევ ერთი სისტემა, რომელიც შემუშავებულია ბრიტანეთის გულ-მკერდის საზოგადოების მიერ.[41] [ CURB-65 პნევმონიის სიმძიმის სკალა Opens in new window ]

ქულების ახალ სისტემა გარკვეულწილად უფრო პრიორიტეტულია ვიდრე PSI და CURB-65, იმ პაციენტების გამოსავლენად, რომლებსაც ესაჭროება ინტენსიური მოვლა და ჰოსპიტალიზაცია.[64][65][66][67] ორი კვლევის მიხედვით 92%-ზე დაბალი სატურაცია დაკავშირებულია გვერდით მოვლენებთან და უფრო მძიმე დაავადებასთან, შესაბამისად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.[66][68]

კორტიკოსტეროიდების როლი (არა-COVID-19)

კორტიკოსტეროიდების გამოყენება საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში, დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა. ამჟამინდელი გაიდლაინებში ზოგადად არ არის რეკომენდირებული კორტიკოსტეროიდების გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არამძიმე საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია. ეს რეკომენდაცია ემყარება იმ ფაქტს, რომ არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ სარგებლობას პაციენტებში არამძიმე პნევმონიით, ან გრიპის პნევმონიით, სიკვდილიანობასთან ან ორგანოთა უკმარისობასთან დაკავშირებით, და მხოლოდ შეზღუდული მონაცემებია მათი გამოყენების მხარდასაჭერად პაციენტებში. მძიმე არაჰოსპიტალური პნევმონიით.[18] თუცა, სეფსისის გადარჩენის კამპანიის გაიდლაინებში ნათქვამია, რომ მათი გამოყენება შეიძლება განვიხილოთ რეზისტენტული სეპტიკური შოკის მქონე პაციენტებში, რომელთაც აქვთ ვაზოპრესორებით თერაპიის მუდმივი საჭიროება.[69]

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მქონე ჰოსპიტალიზებული პაციენტების კვლევების მეტა-ანალიზმა დაადგინა, რომ კორტიკოსტეროიდების გამოყენება უკავშირდებოდა მექანიკური ვენტილაციის ნაკლებ საჭიროებას, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის შემცირებას, კლინიკური წარუმატებლობის ნაკლებ სიხშირეს, ნაკლებ გართულებებს (მათ შორის სეპტიკურ შოკს), C-რეაქტიული ცილის დონეების შემცირებას და სიკვდილობის ყველა გამომწვევის შემცირებას. ამასთან, როგორც ჩანს, სიკვდილობის შემცირება ეხებათ მხოლოდ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მძიმე ფორმა. არა მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში, კორტიკოსტეროიდების დამატება ამცირებს ავადობას, მაგრამ არა სიკვდილობას.[70][71][72][73][74][75][76]

იაპონიაში ჩატარებული კვლევის შედეგად ვარაუდობენ, რომ შესაძლოა კორტიკოსტეროიდებს არ ჰქონდეს რაიმე უპირატესობა M pneumonia  პნევმონიის მკურნალობისას.[77] თუმცა, აღმოჩნდა, რომ კორტიკოსტეროიდებით დამხმარე თერაპია მნიშვნელოვნად ამცირებს ცხელების და კლინიკაში დაყოვნების ხანგრძლივობას, და C რეაქტიული ცილის დონის კლებას მაკროლიდის მიმართ რეზისტენტული M pneumoniae-ს მქონე პაციენტებში.[78]

კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა ჰიპერგლიკემიის რისკთან არის დაკავშირებული.[72][73] სხვა არასასურველ ეფექტებს მიეკუთვნება სუპერ ინფექცია და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილიდან.

დამხმარე კორტიკოსტეროიდული თერაპია არ არის შესწავლილი ორსულებში ან პედიატრიულ პაციენტებში და ამჟამად არ არის რეკომენდებული მათი გამოყენება აღნიშნულ პოპულაციებში.

ფთორქინოლონების უსაფრთხოება

სისტემურმა ფტორქინოლონურმა ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, უნარშემზღუდველი და პოტენციურად ხანგრძლივი ან შეუქცევადი გვერდითი მოვლენები. ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ტენდინოპათია/მყესების გახეთქვას; პერიფერიული ნეიროპათია; ართროპათია/ართრალგია; აორტის ანევრიზმა და დისექცია; გულის სარქვლის რეგურგიტაცია; დისგლიკემია; და ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები, მათ შორის კრუნჩხვები, დეპრესია, ფსიქოზი და სუიციდური აზრები და ქცევა.[79]

  • დანიშნულების შეზღუდვები ვრცელდება ფტორქინოლონების გამოყენებაზე და ეს შეზღუდვები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნებს შორის. ზოგადად, ფტორქინოლონები უნდა შეიზღუდოს, გამოყენებული იქნას მხოლოდ სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში ბაქტერიული ინფექციებისას. ზოგიერთმა მარეგულირებელმა სააგენტომ შეიძლება ასევე გირჩიოს მათი გამოყენება მხოლოდ იმ სიტუაციებში, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ინფექციისთვის, შეუსაბამოა (მაგ., რეზისტენტობა, უკუჩვენებები, მკურნალობის წარუმატებლობა, მიუწვდომლობა).

  • ვარგისიანობის/მიზანშეწონილობის, უკუჩვენებებისა და სიფრთხილის ზომების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ადგილობრივ გაიდლაინებსა და წამლების ფორმულარს.


ტრაქეის ინტუბაციის ანიმაციური დემონსტრირება
ტრაქეის ინტუბაციის ანიმაციური დემონსტრირება

როგორ ჩავდგათ ტრაქეის მილი მოზრდილებში ლარინგოსკოპის გამოყენებით.



ნიღბიანი სასუნთქი ტომარა (ამბუ)- ანიმაციური დემონსტრაცია
ნიღბიანი სასუნთქი ტომარა (ამბუ)- ანიმაციური დემონსტრაცია

როგორ გამოვიყენოთ ნიღბიანი სასუნთქი ტომარა მოზრდილებთან ვენტილაციის უზრუნვესაყოფად. ვიდეო გვიჩვენებს ორი-პერსონის ტექნიკას.


ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას