მიდგომა

RVF რეგისტრირებადი სამედიცინო მდგომარეობაა და უნდა აცნობოთ თქვენს ადგილობრივ ჯანდაცვის დეპარტმენტს. ცალკეული შემთხვევები უნდა დადასტურდეს ლაბორატორიული ტესტირებით. თუ არის ეჭვი, რომ გადატანა მოხდა ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ზოოლოგიური შემთხვევების შესახებ, შესაბამის ადგილობრივ ან/და ეროვნულ ორგანოებს .

ურგენტული საკითხები

რიფტის ველის ცხელების ვირუსს (RVFV) გააჩნია პოტენციალი სერიოზული ზემოქმედება მოახდინოს სოფლის მეურნეობაზე და საზოგადოების ჯანმრთელობაზე. RVF აღნუსხულია, როგორც რეგისტრაციას დაქვემდებარებული დაავადება, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და ის კლასიფიცირებულია, როგორც განსაკუთრებით საშიში პათოგენები, შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის და შეერთებული შტატების ჯანდაცვის და ჰუმანიტარული სამსახურის დეპარტამენტის მიერ.[9][58][59] ხელმისაწვდომია ცხოველთა ავადმყოფობისთვის მზადყოფნის და რეაგირების მრავალი ადგილობრივი და უცხოური გეგმა.

მხარდამჭერი მკურნალობა, სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის

თანაგრძნობაზე დაფუძნებულ ზრუნვაზე ხელმისაწვდომობამ შეიძლება წაახალისოს სამედიცინო დახმარების მოთხოვნა და გამოიწვიოს ადამიანებში მეტად მსუბუქი შემთხვევების დოკუმენტირება, რაც უზრუნველყოფს ეპიდემიის გავრცელების მონიტორინგს და რესურსების უკეთ განაწილებას. მკურნალობა, როგორც წესი, დამხმარეა, რამდენადაც არ არსებობს კონკრეტული ანტივირუსული მედიკამენტები.

RVF შემთხვევების დიდი პროცენტული წილი მსუბუქია და თავად გაივლის. მკურნალობა გრიპისმაგვარი სხვა ავადმყოფობების უმეტესობის ანალოგიურია: მოსვენება, დიდი რაოდენობით სითხეების მიღება და სიმპტომური მკურნალობა ურეცეპტო მედიკამენტებით. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, თუ გრიპისმაგვარი სიმპტომების სათანადოდ კონტროლი შეუძლებელია ურეცეპტო მედიკამენტების მეშვეობით (მაგ. მძიმე დეჰიდრატაციის) ან თუ ისინი 1 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება.

პაციენტმა დაუყოვნეებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარების მისაღებად, თუ აქვს რაიმე ნევროლოგიური ცვლილებები, როგორიცაა ძლიერი თავის ტკივილები, ფოტოფობია, კრუნჩხვები, ან ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება; მხედველობის ნებისმიერი პრობლემები (დაბინდული ან დაქვეითებული მხედველობა); ან ჰემორაგიის რაიმე ნიშნები (მათ შორის სიყვითლე).

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის ადრეულ ეტაპზე დიალიზის ჩატარებამ შეიძლება გააუმჯობესოს შედეგი.[1][2]

რიფტის ველის ცხელების მკურნალობისთვის ზოგიერთი თერაპია რეკომენდებული არ არის, მაგალითად რიბავირინი ან კორტიკოსტეროიდების ზომიერი ან მაღალი დოზები. რიბავირინი უკუნაჩვენებია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების გახშირებული ინციდენტობის გამო.

მხედველობის დაქვეითება / მხედველობის დაკარგვა

მკურნალობა, როგორც წესი, დამხმარეა, რამდენადაც არ არსებობს მხედველობის სამკურნალო კონკრეტული თერაპია. პაციენტებს თვალი უნდა ადევნოს ოფთალმოლოგმა. საჭიროა პაციენტების მონიტორინგი, მხედველობის დაკარგვის ან დაქვეითების შემთხვევაში, რეტინიტის შესაძლო პროგრესირების, სრული სიბრმავის ან მხედველობის სამუდამოდ დაკარგვის დასაფიქსირებლად. აუცილებელია შემოწმდეს თვალები, რათა დაფიქსირდეს წყლულების ჩამოყალიბება, ასევე სისხლჩაქცევები ბადურაში, მინისებრი სხეულის რეაქციები, მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება, წინა უვეიტი ან რეტინალური ვასკულიტი.[50]

ენცეფალიტი

მიმართეთ პაციენტი კლინიკაში, რათა გამოირიცხოს სხვა განკურნებადი დაავადებები (როგორებიცაა მარტივი ჰერპესვირუსის ენცეფალიტი) და უზრუნველყავით ინტენსიური დამხმარე მოვლა.

ძირითადი სარეანიმაციო ღონისძიებები უგონოდ მყოფი პაციენტებისთვის, მოიცავს სასუნთქი გზების გათავისუფლებას, სუნთქვას და ცირკულაციას, გადასხმებს ვენაში, მეორადი ბაქტერიული ინფექციების, გულყრების (თუ ადგილი აქვს), ასევე ვენური თრომბოემბოლიის პრევენციასა და მართვას.

არ არსებობს რაიმე კონკრეტული მედიკამენტური მკურნალობა RVF ვირუსით გამაოწვეული ენცეფალიტის გართულებებისთვის და არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ანტივირუსული მკურნალობა ეფექტურია.

ჰემორაგია ან DIC

მნიშვნელოვანი სისხლდენა ხშირი არაა, მაგრამ წარმოადგენს მძიმე ინფიცირების გამოვლენას და ლეტალურია პაციენტების 50%-სთვის.[11] როდესაც შესაძლებელია, საჭიროა თრომბოციტების, პლაზმის და ერითროციტების გადასხმები, ადგილობრივი პროტოკოლების შესაბამისად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას