ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ძირითადი რისკფაქტორებია მდედრობითი სქესი, ასაკი <50 წელი, ენტერული ინფექცია წარსულში და ფიზიკური ან სქესობრივი ძალადობის ანამნეზი.

ზოგადად მუცლის სპაზმური ტკივილი ქვედა და/ან შუა კვადრანტში. შესაძლოა იყოს მსუბუქი ან მძიმე ფორმის.

შესაძლოა იყოს დიარეა ან უფრო ხშირად რბილი განავალი, ყაბზობა ან დიარეასა და ყაბზობის მონაცვლეობა. განავლის გამოყოფა ხსნის მუცლის ტკივილს.

ეს იზრდება დღის განმავლობაში და არ არის დაკავშირებული გულისრევასთან ან ღებინებასთან. უმჯობესდება დეფეკაციით ან გაზების გამოყოფით.

საგულიხმო ნიშნები არ იკვეთება. მსუბუქი მტკივნეულობა შესაძლოა გამოვლინდეს მარცხენა ქვედა ან მარჯვენა ქვედა კვადრანტში.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

იშვიათი

ხდება როდესაც პაციენტი სიმპტომურია და თან არ ახლავს სისხლი.

ეს სიმპტომი უფრო ხშირია აზიელ მოსახლეობაში.[10]

რისკფაქტორები

ძლიერი

რამდენიმე კვლევამ დაადგინა რომ სხვა გასტროინტესტინური დაავადების მქონე პაციენტებთან შედარებით ფიზიკური და/ან სქესობრივი ძალადობის ანამნეზი უფრო ხშირია გაღიზიანებული ნაწლავის მქონე პაციენტებში. ბოროტად გამოყენება დაფიქსირდა IBS-ის მქონე პაციენტების 32%-44%-ში.[20][21][22]

ერთ-ერთი მეტა-ანალიზით დადგინდა, რომ ტრავმის შემდგომი სტრესული აშლილობა (PTSD) დაკავშირებულია IBS-ის მომატებულ რისკთან (ჯამური შანსების თანაფარდობა 2.80, 95% CI 2.06-3.54, P <0.001).[31]

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები შესაძლოა დაიწყოს მოზარდობისას ან ზრდასრულობის ადრეულ ასაკში. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის გამოვლინება > 50 წლის ასაკში უჩვეულოა და ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში საჭიროა სიმპტომების ეტიოლოგიის კიდევ უფრო ფრთხილი შეფასება.[15][16]

არსებობს 2:1 ქალის/კაცთან თანაფარდობა იმ პაციენტებს შორის, რომელთაც მოითხოვეს სამედიცინო დახმარება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისთვის.[14]

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს მწვავე ბაქტერიული გასტროენტერიტის შემდეგ პაციენტთა 30%მდე რაოდენობაში.[24][32]

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის რისკი იმატებს, თუ პირველი რიგის ნათესავს ასევე აღენიშნება ეს დაავადება (OR 2.75).[19]

სუსტი

სტრესული ცხოვრებისეული მოვლენები ზოგჯერ დაკავშირებულია სიმპტომების გამწვავებასთან, მაგრამ ამ კავშირის ბუნება გაურკვეველია.​[2]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას