პირველადი პრევენცია

ცხოვრების წესის შესახებ რჩევები კვების, წონის კლების და ფიზიკური დატვირთვის კუთხით რეკომენდებულია უსიმპტომო ჰიპერურიკემიის მქონე პაციენტებში.[52] ასეთ პაციენტებში ურატის შემამცირებელი თერაპიის გამოყენების შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს.[52]

მეორეული პრევენცია

ჰიპერურიკემია ყოველთვის პოდაგრას არ იწვევს, თუმცა ურატის დონის მატებასთან ერთად პოდაგრას ინციდენტობა იზრდება.[9]

თუ პაციენტს აქვს ჰიპერურიკემია და პოდაგრა, მან თავი უნდა აარიდოს ისეთ რისკფაქტორებს, როგორებიცაა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, შარდმდენების გამოყენება, წონის მატება.[140]

თუ პაციენტს აქვს ლიმფოპროლიფერაციული დაავადება და საჭიროებს ქიმიოთერაპიას, ინიშნება ინტრავენური გადასხმები და ალოპურინოლი, რათა შევძლოთ ჰიპერურიკემიისა და ისეთი გართულებების პრევენცია, როგორიცაა თირკმლის მწვავე უკმარისობა (შარდმჟავა ნეფროპათია).[136]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას