კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
ართროცენტეზი სინოვიურიი სითხის ანალიზისთვის
ტესტი
უზრუნველყოფს დასკვნით დიაგნოზს.[53][58] გამორიცხავს სეპტიკურ ართრიტს, ასევე განასხვავებს პოდაგრას ფსევდოპოდაგრისაგან (კალციუმის პიროფოსფატის ჩანართების დაავადება).
სინოვიურ სითხეში ლეიკოციტების რაოდენობა, როგორც წესი აჭარბებს 2000/მმ³-ს. უჯრედები მეტწილად პოლიმორფონუკლეური ნეიტროფილების ტიპისაა. მონონატრიუმ ურატის კრისტალების (უჯრედშიდა და/ან უჯრედგარე ნემსის ფორმის კრისტალები, მკაცრად უარყოფითი სხივის ორმაგი გარდატეხის უნარით პოლარიზებული სინათლის ქვეშ) არსებობა ადასტურებს დიაგნოზს.
სინოვიური სითხის ანალიზი უნდა განვიხილოთ თითოეული პაციენტის შემთხვევაში, თუმცა დიაგნოზი ხშირად კლინიკურად დგინდება.
ზოგიერთ შემთხვევაში, არასათანადო ტრანსპორტირების პირობების ან ხანგრძლივი დაყოვნების გამო აღებული სინოვიური სითხის გამოკვლევით, რთულია კრისტალების იდენტიფიცირება.
საჭიროა სინოვიური სითხის შემოწმება გამოცდილი ტექნიკოსის ან რევმატოლოგის მიერ.
თუ ანალიზის შედეგად ვერ ხერხდება მონონატრიუმის ურატის კრისტალების აღმოჩენა ან მწვავე ანთებითი ართრიტის სხვა ეტიოლოგიური ფაქტორების გამოვლენა, საჭიროა განმეორებითი ართროცენტეზი შემდგომი შეტევების დროს.
როგორ ხდება სინოვიალური სითხის ასპირაცია მუხლიდან და სახსარშიდა მედიკამენტების შეყვანა მედიალური მიდგომით
როგორ ამოვიღოთ სინოვიალური სითხე მხრიდან და შევიყვანოთ სახსარშიდა მედიკამენტები. ვიდეო გვიჩვენებს უკანა მიდგომას მხრის სახსართან და ლატერალურ მიდგომას სუბაკრომიულ სივრცეში.
შედეგი
ლეიკოციტების რაოდენობა >2.0 x10⁹/ლ (2000/მმ³ or 2000/მიკროლიტრი; საშუალოდ, 20,000/მმ³ or 20,000/მიკროლიტრი); პოლარიზებული სინათლის ქვეშ ორმაგი სხივის ორმაგი გარდატეხაზე მკვეთრად უარყოფითი ნათების ნემსის ფორმის კრისტალები
გასათვალისწინებელი კვლევები
შარდმჟავა შრატში
ტესტი
პოდაგრა შესაძლოა განვითარდეს შარდმჟავას ნორმალური მაჩვენებლის როგორც ქვედა, ასევე ზედა ზღვარზე.[59]
უნდა განისაზღვროს შეტევის კუპირებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ, ვინაიდან შეტევის დროს შესაძლოა მივიღოთ ცრუ დაბალი ან ცრუ ნორმალური პასუხი.[59]
დიდ ბრიტანეთში, შრატის ურატის დონე 360 მიკრომოლ/ლ (6 მგ/დლ) ან მეტი ადასტურებს პოდაგრის დიაგნოზს. თუ პოდაგრის გამწვავების დროს შრატში ურატის დონე 360 მიკრომოლ/ლ (6 მგ/დლ) ქვემოთაა და პოდაგრაზეა ეჭვი, ტესტი უნდა განმეორდეს გამწვავებიდან მინიმუმ ორი კვირის შემდეგ.[53]
შედეგი
მამაკაცებში >420 მიკრომოლი/ლ (7 მგ/დლ); ქალებში >360 მიკრომოლი/ლ (6 მგ/დლ)
ულტრაბგერითი გამოკვლევით
ტესტი
ულტრაბგერით გამოვლენილი ეროზიები ყველაზე ხშირად გვხვდება მეტატარზოფალანგურ და მეტაკარპოფალანგურ სახსრებში.[77]
ულტრაბგერით მოპოვებული ნიშნები, მათ შორის ტოფუსები და ეროზია ორმაგი კონტურის ნიშანთან ახლოს, ხასიათდება 65%-იანი მგრძნობელობით და დაახლოებით 90%-იანი სპეციფიკურობით.[60][61]
ულტრაბგერა რეკომენდირებულია დიდ ბრიტანეთში პაციენტებისთვის, თუ სახსრის პუნქცია შეუძლებელია, ან თუ პოდაგრის დიაგნოზი გაურკვეველია.[53]
შედეგი
ეროზიები, ტოფუსები, ორმაგი კონტურის ხაზი
ორმაგენერგიული კომპიუტერული ტომოგრაფია
ტესტი
შეიძლება იყოს გამოსადეგი პოდაგრის დიაგნოზისთვის, როდესაც ის კითხვის ნიშნის ქვეშაა, ან პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ უკუჩვენებები, ან რომლებიც უარს ამბობენ სახსრის პუნქციაზე.[53][62][63][64]
მტკიცებულებების თანახმად, ორმაგ ენერგიული კომპიუტერული ტომოგრაფია საფუძვლიანი, სარწმუნო ინსტრუმენტია და უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე რადიოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია. ამასთანავე, შედეგები დარდება ულტრაბგერის მონაცემებს.[65][66][67]
შედეგი
ეროზიები, ტოფუსები, ორმაგი კონტურის ხაზი
დაზიანებული სახსრების რენტგენოლოგიური კვლევა (X-ray)
ტესტი
რადიოგრაფიულ კვლევების დიაგნოსტიკური სარგებელი შეზღუდულია.[52] გვიანი/მძიმე პოდაგრას დროს, რადიოგრაფიული ცვლილებები გვეხმარება ქრონიკული პოდაგრის სხვა სახსროვანი დაავადებებისგან გარჩევაში.[69]
რენტგენოლოგიური კვლევის შედეგები, რომლებიც მიუთითებს პოდაგრაზე: რბილი ქსოვილების დაჩრდილვა, რომელსაც ახლავს მკვრივი დაჩრდილვა რბილ ქსოვილებსა და ძვალს შორის, სახსრების და პერიარტიკულური ძვლის ეროზია და ოსტეოფიტები დაჩრდილვისა და ეროზიის კიდეებზე.[70]
ეროზიების საპოვნელად რეკომენდებულია მტევნებზე დაკვირვება.
შედეგი
სახსრის გარშემო ეროზიები (შეიძლება ჰქონდეს შვერილი საზღვარი ან "ამოტეხილი" შესახედაობას)
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას