მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

ყველა პაციენტის

Back
1-ლი რიგის – 

დამხმარე მკურნალობა

მკურნალობა, როგორც წესი, დამხმარეა, რამდენადაც არ არსებობს კონკრეტული ანტივირუსული მედიკამენტები.

RVF შემთხვევების დიდი პროცენტული წილი მსუბუქია და თავად გაივლის. მკურნალობა გრიპისმაგვარი სხვა ავადმყოფობების უმეტესობის ანალოგიურია: მოსვენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება და სიმპტომური მკურნალობა ურეცეპტო მედიკამენტებით. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ გრიპისმაგვარი სიმპტომების სათანადოდ კონტროლი შეუძლებელია ურეცეპტო მედიკამენტების მეშვეობით (მაგ. მძიმე დეჰიდრატაციის) ან თუ ისინი 1 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის ადრეულ ეტაპზე დიალიზის ჩატარებამ შეიძლება გააუმჯობესოს შედეგი.[1][2]

რიფტის ველის ცხელების მკურნალობისთვის ზოგიერთი თერაპია რეკომენდებული არ არის, მაგალითად რიბავირინი ან კორტიკოსტეროიდების ზომიერი ან მაღალი დოზები. რიბავირინი უკუნაჩვენებია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების გახშირებული ინციდენტობის გამო.

პაციენტმა დაუყოვნეებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარების მისაღებად, თუ აქვს რაიმე ნევროლოგიური ცვლილებები, როგორიცაა ძლიერი თავის ტკივილები, ფოტოფობია, კრუნჩხვები, ან ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება; მხედველობის ნებისმიერი პრობლემები (დაბინდული ან დაქვეითებული მხედველობა); ან ჰემორაგიის რაიმე ნიშნები (მათ შორის სიყვითლე).

Back
პლიუს – 

ინტენსიური დამხმარე თერაპია

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მიმართეთ პაციენტი კლინიკაში, რათა გამოირიცხოს სხვა განკურნებადი დაავადებები (როგორებიცაა მარტივი ჰერპესვირუსის ენცეფალიტი) და უზრუნველყავით ინტენსიური დამხმარე თერაპია.

ძირითადი სარეანიმაციო ღონისძიებები უგონოდ მყოფი პაციენტებისთვის, მოიცავს სასუნთქი გზების გათავისუფლებას, სუნთქვას და ცირკულაციას, გადასხმებს ვენაში, მეორადი ბაქტერიული ინფექციების, გულყრების (თუ ადგილი აქვს), ასევე ვენური თრომბოემბოლიის პრევენციასა და მართვას.

არ არსებობს რაიმე კონკრეტული მედიკამენტური მკურნალობა RVF ვირუსით გამაოწვეული ენცეფალიტის გართულებებისთვის და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ანტივირუსული მკურნალობა ეფექტურია.

Back
პლიუს – 

თრომბოციტების, პლაზმის და ერითროციტების გადასხმა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მნიშვნელოვანი სისხლდენა ხშირი არაა, მაგრამ წარმოადგენს მძიმე ინფიცირების გამოვლენას და ლეტალურია პაციენტების 50%-სთვის.[11] როდესაც შესაძლებელია, საჭიროა თრომბოციტების, პლაზმის და ერითროციტების გადასხმები, ადგილობრივი პროტოკოლების შესაბამისად.

Back
პლიუს – 

ოფთალმოლოგიური შემოწმება და მონიტორინგი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მკურნალობა, როგორც წესი, დამხმარეა, რამდენადაც არ არსებობს მხედველობის სამკურნალო კონკრეტული თერაპია. პაციენტებს თვალი უნდა ადევნოს ოფთალმოლოგმა. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი, მხედველობის დაკარგვის ან დაქვეითების შემთხვევაში, რეტინიტის შესაძლო პროგრესირების, სრული სიბრმავის ან მხედველობის სამუდამოდ დაკარგვის დასაფიქსირებლად. აუცილებელია შემოწმდეს თვალები, რათა დაფიქსირდეს წყლულების ჩამოყალიბება, ასევე სისხლჩაქცევები ბადურაში, მინისებრი სხეულის რეაქციები, მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება, წინა უვეიტი ან რეტინალური ვასკულიტი.[50]

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას