გართულებები
პლევრული / პარაპნევმონიური ეფუზია არის სითხის და ანთებითი უჯრედების აკუმულაცია, რომელიც გამოწვეულია მიმდებარე ფილტვის ინფექციით ან პათოგენის პლევრულ სივრცეში შეჭრით.[94] ის გვხვდება Legionella pneumophila პნევმონიის შემთხვევების 30% -ში და Mycoplasma pneumoniae პნევმონიის იშვიათ შემთხვევებში.[7][95]
შესაბამისი ანტიბიოტიკით მკურნალობა აუცილებელია. თუ სითხე გროვდება და არ ლაგდება, შეიძლება საჭირო გახდეს თორაკოცენტეზი და დრენაჟი. მძიმე, გაუმჯობესებას არდაქვემდებარებულ შემთხვევებში, შეიძლება საჭირო გახდეს პლევრის დეკორტიკაცია.
Mycoplasma pneumoniae პაციენტების 25%-ში შესაძლოა გამოვლინდეს ძირითადად თვითგანკურნებადი მაკულოპაპულური ან ვეზიკულური გამონაყარის სახით.[5]
მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს სტივენს-ჯონსონის სინდრომი და წყლულოვანი სტომატიტი. გამონაყარის აღსაწერად გამოყენებულია ტერმინი მიკოპლაზმით გამოწვეული გამონაყარი და მუკოზიტი, რადგან მულტიფორმული ერითემის ან სტივენს-ჯონსონის სინდრომის კლასიფიკაცია შესაძლოა რთული იყოს.[96]
რადგანაც გამონაყარის ძირითადი მიზეზი სავარაუდოდ პათოგენის სისტემური გავრცელებაა კანში, სათანადო ანტიბიოტიკოთერაპია უნდა იყოს პრიორიტეტული მკურნალობა.
M pneumoniae-ის მქონე ჰოსპიტალიზებული პაციენტების 7%-ში ნევროლოგიური გართულებები ვითრდება. აღნიშნული გართულებები შეიძლება შეგვხვდეს ინფექციის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ და შეიძლება მოიცავდეს: ენცეფალიტს, მენინგიტს, ნათხემის სინდრომს, კრანიალური ნერვების დამბლასა და გიენ-ბარეს სინდრომს.[5]
იმის გამო, რომ ზოგიერთ ამ გართულებას აქვს აუტოიმუნური თვისებები, თითოეული ინდივიდუალური პაციენტის მკურნალობა უნდა მოერგოს სპეციფიკურ ნევროლოგიურ სინდრომს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას