ახალი ტიპის მკურნალობა

მიკრობიოტით მიმართული თერაპიები

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით დაავადებულ პაციენტებს აქვთ მნიშვნელოვანი განსხვავებები მიკრობიოტაში სინდრომის არმქონე ადამიანებთან შედარებით, მაგრამ გაურკვეველია ეს წარმოადგენს მიზეზს თუ ეფექტს.[103][104][105] ზოგიერთი რანდომიზებული პლაცებო-კონტროლირებული კვლევის მიხედვით, IBS-ის მქონე პაციენტებში აღინიშნება სიმპტომატიკის გაუმჯობესება ფეკალური მიკრობიოტის ტრანსპლანტაციის (FMT) შემდეგ, ხოლო სხვა კვლევებში არ ფიქსირდება განსხვავება სიმპტომების კონტროლის თვალსაზრისით FMT-ის მიმღებ და პლაცებოს მიმღებ ჯგუფებს შორის.[106][107][108][109] ფეკალური მიკრობიოტის ტრანსპლანტაცია შესაძლებელია გაკეთდეს კოლონოსკოპიით, ნაზოიეიუნური მილებით ან ტაბლეტებით.

რამოსეტრონი

რამოსეტრონი არის 5HT-3 რეცეპტორის ანტაგონისტი,რომელიც კვლევებში ეფექტური იყო დიარეით მიმდინარე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ქალებსა და კაცებში დიარეისა და მუცლის ტკივილის შემცირებისთვის.[110][111] ყაბზობა გვერდითი ეფექტია პაციენტთა დაახლოებით 10%ში.[112] დამტკიცებულია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იაპონიასა და ინდოეთში, თუმცა არა აშშ-ში ან ევროპაში.

ონდანსეტრონი

ონდანსეტრონი არის 5HT-3 რეცეპტორის ანტაგონისტი, რომელიც უკვე ხანგრძლივი პერიოდია გამოიყენება ღებინების საწინააღმდეგო საშუალებად. ერთ-ერთმა ფართო მოცულობის პროსპექტულმა კვლევამ გამოავლინა, რომ იგი პლაცებოზე მცირედ უფრო ეფექტური იყო დიარეის გაუმჯობესებისა და ზოგადი ჯანმრთელობის კუთხით, დიარეით, როგორც წამყვანი სიმპტომით მიმდინარე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პაციენტებში.[113]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას