კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR)

ტესტი
შედეგი
ტესტი

მისი შეკვეთა უნდა მოხდეს ყველა პაციენტისთვის, რომლებსაც, სავარაუდოდ, აქვთ RVF ინფექცია.[12] ავადმყოფობის ადრეულ ეტაპზე სისხლში შეიძლება დაფიქსირდეს ცოცხალი ვირუსი ან ნუკლეინმჟავები, ისევე, როგორც ქსოვილებში, აუტოფსიის დროს.

უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა კლინიკაში და ლაბორატორიაში რიფტის ველის ცხელების ვირუსის (RVFV) - ენდემურ ადგილებში. ნიმუშების ტესტირება შეიძლება კოორდინირებული იყოს სპეციალიზებულ ლაბორატორიებთან, როგორიცაა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) აშშ-ში.

შედეგი

დადებითი რიფტის ველის ცხელების ვირუსის რნმ-ზე

შრატში IgM ან IgG განსაზღვრა ELISA მეშვეობით

ტესტი
შედეგი
ტესტი

როგორც წესი, IgM შეიძლება დაფიქსირდეს მწვავე დაავადების ადრეულ ეტაპებზე, საწყისი სიმპტომების გამოვლენიდან მოკლე ხანში (დაახლოებით 5 დღეში, ავადმყოფობის დაწყებიდან). როგორც წესი, IgG შეიძლება დაფიქსირდეს (დაახლოებით 7-10 დღეში, ავადმყოფობის დაწყებიდან), როგორც ადრე ზემოქმედების ზომა და ამდენად, ის არ შეიძლება იყოს წარმომადგენლობითი, მიმდინარე ციებ-ცხელების გამომწვევისთვის. სახეობისთვის დამახასიათებელი ჯვარედინი რეაქტიულობა საერთოა ELISA ანალიზებისთვის.[12]

IgM და IgG-სთვის დროის მომენტები დამოკიდებულია ინფექციაზე და ადამიანის იმუნურ პასუხზე და შეიძლება სხვადასხვა იყოს, სხვადასხვა პაციენტისთვის. დაახლოებით დაწყება განზოგადებულია, კოღოების მიერ გადატანილ სხვა ვირუსებთან შედარებით, რომლებბიც ენდემურია გადაფარვის რეგიონებში.

ELISA ანალიზები შეიძლება არ იყოს ადვილად ხელმისაწვდომი ყველა კლინიკასა და ლაბორატორიაში, RVFV-ენდემურ ადგილებში. ნიმუშების ტესტირების კოორდინაცია შეიძლება სპეციალურ ლაბორატორიებთან, როგორიცაა CDC, შეერთებულ შტატებში.

შედეგი

პოზიტიური ანტი-RVFV IgM ან IgG ანტისხეულებზე

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

მომატებული ლეიკოციტები შეიძლება დაკავშირებული იყოს სიკვდილობის უფრო მაღალ რისკთან.[40]

შედეგი

ლეიკოციტები მიანიშნებს ავადმყოფობის სიმწვავეზე

სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობა

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოიყენება რიფტის ველის ცხელებასთან ჩვეულებრივ დაკავშირებული ისეთი სიმპტომების ფიზიოლოგიურად დადასტურებისთვის, როგორებიცაა დეჰიდრატაცია, მაღალი სიცხის და მადის დაკარგვის გამო; თირკმლის და ღვიძლის ფუნქცია; ან სითხის, ელექტროლიტების ან pH დისბალანსი, როგორც ჰემორაგიული ცხელების დაწყების მაჩვენებელი.[40][50][54]

შედეგი

შესაძლოა იყოს ანომალიური

LFT

ტესტი
შედეგი
ტესტი

ჰეპატიტი შეიძლება მიანიშნებდეს დაავადების სიმძიმეზე.[54][55][56] ერთ-ერთი კვლევით ღვიძლის ფერმენტების მომატება დაუდგინდა გამოკვლეული პაციენტების 98%-ს.[40]

შედეგი

ALT:AST თანაფარდობა და ბილირუბინი შეიძლება მომატებული იყოს

გასათვალისწინებელი კვლევები

კოაგულოგრამა

ტესტი
შედეგი
ტესტი

თუ ადგილი აქვს სისხლდენის ნიშნებს ან სიმპტომებს ან თუ მომატებულია LFT-ები, საჭიროა კოაგულაციური კვლევების ჩატარება, ღვიძლის ფუნქციის უზრუნველსაყოფად და სისხლდენის რისკის დასადგენად.[54][55][56]

შედეგი

გახანგრძლივებული PT ან გააქტიურებული PTT, მომატებული D-დიმერის დონე (თუ არის სისხლდენის გამოვლინება)

სისხლის შრატის კრეატინინი და შარდოვანა.

ტესტი
შედეგი
ტესტი

შეიძლება მიანიშნებდეს თირკმლის მწვავე დაზიანებაზე განსაკუთრებით გამოსადეგია დიარეის და პირღებინების მქონე პაციენტების შემთხვევაში.[54][57]

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

კრეატინფოსფოკინაზა (CPK)

ტესტი
შედეგი
ტესტი

CPK დონე, რომელიც ორზე მეტჯერ აღემატება ნორმალურ ზედა ზღვარს, შეიძლება მიანიშნებდეს კუნთების სისტემურ სტრესზე.[54]

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას