ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირიტად რისკფაქტორებს მიეკუთვნება მჭიდროდ დასახლებულ პირობებში ცხოვრება და იმუნოსუპრესია.

ასაკი <50 წელი

ატიპური ბაქტერიული პნევმონიის მქონე მრავალი პაციენტი 50 წელზე უმცროსია.

პერსისტენტული ხველა

უმეტეს შემთხვევაში პაციენტები უჩივიან პერსისტენტულ ხველას, რომელიც არ გადის დროთა განმავლობაში.

მშრალი ხველა

მშრალი ხველის არსებობამ უნდა გამოიწვიოს ეჭვი, რომ ატიპური პათოგენი არსებობს.

სიმტომების ხანგრძლივად არსებობა

სიმპტომების დაწყებიდან ექიმთან მისვლამდე დროის გახანგრძლივება შესაძლოა ატიპურ ბაქტერიულ პნევმონიაზე მიუთითებდეს.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

საზოგადოებასთან ექსპოზიცია ახლო წარსულში

რესპირატორული ინფექციის მქონე პირთან ექსპოზიციის არსებობა ანამნეზში ასევე რისკფაქტორია ატიპური ბაქტერიული პნევმონიის განვითარებისთვის.

ყელის ჩართულობა

Mycoplasma pneumoniae და Coxiella burnettii-ის მრავალ შემთხვევაში ფარინგიტი და ხმის ჩახლეჩაც იქნება წარმოდგენილი.

იშვიათი

ცხელება

არსებობის შემთხვევაში ცხელება სუბფებრილურია

თავისტკივილი

Mycoplasma pneumoniae და Chlamydophila pneumoniae ინფექციებს შესაძლოა თან ახლდეს თავის ტკივილი.

დიარეა

ლეგიონელას ინფექციას შესაძლოა თან ახლდეს არასისხლიანი დიარეა.

ბულოზური მირინგიტი (დაფის აპკის ანთება)

ბულოზური მირინგიტი იშვიათი ნიშანია, რომელიც მიუთითებს M pneumoniae ინფექციაზე.

ხიხინი/კრეპიტაცია ფილტვებში

ფიზიკურ გამოკვლევაზე პნევმონიის კლინიკური ნიშნები შეიძლება იყოს მსუბუქი ან არ იყოს.

გამონაყარი

M pneumoniae პნევმონიას შესაძლოა ახლდეს გამონაყარი, ძირითადად თვითგანკურნებადი მაკულოპაპულური ან ვეზიკულური.

რისკფაქტორები

ძლიერი

მჭიდროდ დასახლებული პირობები

მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ Mycoplasma pneumoniae და Chlamydophila pneumoniae-თან ექსპოზიციამ მჭიდროდ დასახლებულ გარემოში, როგორიცაა სკოლა-ინტერნატი, კოლეჯის საერთო საცხოვრებლები, არმიის ძირითადი სასწავლო ბანაკები, ან თუნდაც საავადმყოფოები, შეიძლება გამოიწვიოს ამ პათოგენებით ინფექციის ეპიდაფეთქება.[5][30] ეს ხდება ძირითადად ადამიანიდან ადამიანზე პირდაპირი გადაცემით ერთმანეთთან ძალიან ახლოს ყოფნისას.

იმუნოსუპრესია

იმუნოსუპრესია Legionella pneumophila ინფექციის ასოცირებული რისკის ფაქტორია. როგორც ჩანს, დასნებოვნებული პაციენტები ძალიან მგრძნობიარენი არიან დაავადების მიმართ, როგორც წესი, უჯრედშიდა პათოგენის აღმოფხვრის უნარის დაქვეითების გამო.[14][15][31]

სუსტი

თამბაქოს მოხმარება

რამოდენიმე გამოკვლევამ აჩვენა, რომ მწეველებში უფრო მაღალია პნევმონიის განვითარების რისკი გამოწვეული Mycoplasma pneumoniae, Legionella pneumophila და შესაძლოა Coxiella burnetii ინფექციით.[7][8][13][21] აღნიშნული კავშირი შესაძლოა აიხსნას დაზიანებული წამწამოვანი ეპითელიუმით და/ან მასპინძლის იმუნური პასუხის მოდიფიციკაციით.

ფილტვის ქრონიკული დაავადება

ფილტვების ქრონიკული დაავადება ძირითადად Legionella pneumophila ინფექციის რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.[14][15][31]

მოგზაურობა

მოგზაურობა დაკავშირებულია ინფექციების განვითარების მომატებულ რისკთან, რაც ალბათ დაკავშირებულია ახალი წყლის წყაროებთან ექსპოზიციასთან, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოუყენებიათ. დამდგარ წყალში უფრო მაღალია Legionella pneumophila-ს შემცველობა.[14][15][31]​ ხშირმა მოგზაურობამ შესაძლოა განაწყოს პაციენტები გრიპის და/ან ახალი SARS-CoV-2 შტამების მიმართ.

მამრობითი სქესი

მამაკაცები, გაურკვეველი პათოფიზიოლოგიური მიზეზების გამო, დაინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან , ძირითადად Legionella pneumophila-ით.[14][15][31]

იმუნომოდულატორები

ინციდენტობის პროსპექტულმა კვლევამ აჩვენა შესაძლო კავშირი პაციენტებში, რომლებიც იღებენ სიმსივნის ნეკროზის ფაქტორს (TNF) -ალფა ანტაგონისტს, Legionella pneumophila-თი გამოწვეულ პნევმონიასთან.[12]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას