ატიპური პნევმონია
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
სავარაუდო ატიპური ბაქტერიული პნევმონია: არა ორსული ზრდასრული
მაკროლიდი
მაკროლიდები ფარავს ყველა გავრცელებულ ატიპურ პათოგენს, ისევე როგორც საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სხვა უამრავ გამომწვევს. თუ პაციენტს არ შეუძლია მედიკამენტების პერორალურად მიღება, ინტრავენური ფორმებიც არის ხელმისაწვდომი.
პირველადი პარამეტრები
აზიტრომიცინი: 500 მგ პერორალურად დღეში ერთხელ პირველ დღეს, შემდეგ 250 მგ დღეში ერთხელ 4 დღის განმავლობაში; 500 მგ ინტრავენურად დღეში ერთხელ სულ მცირე 5 დღის განმავლობაში
ან
კლარითრომიცინი: 500 მგ პერორალურად (დაუყოვნებლივი გამოთავისუფლების) დღეში ორჯერ 14-21 დღის განმავლობაში
ან
ერითრომიცინი: 500 მგ პერორალურად დღეში ოთხჯერ, 14-21 დღის განმავლობაში; 1000 მგ ინტრავენურად დღეში ოთხჯერ, 14-21 დღის განმავლობაში
დამხმარე მოვლა
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პაციენტები უნდა შეფასდეს ჰიდრატაციის სტატუსის, ჰემოდინამიკის სტაბილურობისა და გაზის გაცვლის ადეკვატურობისთვის. ჟანგბადი და ვენტილაცია დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ საჭიროებისამებრ.
როგორ ჩავდგათ ტრაქეის მილი მოზრდილებში ლარინგოსკოპის გამოყენებით.
როგორ გამოვიყენოთ ნიღბიანი სასუნთქი ტომარა მოზრდილებთან ვენტილაციის უზრუნვესაყოფად. ვიდეო გვიჩვენებს ორი-პერსონის ტექნიკას.

დოქსოციკლინი
დოქსიციკლინი ფარავს ყველა გავრცელებულ ატიპურ პათოგენს, ისევე როგორც საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სხვა უამრავ გამომწვევს. ითვლება, რომ პირველი რიგის სამკურნალო საშუალებაა ნაკლებად გავრცელებული ზოონოზური ატიპური პათოგენებისთვის, როგორიცაა, Chlamydophila psittaci (psittacosis) და Coxiella burnetii (Q ცხელება).
პირველადი პარამეტრები
დოქსოციკლინი: 100 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 14 დღის განმავლობაში
დამხმარე მოვლა
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პაციენტები უნდა შეფასდეს ჰიდრატაციის სტატუსის, ჰემოდინამიკის სტაბილურობისა და გაზის გაცვლის ადეკვატურობისთვის. ჟანგბადი და ვენტილაცია დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ საჭიროებისამებრ.
როგორ ჩავდგათ ტრაქეის მილი მოზრდილებში ლარინგოსკოპის გამოყენებით.
როგორ გამოვიყენოთ ნიღბიანი სასუნთქი ტომარა მოზრდილებთან ვენტილაციის უზრუნვესაყოფად. ვიდეო გვიჩვენებს ორი-პერსონის ტექნიკას.

ფთორქინოლონი
ეს აგენტები ფარავს ყველა ატიპურ პათოგენს, თუმცა ნაკლები მტკიცებულება არსებობს Chlamydophila სახეობებისთვის. ისინი პირველი რიგის მედიკამენტებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თანამდევი დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, გულის, ფილტვის, ღვიძლის ან თირკმლის ქრონიკული დაავადება.
ეს მდიკამენეტები შეიძლება მივცეთ პერორალურად ან ინტრავენურად და ისინი, ზოგადად, უფრო ფართო სპექტრის დაფარვას უზრუნველყოფენ, ვიდრე საჭიროა ატიპიური ბაქტერიული პნევმონიისთვის.
რადგანაც ფთორქინოლონების გამოყენებამ შესაძლოა რეზისტენტობის განვითარებას შეუწყოს ხელი, შესაბამისად, საზოგადოებაში მათი ფართოდ გამოყენება რეკომენდებული არ არის.[18]Metlay JP, Waterer GW, Long AC, et al. Diagnosis and treatment of adults with community-acquired pneumonia. An official clinical practice guideline of the American Thoracic Society and Infectious Diseases Society of America. Am J Respir Crit Care Med. 2019 Oct 1;200(7):e45-67. https://www.atsjournals.org/doi/full/10.1164/rccm.201908-1581ST http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31573350?tool=bestpractice.com
სისტემურმა ფტორქინოლონურმა ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, უნარშემზღუდველი და პოტენციურად ხანგრძლივი ან შეუქცევადი გვერდითი მოვლენები. ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ტენდინოპათია/მყესების გახეთქვას; პერიფერიული ნეიროპათია; ართროპათია/ართრალგია; აორტის ანევრიზმა და დისექცია; გულის სარქვლის რეგურგიტაცია; დისგლიკემია; და ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები, მათ შორის კრუნჩხვები, დეპრესია, ფსიქოზი და სუიციდური აზრები და ქცევა.[79]Rusu A, Munteanu AC, Arbănași EM, et al. Overview of side-effects of antibacterial fluoroquinolones: new drugs versus old drugs, a step forward in the safety profile? Pharmaceutics. 2023 Mar 1;15(3):804. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC10056716 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/36986665?tool=bestpractice.com დანიშნულების შეზღუდვები ვრცელდება ფტორქინოლონების გამოყენებაზე და ეს შეზღუდვები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნებს შორის. ზოგადად, ფტორქინოლონები უნდა შეიზღუდოს, გამოყენებული იქნას მხოლოდ სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში ბაქტერიული ინფექციებისას. ზოგიერთმა მარეგულირებელმა სააგენტომ შეიძლება ასევე გირჩიოს მათი გამოყენება მხოლოდ იმ სიტუაციებში, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ინფექციისთვის, შეუსაბამოა (მაგ., რეზისტენტობა, უკუჩვენებები, მკურნალობის წარუმატებლობა, მიუწვდომლობა). ვარგისიანობის/მიზანშეწონილობის, უკუჩვენებებისა და სიფრთხილის ზომების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ადგილობრივ გაიდლაინებსა და წამლების ფორმულარს.
პირველადი პარამეტრები
ლევოფლოქსაცინი: 750 მგ პერორულად/ინტრავენურად, დღეში ერთხელ, 5 დღის განმავლობაში
ან
მოქსიფლოქსაცინი: 400მგ პერორალურად/ ინტრავენურად დღეში ერთხელ 7-14 დღე
დამხმარე მოვლა
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პაციენტები უნდა შეფასდეს ჰიდრატაციის სტატუსის, ჰემოდინამიკის სტაბილურობისა და გაზის გაცვლის ადეკვატურობისთვის. ჟანგბადი და ვენტილაცია დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ საჭიროებისამებრ.
როგორ ჩავდგათ ტრაქეის მილი მოზრდილებში ლარინგოსკოპის გამოყენებით.
როგორ გამოვიყენოთ ნიღბიანი სასუნთქი ტომარა მოზრდილებთან ვენტილაციის უზრუნვესაყოფად. ვიდეო გვიჩვენებს ორი-პერსონის ტექნიკას.

ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები და ჰოსპიტალიზაცია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
საზოგადოებაში შეძენილი მძიმე პნევმონიის შემთხვევაში, გაიდლაინები რეკომენდაციას უწევს ემპირიულ მკურნალობას ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკოთერაპიით, აგრეთვე ატიპიური პათოგენების დაფარვას.[18]Metlay JP, Waterer GW, Long AC, et al. Diagnosis and treatment of adults with community-acquired pneumonia. An official clinical practice guideline of the American Thoracic Society and Infectious Diseases Society of America. Am J Respir Crit Care Med. 2019 Oct 1;200(7):e45-67. https://www.atsjournals.org/doi/full/10.1164/rccm.201908-1581ST http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31573350?tool=bestpractice.com [41]Lim WS, Baudouin SV, George RC, et al; Pneumonia Guidelines Committee of the BTS Standards of Care Committee. BTS guidelines for the management of community acquired pneumonia in adults: update 2009. Thorax. 2009 Oct;64 Suppl 3:iii1-55. https://thorax.bmj.com/content/64/Suppl_3/iii1.long http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19783532?tool=bestpractice.com ეტიოლოგიის დადგენისთანავე ანტიბიოტიკოთერაპია უნდა იყოს მიმართული გამომწვევ ორგანიზმზე. ამ პაციენტებისთვის ანტიბიოტიკის ასარჩევად საჭიროა ადგილობრივი გაიდლაინების გამოყენება გზამკვლევად.
კორტიკოსტეროიდი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
კორტიკოსტეროიდების გამოყენება საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში, დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა. ამჟამინდელი გაიდლაინებში ზოგადად არ არის რეკომენდირებული კორტიკოსტეროიდების გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არამძიმე საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია. ეს რეკომენდაცია ემყარება იმ ფაქტს, რომ არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ სარგებლობას პაციენტებში არამძიმე პნევმონიით, ან გრიპის პნევმონიით, სიკვდილიანობასთან ან ორგანოთა უკმარისობასთან დაკავშირებით, და მხოლოდ შეზღუდული მონაცემებია მათი გამოყენების მხარდასაჭერად პაციენტებში. მძიმე არაჰოსპიტალური პნევმონიით.[18]Metlay JP, Waterer GW, Long AC, et al. Diagnosis and treatment of adults with community-acquired pneumonia. An official clinical practice guideline of the American Thoracic Society and Infectious Diseases Society of America. Am J Respir Crit Care Med. 2019 Oct 1;200(7):e45-67. https://www.atsjournals.org/doi/full/10.1164/rccm.201908-1581ST http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31573350?tool=bestpractice.com თუცა, სეფსისის გადარჩენის კამპანიის გაიდლაინებში ნათქვამია, რომ მათი გამოყენება შეიძლება განვიხილოთ რეზისტენტული სეპტიკური შოკის მქონე პაციენტებში, რომელთაც აქვთ ვაზოპრესორებით თერაპიის მუდმივი საჭიროება.[69]Evans L, Rhodes A, Alhazzani W, et al. Surviving sepsis campaign: international guidelines for management of sepsis and septic shock 2021. Crit Care Med. 2021;49(11):e1063-e1143 https://journals.lww.com/ccmjournal/Fulltext/2021/11000/Surviving_Sepsis_Campaign__International.21.aspx http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34605781?tool=bestpractice.com
იაპონიაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ვარაუდობენ, რომ შესაძლოა კორტიკოსტეროიდებს არ ჰქონდეს რაიმე უპირატესობა M pneumonia პნევმონიის მკურნალობისას.[77]Okubo Y, Michihata N, Morisaki N, et al. Recent trends in practice patterns and impact of corticosteroid use on pediatric Mycoplasma pneumoniae-related respiratory infections. Respir Investig. 2018 Mar;56(2):158-65. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29548654?tool=bestpractice.com თუმცა, აღმოჩნდა, რომ კორტიკოსტეროიდებით დამხმარე თერაპია მნიშვნელოვნად ამცირებს ცხელების და კლინიკაში დაყოვნების ხანგრძლივობას, და C რეაქტიული ცილის დონის კლებას მაკროლიდის მიმართ რეზისტენტული M pneumoniae-ს მქონე პაციენტებში.[78]Kim HS, Sol IS, Li D, et al. Efficacy of glucocorticoids for the treatment of macrolide refractory mycoplasma pneumonia in children: meta-analysis of randomized controlled trials. BMC Pulm Med. 2019 Dec 18;19(1):251. https://www.doi.org/10.1186/s12890-019-0990-8 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31852460?tool=bestpractice.com
სავარაუდო ატიპური ბაქტერიული პნევმონია: ორსულებში ან ბავშვებში
მაკროლიდი
მაკროლიდები ფარავს ყველა გავრცელებულ ატიპურ პათოგენს, ისევე როგორც საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის სხვა უამრავ გამომწვევს.
თუ პაციენტს არ შეუძლია მედიკამენტების პერორალურად მიღება, ერითრომიცინისა და აზითრომიცინის ინტრავენური ფორმები არსებობს; ამასთან, პაციენტი უნდა გადავიდეს პერორალურ თერაპიაზე, როდესაც ეს შესაძლებელია.
მკურნალობის კურსი: 5 დღე (აზითრომიცინი), 14-21 დღე (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი).
პირველადი პარამეტრები
აზიტრომიცინი: ბავშვები ≥3 თვის ასაკში: 10 მგ / კგ პერორალურად დღეში ერთხელ 1 დღეს, შემდეგ 5 მგ / კგ დღეში ერთხელ დღეში 2-5 დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 500 მგ დღეში; მოზრდილები: 500 მგ ინტრავენურად / პერორალურად დღეში ერთხელ 1 დღე, შემდეგ 500 მგ ინტრავენურად დღეში ერთხელ ან 250 მგ პერორალურად დღეში ერთხელ 2-5 დღის განმავლობაში
ან
ერითრომიცინის ლაქტობიონატი: ბავშვები და მოზრდილები: 20 მგ/კგ/დღე ინტრავენურად დაყოფილი დოზებით ყოველ 6 სთ-ში, მაქსიმუმ 4000 მგ/დღე
ან
ერითრომიცინი: ბავშვები: 40 მგ/კგ/დღე პერორალურად 4 დაყოფილ დოზად, მაქსიმუმ 2000 მგ/დღე; მოზრდილებში: 500 მგ პერორალურად დღეში ოთხჯერ
ან
კლარითრომიცინი: ბავშვები ≥3 თვის ასაკში: 7.5 მგ / კგ პერორალურად დღეში ორჯერ, მაქსიმუმ 1000 მგ დღეში; მოზრდილები: 500 მგ პერორალურად (დაუყოვნებლივი გამოდევნით) დღეში ორჯერ
დამხმარე მოვლა
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პაციენტები უნდა შეფასდეს ჰიდრატაციის სტატუსის, ჰემოდინამიკის სტაბილურობისა და გაზის გაცვლის ადეკვატურობისთვის. ჟანგბადი და ვენტილაცია დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ საჭიროებისამებრ.
როგორ ჩავდგათ ტრაქეის მილი მოზრდილებში ლარინგოსკოპის გამოყენებით.
როგორ გამოვიყენოთ ნიღბიანი სასუნთქი ტომარა მოზრდილებთან ვენტილაციის უზრუნვესაყოფად. ვიდეო გვიჩვენებს ორი-პერსონის ტექნიკას.

ფთორქინოლონი
მიმართეთ სპეციალისტს, თუ საჭიროა ალტერნატიული მკურნალობის ვარიანტი.
თუ პაციენტს აქვს მაკროლიდრეზისტენტული Mycoplasma pneumoniae ინფექცია, ფტორქინოლონი შეიძლება ჩაითვალოს ალტერნატიულ მკურნალობად, იმ პირობით, რომ სარგებელი აღემატება რისკებს და არ არსებობს სხვა შესაბამისი მკურნალობის ვარიანტები. ფტორქინოლონები არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება რისკს.
მკურნალობის კურსის დასასრულებლად პაციენტები უნდა გადავიდნენ ორალურ თერაპიაზე.
სისტემურმა ფტორქინოლონურმა ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული, უნარშემზღუდველი და პოტენციურად ხანგრძლივი ან შეუქცევადი გვერდითი მოვლენები. ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ტენდინოპათია/მყესების გახეთქვას; პერიფერიული ნეიროპათია; ართროპათია/ართრალგია; აორტის ანევრიზმა და დისექცია; გულის სარქვლის რეგურგიტაცია; დისგლიკემია; და ცენტრალური ნერვული სისტემის ეფექტები, მათ შორის კრუნჩხვები, დეპრესია, ფსიქოზი და სუიციდური აზრები და ქცევა.[79]Rusu A, Munteanu AC, Arbănași EM, et al. Overview of side-effects of antibacterial fluoroquinolones: new drugs versus old drugs, a step forward in the safety profile? Pharmaceutics. 2023 Mar 1;15(3):804. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC10056716 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/36986665?tool=bestpractice.com დანიშნულების შეზღუდვები ვრცელდება ფტორქინოლონების გამოყენებაზე და ეს შეზღუდვები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნებს შორის. ზოგადად, ფტორქინოლონები უნდა შეიზღუდოს, გამოყენებული იქნას მხოლოდ სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში ბაქტერიული ინფექციებისას. ზოგიერთმა მარეგულირებელმა სააგენტომ შეიძლება ასევე გირჩიოს მათი გამოყენება მხოლოდ იმ სიტუაციებში, როდესაც სხვა ანტიბიოტიკები, რომლებიც ჩვეულებრივ რეკომენდებულია ინფექციისთვის, შეუსაბამოა (მაგ., რეზისტენტობა, უკუჩვენებები, მკურნალობის წარუმატებლობა, მიუწვდომლობა). ვარგისიანობის/მიზანშეწონილობის, უკუჩვენებებისა და სიფრთხილის ზომების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ადგილობრივ გაიდლაინებსა და წამლების ფორმულარს.
პირველადი პარამეტრები
ლევოფლოქსაცინი: ბავშვები ≥6 თვიდან 4 წლამდე: 8-10 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 12 საათში, მაქსიმუმ 750 მგ/დღეში; ბავშვები ≥5 წელზე: 8-10 მგ/კგ/დღეში ინტრავენურად ყოველ 24 საათში, მაქსიმუმ 750 მგ/დღეში
დამხმარე მოვლა
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პაციენტები უნდა შეფასდეს ჰიდრატაციის სტატუსის, ჰემოდინამიკის სტაბილურობისა და გაზის გაცვლის ადეკვატურობისთვის. ჟანგბადი და ვენტილაცია დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ საჭიროებისამებრ.
როგორ ჩავდგათ ტრაქეის მილი მოზრდილებში ლარინგოსკოპის გამოყენებით.
როგორ გამოვიყენოთ ნიღბიანი სასუნთქი ტომარა მოზრდილებთან ვენტილაციის უზრუნვესაყოფად. ვიდეო გვიჩვენებს ორი-პერსონის ტექნიკას.

ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები და ჰოსპიტალიზაცია
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
საზოგადოებაში შეძენილი მძიმე პნევმონიის შემთხვევაში, გაიდლაინები რეკომენდაციას უწევს ემპირიულ მკურნალობას ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკოთერაპიით, აგრეთვე ატიპიური პათოგენების დაფარვას.[18]Metlay JP, Waterer GW, Long AC, et al. Diagnosis and treatment of adults with community-acquired pneumonia. An official clinical practice guideline of the American Thoracic Society and Infectious Diseases Society of America. Am J Respir Crit Care Med. 2019 Oct 1;200(7):e45-67. https://www.atsjournals.org/doi/full/10.1164/rccm.201908-1581ST http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31573350?tool=bestpractice.com [41]Lim WS, Baudouin SV, George RC, et al; Pneumonia Guidelines Committee of the BTS Standards of Care Committee. BTS guidelines for the management of community acquired pneumonia in adults: update 2009. Thorax. 2009 Oct;64 Suppl 3:iii1-55. https://thorax.bmj.com/content/64/Suppl_3/iii1.long http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19783532?tool=bestpractice.com ეტიოლოგიის დადგენისთანავე ანტიბიოტიკოთერაპია უნდა იყოს მიმართული გამომწვევ ორგანიზმზე. ამ პაციენტებისთვის ანტიბიოტიკის ასარჩევად საჭიროა ადგილობრივი გაიდლაინების გამოყენება გზამკვლევად.
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას