შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
40 წლის მამაკაცი მოთავსდა ჰოსპიტალში 3 დღის განმავლობაში მაღალი სიცხის, ძლიერი თავის ტკივილის, მიალგიის, ართრალგიის და დაღლილობის შეგრძნების ანამნეზით. პაციენტი მეცხოველეობას ეწევა და ურყოფს შინაური საქონლის ავადმყოფობას ან კონტაქტს დაავადებულ პირუტყვთან. ის იხსენებს, რომ სიმპტომების გამოვლენამდე მას რამდენჯერმე უკბინა კოღომ. ის უჩივის უმადობას და შესაძლო წონაში კლებას ბოლო 10 დღის განმავლობაში. გიმზას წესით შეღებილი სისხლის ნაცხის ტესტის შედეგები Plasmodium სახეობებზე უარყოფითია. შემდგომ სისხლის ნიმუშები იგზავნება უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციისთვის და IgM ფერმენტთან დაკავშირებული იმუნოსორბენტული ტესტირებისთვის. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ პაციენტს დაეწყო გულისრევა და პირღებინება, ასევე მსუბუქი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში. გასინჯვის შედეგად გამოვლინდა ყვითელი სკლერები და ოდნავ გადიდებული ღვიძლი და ელენთა. მას აღენიშნება სახსრების ტკივილი და შეშუპება. მას აქვს სუბფებრილური ცხელება (38°C) და ჰიპოტენზია (70/50 მმ.ვწყ.სვ.), თუმცა ტაქიკარდიის გარეშე. მომდევნო დღეს მას განუვითარდა მსუბუქი, სუბკონიუნქტივური ჰემორაგია, თუმცა სისხლდენის სხვა ნიშნების გარეშე. ის ასევე სულ უფრო მეტად გაფანტული ხდება, და ებინდება მხედველობა, თუმცა, სხვა მხრივ, მისი ნევროლოგიური გამოკვლევის შედეგები ნორმალურია. ოცდაოთხი საათის შემდეგ ბოდვა და მუცლის ტკივილი ალაგდა. სკლერების სიყვითლემ გაიარა 2-3 დღეში; თუმცა, ანორექსია და დაბინდული მხედველობა თითქმის ერთი კვირის განმავლობაში დარჩა. 1 კვირის შემდეგ ის სრულად გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოდან.
სხვა გამოვლინებები
გრიპისმაგვარი ავადმყოფობისგან განსხვავებით, რომელიც ფიქსირდება აფრიკაში ეპიდაფეთქებების დროს, საუდის არაბეთში 2000 წლის ეპიდაფეთქების შემთხვევაში, რიფტის ველის ვირუსის ინფექციის ყველაზე ხშირი კლინიკური გამოვლინება გასტროენტერიტის მსგავსი იყო (გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა)
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას