ეტიოლოგია

ვარაუდობენ, რომ დაავადება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვეული მოტორიკის შედეგად ვითარდება. არ არსებობს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სპეციფიკური ენდოსკოპიური, ბიოქიმიური, ანატომიური, მიკრობიოლოგიური ან ჰისტოლოგიური ნიშნები, რომელიც დაადგენს ეტიოლოგიას, თუმცა უმეტესად ეს არის ავადმყოფობა რომელსაც ხშირად აქვს რამდენიმე განმაპირობებელი გამომწვევი მიზეზი.

ანთებითი ან იმუნური სისტემის ჩართულობა

ფაქტი, რომ სინდრომი შესაძლოა ახლდეს ნაწლავის ანთებით დაავადებას ან განვითარდეს ბაქტერიული ან პარაზიტული დიზენტერიის შემდეგ, ასევე წარმოშობს ჰიპოთეზას, რომ შესაძლოა არსებობდეს ანთებითი ან იმუნური საფუძველი. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ზოგიერთ პაციენტში დაფიქსირებულია მცირე ცვლილებები, მაგ. ნაწლავის T-ლიმფოციტების ცვლილებები და პოხიერი უჯრედების აუხსნელი დაგროვება ნაწლავის ლორწოვანში.[25][26] თუმცა, მხოლოდ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პაციენტებში, ლორწოვანი გარსის ბიოფსიები, როგორც წესი, ნორმაშია ხოლმე.

ნაწლავის მიკრობიოტა

ნაწლავის მიკრობიოტას შესაძლოა როლი ჰქონდეს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის განვითარებაში, როგორც გარკვეულ საკვებზე, განსაკუთრებით ნახშირწყლებზე, ასევე ეპითელური ბარიერის მთლიანობისა და ენტეროენდოკრინულ სიგნალზე მათი მოქმედებებით. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მიკრობული სურათი უცნობია, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი სავარაუდოდ დაკავშირებულია დისბიოზთან და მიკრობიოტის ნაკლებმრავალფეროვნებასთან.[27][28]

ჭარბი ბაქტერიული ზრდა

ბაქტერიების ჭარბი ზრდა გამოვლინდა IBS-ის მქონე ზოგიერთ პაციენტში, განსაკუთრებით მათ, ვისთანაც ჭარბობს დიარეა.[29]

ნაღვლოვანი მჟავების მალაბსორბცია

როგორც ჩანს, არის IBS და დიარეის მქონე პაციენტების ქვეჯგუფი, რომლებსაც აქვთ ნაღვლის მჟავების მალაბსორბცია, მიუხედავად ნაწლავის დაავადების, ოპერაციის ან წინა ქოლეცისტექტომიის ისტორიის არარსებობისა.[30]

ფსიქოლოგიური სტრესი ან ძალადობა

სტრესი და ემოციური დაძაბულობა ხშირად იწვევს IBS-ის შეტევებს, თუმცა არ არსებობს კონკრეტული პიროვნების პროფილი ან ფსიქიატრიული დიაგნოზი, რომელიც დაკავშირებულია ამ მდგომარეობასთან. ფიზიკური და სქესობრივი ძალადობის ანამნეზი დაფიქსირდა პაციენტთა 32დან-44%ში.[20][21][22] ერთმა მეტაანალიზმა აჩვენა, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) დაკავშირებულია IBS-ის გაზრდილ ალბათობასთან (ერთიანი შანსების თანაფარდობა 2.80, 95% CI 2.06-დან 3.54-მდე, P <0.001).[31]

პათოფიზიოლოგია

მტკიცებულებების უმეტესობა ვარაუდობს, რომ არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორული და სენსორული ასპექტების დისფუნქცია IBS-ის მქონე ადამიანებში.[32] სხვადასხვა სტიმულის საპასუხოდ იცვლება კუჭის რეაქტიულობა (მოტორიკა და სეკრეცია), ეს შეიძლება განპირობებული იყოს გარემო (პირადი სტრესი ან ძალადობა) ან სანათურის ფაქტორებით (გარკვეული საკვები, ბაქტერიული ჭარბი ზრდა ან ტოქსინები ან გათიშვა ან ანთება). შეცვლილმა მოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი, ისევე როგორც ყაბზობა და დიარეა.

არსებობს მტკიცებულება, რომ არსებობს კუჭის ჰიპერმგრძნობელობა ვისცერული ტიპის ტკივილისა და შეგრძნებების გაძლიერების თვალსაზრისით.[1] მაგალითად, როდესაც მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილის ამპულა ან სწორი ნაწლავის სანათური იჭიმება, IBS-ით დაავადებული პაციენტები განიცდიან ტკივილს დაბალი წნევის დროს, ვიდრე ადამიანები IBS-ის გარეშე.[33] IBS-ის მქონე პაციენტებს ასევე აღნიშნებათ თავის ტვინისა და ნაწლავის დისრეგულაცია. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს უფრო დიდი სტრესის რეაქტიულობასა და ენტერული ნერვული სისტემის ეფერენტული სიგნალების მოდულაციასთან ან აღქმასთან.[32]

მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი და წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ჰისტოლოგია მეტწილად ნორმალურია, მცირე ცვლილებები, მათ შორის ნაწლავის T ლიმფოციტების ცვლილებები და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანში პოხიერი უჯრედების აუხსნელი დაგროვება, აღწერილია სინდრომის მქონე პაციენტებში.[25][26] ეს მიუთითებს იმუნური სისტემის შესაძლო მონაწილეობაზე.

კლასიფიკაცია

Rome IV: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ქვეტიპი ძირითადად განავლის დამახასიათებელი სურათით.[2]​​[3]

1. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ყაბზობით (IBS-C): მაგარი ან ხორკლინი განავალი ნაწლავის მოქმედების ≥25%-ში და რბილი ან წყლიანი განავალი ნაწლავის მოქმედების ≤25%-ში.

2. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი დიარეათი (IBS-D): რბილი ან წყლიანი განავალი ნაწლავის მოქმედების ≥25% -ში და მაგარი ან ხორკლიანი განავალი ნაწლავის მოქმედების ≤25%-ში.

3. შერეული გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS-M): მაგარი ან ხორკლინი განავალი ნაწლავის მოქმედების ≤25%-ში და რბილი ან წყლიანი განავალი ნაწლავის მოქმედების ≤25%-ში.

4.დაუზუსტებელი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი: განავლის შემადგენლობის არასაკმარისი პათოლოგია, იმისთვის რომ დააკმაყოფილოს IBS-C, IBS-D ან IBS-M კრიტერიუმი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას