ეპიდემიოლოგია

პოდაგრის გავრცელებისა და სიხშირის შეფასებები ფართოდ განსხვავდება შესწავლილი პოპულაციისა და გამოყენებული მეთოდების მიხედვით. გლობალურად მოხსენებული პრევალენტობა მერყეობს <1%-დან 6.8%-მდე, ხოლო სიხშირე მერყეობს 0.58-დან 2.89-მდე 1000 მოსახლეზე წელიწადში.[1] მსოფლიოში პოდაგრის 41,2 მილიონი შემთხვევაა რეგისტრირებული, ამასთანავე ყოველწლიურად 7,4 მილიონი შემთხვევა რეგისტრირდება. სიხშირე გაიზარდა 7.2%-ით, ხოლო პრევალენტობა 5.5%-ით 1990-2017 წლებში. გავრცელების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში, კანადასა და ომანში.[2]

პოდაგრა უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში და იზრდება ასაკთან ერთად ორივე ჯგუფში.[2]

გავრცელება მერყეობს გეოგრაფიულად და რასობრივად, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა წყნარი ოკეანის ქვეყნებში, ავსტრალიასა და აშშ-ში 2017 წელს.[2] მაორის მამაკაცების დაახლოებით 9.3%-დან 13.9%-მდე და წყნარი ოკეანის კუნძულების მამაკაცების 14.9%-ს აწუხებს პოდაგრის მძიმე ფორმა.[3][4]

პოდაგრის პრევალენტობა აშშ-ს მოზარდებში 2016 წელს იყო 3.9% (9.2 მილიონი ადამიანი), აქედან 5.2% იყო მამაკაცი და 2.7% ქალი.[5] შეერთებულ შტატებში პოდაგრის წლიური სიხშირე 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში შეფასებულია 1,6 1000-ზე მამაკაცებში და 0,3 1000 -ზე ქალებში.[6]

გაერთიანებული სამეფოს პირველადი ჯანდაცვის პრაქტიკის მონაცემები გამოყენებული იქნა პოდაგრის გავრცელების (2,49%) და სიხშირის (1,77 1000 მოსახლეზე წელიწადში) შესაფასებლად 2012 წელს.[7] 1997 წლიდან ინსიდენტთან და გავრცელების მაჩვენებლებთან შედარებით, დაფიქსირდა პრევალენტობის 63.9%-იანი და ავადობის 29.6%-ით ზრდა.[7]

პოდაგრა იშვიათია პრემენოპაუზურ ქალებში.[8]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას