შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
54 წლის მამაკაცი უჩივის ძლიერ ტკივილსა და შეშუპებას მარჯვენა ცერა თითში. სიმპტომები ერთ ღამეში განვითარდა. პაციენტი ძლიერი ტკივილის გამო კოჭლობს და აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე ძლიერი ტკივილა, რაც კი ოდესმე ჰქონია ("ტერფის თითი გადასაფარებლის დაფარების დროსაც კი მტკივა"). წარსულში მსგავსი ეპიზოდი არ ჰქონია. ჰიპერტენზიის გამო იღებს ჰიდროქლოროთიაზიდს. სხვა მკურნალობა დანიშნული არ აქვს. დღეში იღებს 2-3 ჭიქა ლუდს. გასინჯვით: ჭარბწონიანობა, მარჯვენა ცერა თითის შეშუპება, სიწითლე, ლოკალური ტემპერატურის მატება და მტკივნეულობა. ასევე ვლინდება ტერფის შუა ნაწილზე მტკივნეულობა, ტემპერატურის მომატება, მსუბუქი შეშუპება.
შემთხვევის ანამნეზი #2
85 წლის მამაკაცს აღენიშნება ხელის მტევნების ორმხრივი შეშუპება და ძლიერი ტკივილი, რომელიც განვითარდა რამდენიმე დღის წინ. აღნიშნული სიმპტომების გამო პაციენტს უჭირს გადასაადგილებელი ხელსაწყოს (walking frame) გამოყენება. ანამნეზში აღსანიშნავია პოდაგრა, თუმცა მსგავსი სიმპტომები მას უწინ არ ჰქონია. გასინჯვით ვლინდება ტემპერატურა: 37.8°C (100.1°F). ვლინდება დიფუზურად თბილი არე, მსუბუქი ერითემა და რბილი შეშუპება ორივე ხელის მტევნის დორსალურ ნაწილზე. ასევე ორმხრივად აღინიშნება მტკივნეულობა და მტევნით მოჭიდების უნარის დაქვეითება. ვლინდება მრავლობითი კვანძები რამდენიმე პროქსიმალური და დისტალური ფალანგთაშორისი სახსრის გარშემო. ასევე განვითარებულია ეფუზია და მტკივნეულობა მარცხენა იდაყვის მორჩის სინოვიურ ჩანთაზე, თან ახლავს პალპირებადი კვანძები.
სხვა გამოვლინებები
პოდაგრა შესაძლოა გამოვლინდეს მწვავე ბურსიტის სახით, განსაკუთრებით იდაყვის მორჩის და კვირისთავის წინა ჩანთაზე. ქრონიკულმა კვანძოვანმა პოდაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს ანთებითი დესტრუქციული პოლიართრიტი. ანთებითი დესტრუქციული პოლიართრიტი, როგორც წესი, ვითარდება შეტევების ხანგრძლივი ანამნეზის (საშუალოდ 10 წელი) მქონე პაციენტებთან, მეტწილად მათთან, რომლებსაც აღენიშნებათ შარდმჟვას მაღალი დონე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ქრონიკული პოდაგრა, რომელიც მიმდინარეობს ტოფუსებით- ვლინდება კვანძები სახსრების გარშემო სტრუქტურებში, ართრიტთან ერთადAdapted from BMJ Case Reports 2009 [doi:10.1136/bcr.03.2009.1668] Copyright © 2009 by the BMJ Group Ltd [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ქრონიკული პოდაგრა, რომელიც მიმდინარეობს ტოფუსებით- კვანძები ვლინდება მტევნებში, იდაყვში, ფეხებში, დუნდულებში და მუცლის კედელზე (ისრები)Adapted from BMJ Case Reports 2009 [doi:10.1136/bcr.03.2009.1668] Copyright © 2009 by the BMJ Group Ltd [Citation ends].
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას