მიდგომა

დიაგნოზი ეფუძნება ანამნეზსა და გასინჯვის შედეგად მოპოვებულ მონაცემებს. რიფტის ველის ცხელების ვირუსით (RVFV) ინფიცირების კლინიკური ნიშნები შედარებით არასპეციფიკურია. ამდენად, ექსპოზიციის ისტორიას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს კლინიკური დასკვნების და პაციენტის მიერ დაფიქსირებული სიმპტომების ინტერპრეტაციისთვის. ხშირად, ადამიანებში შემთხვევების დაფიქსირებას წინ უსწრებს მსხვილფეხა საქონლის აბორტის ეპიდემიური გავრცელება, თუ ექსპოზირებული პირუტყვი დაუინფიცირებელ რეგიონში ბინადრობს.

რიფტის ველის ცხელება არის შეტყობინებადი დაავადება როგორც პირუტყვში, ასევე ადამიანებში.

ანამნეზი

შეიძლება გამოვლინდეს კოღოების ზემოქმედების შემთხვევები იმ ადგილებში, სადაც იყო RVFV ეპიდაფეთქებების შემთხვევები, სახლში ცხოველებთან მუშაობის, მეჯოგედ ან სასაკლაოზე პროფესიული საქმიანობის ან ცხოველების მსხვერპლად შეწირვის შედეგად ზემოქმედების ისტორიას არსებითი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დასმისთვის. ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტი, მოვლის, მოშენების, ან დაკვლის შედეგად, წარმოადგენს ინფიცირების არსებით რისკს. ინფიცირებული ცხოველების უმი რძის, სისხლის და ხორცის მოხმარება, ასევე მშობიარობისას დახმარება ან აბორტის პროდუქტების დამუშავება ასევე მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს.[8][11][12][32][40]

ხშირია უსიმპტომოდ მიმდინარე შემთხვევები. ბევრი პაციენტი, რიფტის ველის ცხელებით, ხასიათდება არასპეციფიკური მსუბუქი სიმპტომებით, რომლებიც გრძელდება 2 კვირამდე. სიმპტომები მოიცავს სიცხეს, თავის ტკივილს, შეუძლოდ ყოფნას, მიალგიას, ართრალგიას, სისუსტეს, გულისრევას, პირღებინებას, მუცლის ტკივილს, დიარეასა და სიყვითლეს.[1][12][40][47][48][49] ასევე შეიძლება განვითარდეს ჰემოლიზური ანემია. პაციენტები შეიძლება უჩიოდნენ მხედველობის პრობლემებს, როგორიცაა ბუნდოვანი ხედვა, ან მხედველობის დაქვეითება და ასევე ტკივილს, თვალების სიღრმეში.[48][50]

მძიმე დაავადება ვლინდება რიფტის ველის ცხელებით დაავადებულთა 1%-დან 10%-მდე ნაწილში.[1][2] მძიმე დაავადება შეიძლება გამოვლინდეს, როგორც თვალის დაავადება, ენცეფალიტი ან ჰემორაგიული ციებ-ცხელება. ორსულ ქალებში სპონტანური აბორტის ერთ-ერთ კვლევაში, მწვავე რიფტის ველის ცხელებით დაავადებული ფებრილური ქალების ნახევარს ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე განუვითარდა სპონტანური აბორტი.[3] შოკი, მულტიორგანული უკმარისობა და დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია, როგორც წესი, მიანიშნებს ცუდ პროგნოზზე, განსაკუთრებით, თუ არ გაივლის მხარდამჭერი მკურნალობის მიუხედავად.

ფიზიკური გამოკვლევა

ფიზიკალურმა გასინჯვამ შეიძლება გამოავლინოს სახსრების შესამჩნევი შეშუპება, ართრალგიის ან მიალგიის შედეგად. პაციენტებს შეიძლება ასევე ჰქონდეთ სპლენომეგალია ან სიყვითლე.[48]

ყველა საეჭვო შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ოფთალმოსკოპიური შემოწმება. ამან შეიძლება გამოავლინოს თვალის წყლულები, სისხლჩაქცევები ბადურაში, მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება ან ბადურის ვასკულიტი.[50] მხედველობის სიმახვილის დაქვეითება შეიძლება იყოს რიფტის ველის ცხელების დაავადების დაბალი ღირებულების არასპეციფიკური ჩვენება.[35]

ნევროლოგიური გამოვლინებებია გონების არევა, თავბრუსხვევა, ძლიერი თავის ტკივილი, მეხსიერების დაკარგვა, ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, ვერტიგო, კრუნჩხვები, ლეთარგია ან იშვიათ შემთხვევაში კომა.[1] ასეთი სიმპტომები შეიძლება მიანიშნებდეს მენინგოენცეფალიტის დაწყებაზე. ქრონიკული ან გრძელვადიანი ნევროლოგიური გართულებები ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული პაციენტებისთვის, რომლებსაც გადატანილი აქვთ მწვავე ან მძიმე RVF.

საწყისი კვლევები

პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ გრიპის მსგავსი სიმპტომები (მაგ. სიცხე და თავის ტკივილი) ან მწვავე ცხელება და გასტროენტერიტის მსგავსი ავადმყოფობა (გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა) და რომლებიც ცხოვრობენ ან ბოლო დროს იმოგზაურეს ენდემურ ადგილებში ან/და ჰქონდათ საქონელთან კონტაქტი ან მოიხმარებდნენ ნედლ ხორცს, რძეს, ან სისხლს, რეკომენდებულია სეროლოგიური ტესტირება. სეროლოგიური ტესტირება ასევე რეკომენდებულია გრიპის მსგავსი სიმპტომების მქონე პაციენტებში, რომლებიც ცხოვრობენ ან ცოტა ხნის წინ იმოგზაურეს ენდემურ რაიონებში და ჰქონდათ ბოლოდროინდელი კონტაქტი კოღოსთან (მაგ., კოღოს ნაკბენის გახსენება).

მწვავე RVF-ზე სავარაუდო პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ფერმენტთან დაკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი და/ან უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, როცა ეს შესაძლებელია. სავარაუდო შემთხვევები ასევე უნდა დაფიქსირდეს ადგილობრივ დეპარტამენტში ან ჯანდაცვის სამინისტროში. ხშირად ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტები მოითხოვენ, რომ პაციენტის ნიმუშებზე ნეიტრალიზაციის ტესტით კონფირმატორული სეროლოგიური კვლევა ჩატარდეს.

უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის შრატის ელექტროლიტების, სისხლის შრატის კრეატინინის და ღვიძლის ფუნქციური ტესტები, როდესაც ეჭვია, რომ პაციენტს აქვს რიფტის ველის ცხელება. აუცილებელია პაციენტის მჭიდრო მონიტორინგი, მძიმე რიფტის ველის ცხელების სიმპტომების განვითარების დასაფიქსირებლად (მხედველობის პრობლემები, მენინგიზმი ან ნევროლოგიური ნიშნები, ლორწოვანი გარსის ან ღრმა ქსოვილების სისხლდენა).

ბიოლოგიური სინჯებიდან (მაგ. სისხლი, შრატი, თავზურგტვინის სითხე ან ქსოვილის ნიმუშები) ვირუსის იზოლირება რიფტის ველის ცხელების დიაგნოსტიკისთვის ოპტიმალური ტესტია, თუმცა მისი შესრულება რუტინულად რეკომენდებული არ არის, ვინაიდან საჭიროებს ბიოუსაფრთხოების შენარჩუნების საშუალებებს (მაგ. ბიოსაფრთხოების დონე - 3+ დაწესებულება).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას