კრიტერიუმები
რევმატოლოგიის ამერიკული კოლეჯი (ACR), წინასწარი კრიტერიუმები პირველადი პოდაგრის მწვავე ართრიტის კლასიფიკაციისათვის[54]
დიაგნოზის კრიტერიუმებია:
1. დამახასიათებელი მონონატრიუმის ურატის კრისტალები სახსრის სითხეში, ან
2. დამახასიათებელი მონონატრიუმის ურატის კრისტალები ტოფუსში, ან
3. ჩამოთვლილთაგან ≥6 კრიტერიუმის არსებობა
მწვავე ართრიტის ერთზე მეტი შეტევის ეპიზოდი
მაქსიმალური ანთება ჩამოყალიბდა 1 დღის ფარგლებში
მონოართრიტული შეტევა, სიწითლე სახსრების ზედაპირზე
მტკივნეული ან შეშუპებული მეტატარზოფალანგური სახსარი
პირველი მეტატარზოფალანგური სახსრის ცალმხრივი შეტევა
კოჭის სახსრის ცალმხრივი შეტევა
ტოფუსი (დადასტურებული ან საეჭვო)
ჰიპერურიკემია
რენტგენოგრაფიულად ასიმეტრიული შეშუპება სახსარში
რენტგენოგრაფიულად ქერქქვეშა ცისტა ეროზიების გარეშე
მიკროორგანიზმზე უარყოფითი სახსრის კულტურა შეტევის დროს
რევმატოლოგიის ამერიკული კოლეჯი/ევროპული ლიგა რევმატიზმის წინააღმდეგ (ACR-EULAR) პოდაგრის კლასიფიკაციის კრიტერიუმები[55][56]
2015 წელს ამერიკის რევმატოლოგიის კოლეჯმა გამოაქვეყნა ახალი კლასიფიკაციის კრიტერიუმები; თუმცა, აღნიშნული კრიტერიუმების შექმნის მიზანი იყო იმ პაციენტების იდენტიფიცირება, რომლებიც ერგებოდნენ კლინიკურ კვლევაში ჩართვის საჭიროებებს. ეს კრიტერიუმები პოდაგრის დიაგნოსტიკისთვის არ შექმნილა.[55][56]
2015 წლის კლასიფიკაციის კრიტერიუმების მგრძნობელობა არის 92%, ხოლო სპეციფიკურობა- 89%.
კრიტერიუმები მოიცავს კლინიკურ, რადიოლოგიურ და ლაბორატორიულ ნიშნებს.
მაქსიმალური შესაძლო ქულა არის 23, ხოლო ზღვრული ქულა- 8 ნიშნავს, რომ პაციენტს პოდაგრა აქვს.
კლასიფიკაციის აღნიშნული კრიტერიუმების უნიკალური მახასიათებელია უარყოფითი ქულის 2 კატეგორია. კერძოდ, თუ სინოვიური სითხე უარყოფითია მონონატრიუმის ურატის კრისტალებზე, ჯამურ ქულას აკლდება 2 ქულა. მსგავსად, თუ შრატში ურატის დონე არის <240 მიკრომოლ/ლ (<4 მგ/დლ), ჯამურ ქულას აკლდება 4 ქულა.
ხელმისაწვდომია ონლაინ კალკულატორები. ACR-EULAR gout classification criteria calculator Opens in new window
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას