მონიტორინგი
საჭიროა პაციენტების მონიტორინგი განმეორებითი შეტევების აღმოსაჩენად, ტოფუსების ჩამოყალიბების დასადგენად და რადიოგრაფიული ცვლილებების მონიტორინგის მიზნით.
შარდმჟავას დამაქვეითებელი აგენტების მიღების შემთხვევაში, თავდაპირველად რეკომენდებულია შარდმჟავას კონტროლი 1-3 თვეში ერთხელ, შემდეგ კი 6 თვეში ერთხელ (სამიზნე <360 მიკრომოლი/ლ ან <6 მგ/დლ). დიდ ბრიტანეთში, შრატში ურატის დონის ყოველწლიური მონიტორინგი რეკომენდირებულია პოდაგრით დაავადებული პაციენტებისთვის, რომლებიც აგრძელებენ ურატ-დამაქეითებელ თერაპიას შრატში სამიზნე ურატის დონის მიღწევის შემდეგ.[53]
რეკომენდებულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების და კოლხიცინის გვერდითი ეფექტების მონიტორინგი, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების, კოლხიცინის და ალოპურინოლის შემთხვევაში 3-6 თვეში ერთხელ რეკომენდებულია სისხლის საერთო ანალიზი, თირკმლის ფუნქციური ტესტები და ღვიძლის ფუნქციური სინჯი.
ალოპურინოლის დაწყებისას პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრ მონიტორინგზე მედიკამენტებით გამოწვეული ჰიპერმგრძნობელობის სინდრომზე (ცხელება, ეოზინოფილია, გავრცელებული გამონაყარი, სახის შეშუპება და მულტისისტემური უკმარისობა).[138]
კოლხიცინის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს ნეირომიოპათიასთან. პრობენეციდის ფონზე შეიძლება მოიმატოს ნეფროლითიაზის რისკმა.[57]
ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების უმრავლესობას, მათ შორის ალოპურინოლს, ახასიათებს მრავლობითი წამალთშორისი ურთიერთქმედებები, რის გამოც შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტების დოზების კორეგირება.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას