დიფერენციული დიაგნოზები

მალარიის ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ცხოვრება ან მოგზაურობა მალარიისათვის ენდემურ რეგიონში.

მალარიის არასათანადო ქიმიოპროფილაქტიკა ან მისი ჩაუტარებლობა.

ძნელია რიფტის ველის ცხელების ვირუსით (RVFV) ინფიცირებისგან გამორჩევა, დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე.

კვლევები

გიმზას წესით შეღებილი სისხლის ნაცხის ტესტის შედეგები დადებითია Plasmodium სახეობებზე.

სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტები: დადებითია Plasmodium -ის სახეობებისთვის.

დასავლეთ ნილოსის ვირუსი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ცხოვრება / მოგზაურობა დასავლეთ ნილოსის ვირუსისთვის ენდემურ რეგიონში.

ხშირია მხედველობის დარღვევები.

იშვიათად იწვევს ნეიროინვაზიურ დაავადებას (მაგ. ენცეფალიტს, მენინგიტს, პერიფერიული დუნე დამბლის სინდრომს).

ძნელია RVFV ინფიცირებისგან გამორჩევა, დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე.

კვლევები

დასავლეთ ნილოსის ვირუსის მიმართ სპეციფიკური IgM შრატში ან თავზურგტვინის სითხეში: დადებითი.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ცხოვრება / მოგზაურობა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსისთვის ენდემურ რეგიონში.

კონტაქტი ბაღლინჯოებთან, ინფიცირებულ ცხოველებთან ან დაავადების გადამტანებთან.

ძნელია RVFV ინფიცირებისგან გამორჩევა, დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე.

კვლევები

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსის რნმ-ის გამოვლენა.

დადებითი IgM ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსისთვის, უარყოფითი IgM რიფტ-ველის ცხელების ვირუსისთვის. შეიძლება განვითარდეს ჯვარედინი რეაქცია.

ბაღლინჯოს ნაკბენების არსებობა ან ინფესტაცია.

ჰანტავირუსის გულფილტვის სინდრომი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ცხოვრება / მოგზაურობა ჰანტავირუსის ენდემურ რეგიონებში.

ცხოვრება / მოგზაურობა მჭიდროდ გატყიანებულ ადგილებში, სადაც არის მღრღნელების დიდი პოპულაციები.

მღრღნელების განავალთან, შარდთან, გვამებთან შეხება ან მღრღნელის ნაკბენი.

ძნელია RVFV ინფიცირებისგან გამორჩევა, დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე.

კვლევები

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ჰანტავირუსის რნმ-ის გამოვლენა.

ფილტვის მძიმე დისტრესის დაწყება

დენგეს ცხელება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ცხოვრება / მოგზაურობა დენგეს ენდემურ რეგიონებში.

ძნელია RVFV ინფიცირებისგან გამორჩევა, დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე.

ინფექცია შეიძლება გამოვლინდეს, როგორც მწვავე უსიმპტომო ციებ-ცხელება, ან მძიმე ავადმყოფობა.

ხშირია გამონაყარი.

გადადება არაა დაკავშირებული საქონელთან უშუალო კონტაქტთან.

კვლევები

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით დენგეს ვირუსის რნმ-ის გამოვლენა ავადმყოფობის დაწყების საწყის ეტაპზე.

დადებითი IgG დეგნეს ვირუსის წინააღმდეგ შეიძლება მიანიშნებდეს სხვადასხვა სეროტიპების ზემოქმედებას წარსულში. IgM დაფიქსირება შეიძლება გამოყენებულ იქნას არსებული ინფექციის დასაფიქსირებლად, წარსულში ზემოქმედების დაფიქსირებასთან გადაფარვის გარეშე.

ებოლა ვირუსის ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ცხოვრება / მოგზაურობა რეგიონში, სადაც ამჟამად არის ებოლას ვირუსის ეპიდაფეთქება.

ძნელია RVFV ინფიცირებისგან გამორჩევა, დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე.

არ გადააქვთ კოღოებს და არ გადადის საქონელთან კონტაქტის შედეგად.

კვლევები

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ებოლას ვირუსის რნმ-ის გამოვლენა.

ფერმენტთან დაკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზით ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო IgG ან IgM-ის გამოვლენა.

ლასას ცხელება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ცხოვრება / მოგზაურობა დასავლეთ აფრიკაში - ლასას ცხელების ვირუსისთვის ენდემურ რეგიონში.

ცხოვრება / მოგზაურობა ადგილებში, სადაც არის მღრღნელების Mastomys დიდი პოპულაცია.

არ გადააქვთ კოღოებს.

დამახასიათებელი სიმპტომებია სმენის დაქვეითება ან სიყრუე.

სიმპტომები ვლინდება გაცილებით უფრო ხანგრძლივი (1-3 კვირის) საინკუბაციო პერიოდის შემდეგ.

კვლევები

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ლასას ვირუსის რნმ-ის გამოვლენა.

ფერმენტთან დაკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზით ლასას ვირუსის საწინააღმდეგო IgG ან IgM-ის გამოვლენა.

ჩიკუნგუნიას ვირუსით ინფექცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ცხოვრება / მოგზაურობა ჩიკუნგუნიას ენდემურ რეგიონებში.

ინფექცია შეიძლება გამოვლინდეს, როგორც მწვავე უსიმპტომო ციებ-ცხელება, ან მძიმე ავადმყოფობა ქრონიკული გართულებებით.

ხასიათდება მაკულოპაპულური გამონაყარით და მძიმე, შემზღუდველი ართრალგიით.

გადადება არაა დაკავშირებული საქონელთან უშუალო კონტაქტთან.

კვლევები

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით ჩიკუნგუნიას ვირუსის რნმ-ის გამოვლენა ავადმყოფობის დაწყების საწყის ეტაპზე.

ფერმენტთან დაკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზით ჩიკუნგუნიას ვირუსის საწინააღმდეგო IgG ან IgM-ის გამოვლენა.

იაპონური ენცეფალიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ცხოვრება / მოგზაურობა იაპონური ენცეფალიტის ენდემურ რეგიონებში.

ძნელია RVFV ინფიცირებისგან გამორჩევა, დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე.

კვლევები

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით იაპონური ენცეფალიტის ვირუსის რნმ-ის გამოვლენა ავადმყოფობის დაწყების საწყის ეტაპზე.

ფერმენტთან დაკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზით იაპონური ენცეფალიტის ვირუსის საწინააღმდეგო IgG ან IgM-ის გამოვლენა.

2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რეგიონებში ან ტერიტორიაზე, სადაც ადგილი აქვს შიდა გავრცელებას, ან ახლო კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.

მოვლენები ვითარდება სწრაფად; იხილეთ ჩვენი COVID-19 თემა დამატებითი ინფორმაციისთვის.

კვლევები

რეალურ დროში რევერს ტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითია კორონავირუს 2-ით (SARS-CoV-2) RNA გამოწვეულ მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომზე.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას