დიფერენციული დიაგნოზები

კრონის დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შესაძლებელი გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით: დაღლილობა, დიარეა, მუცლის ტკივილი, წონის კლება, ცხელება და რექტული სისხლდენა.

სხვა ნიშნები შეიძლება შეიცავდეს პირის ღრუს წყლულებს, პერიანალური კანის წარმონაქმნებს, ფისტულებს, აბსცესებს და ფისტულის არხებს; მუცლის ღრუს გამოკვლევამ შეიძლება გამოავლინოს პალპაციური მასა ილეოკეკალურ მიდამოში; არ არის მასა თითით რექტალური გამოკვლევის დროს.

კვლევები

განავალის კულტურა, მიკროსკოპია და ანტიგენის ტესტირება: უარყოფითი.

განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე: დადებითია.

კუჭ-ნაწლავის ტრქტის ზედა ნაწილისა და წვრილი ნაწლავის სერიები: ლორწოვანი გარსის ედემა და წყლულები სანათურის შევიწროებასთან და სტრიქტურებთან ერთად.

მუცლის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება/მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება: კეროვანი დაზიანებები, ნაწლავის კედლის შესქელება, ირგვლივი ანთება, აბსცესი, ფისტულები.

კოლონოსკოპია: აფტოზური წყლულები, ჰიპერემია, შეშუპება, კვანძოვანი წარმონაქმნების სიხშირე, სეგმენტური დაზიანებები.

წყლულოვანი კოლიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს სისხლიანი დიარეა, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილის ანამნეზი, დეფეკაციის უეცარი მოთხოვნილება, ნაწლავის გარე გამოვლინებები (მაგ. კვანძოვანი ერითემა, ართროპათია) და პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტის ანამნეზი. სწორი ნაწლავის თითით გასინჯვისას წარმონაქმნი არ იკვეთება.

კვლევები

განავალის კულტურა, მიკროსკოპია და ანტიგენის ტესტირება: უარყოფითი.

ჰისტოლოგია: უწყვეტი დისტალური დაზიანება, მუცინის განლევა, ბაზალური პლასმაციტოზი, დიფუზური ლორწოვანი ატროფია, გრანულომების და anal sparing არარსებობა.

კოლონოსკოპია: რექტალური ჩართულობა, გაგრძელებდი უნიფორმული ჩართულობა, ვასკულარული შეფერილობის დაკარგვა, დიფუზური ერითემა, ლორწოვანის მარცვლოვანება, ნორმალური ტერმინალური ილეუმი (ან პანკოლიტის დროს მსუბუქი რეფლუქს-ილეიტი).

მიკროსკოპული კოლიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ქრონიკული წყლიანი, არასისხლიანი დიარეა.

სხვა საერთო სიმპტომებს მიეკუთვნება ხშირი დეფეკაცია, განავლის შეუკავებლობა და ღამის განავალი

უფრო ხშირია 50 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში და ქალებში.

კვლევები

ილეოკოლონოსკოპია მარჯვენა და მარცხენა მსხვილი ნაწლავის ბიოფსიით: ადასტურებს დიაგნოზს.[48]​ მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს აქვს ნორმალური ან თითქმის ნორმალური შესახედაობა.

ბიოფსია: აჩვენებს კოლაგენურ კოლიტს (ანუ გასქელებული ქვეეპითელური კოლაგენური ზოლი ≥10 მიკრომეტრით (ნორმა <5 მიკრომეტრი) ან ლიმფოციტური კოლიტი (ანუ ინტრაეპითელური ლიმფოციტების გაზრდილი რაოდენობა ≥20 100 მიკროჰელური უჯრედის ზედაპირზე (ნორმა <5 მიკრომეტრი). ორივე ტიპი აჩვენებს გაზრდილ ანთებითი ინფილტრატს ლორწოვანი გარსის მემბრანაში.[48]

გლუტენური დაავადება-ცელიაკია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ცელიაკიის მქონე პაციენტებს როგორც წესი აქვთ წონის კლება. ფიზიკური შეფასება ჩვეულებრივ ნორმალურია. ცელიაკიის მქონე ზოგიერთ პაციენტს ექნება ადრეული ოსტეოპოროზი.

კვლევები

ძირითადი ლაბორატორიული ტესტები: შესაძლოა გამოვლინდეს რკინადეფიციტური ანემია, ან პროთრომბინის გახანგრძლივებული დრო, თუმცა ცელიაკიის მქონე ბევრ პაციენტს არ ექნებათ რუტინული ლაბორატორიული პათოლოგიები.

ანტი-ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას ანტისხეულები შეიძლება გამოვლინდეს ცელიაკიის დროს.[44] ცელიაკიის დაავადებისას წვრილი ნაწლავის ბიოფსია იქნება პათოლოგიური ხაოების ნაწილობრივი ატროფიით.

მსხვილი ნაწლავის სიმსივნე

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კოლინჯის კიბოს ზოგჯერ შეუძლია გამოიწვიოს დეფეკაციის ცვლილებები ყაბზობა ან უფრო ხშირად მცირე რაოდენობით განავალი. კოლინჯის კიბოს მქონე ზოგიერთ პაციენტს, მაგრამ არა ყველას ექნებათ განავალში სისხლი და რექტული კიბო შესაძლოა პალპირებადი იყოს სწორი ნაწლავის გასინჯვისას.

კვლევები

სისხლის საერთო ანალიზი: შესაძლოა წარმოდგენილი იყოს რკინადეფიციტური ანემია.

განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე: შეიძლება იყოს დადებითი.

რაოდენობრივი ფეკალური იმუნოქიმიური ტესტი (FIT): გაერთიანებული სამეფოს გაიდლაინები რეკომენდაციას უწევენ სასწრაფო გადაგზავნას მეორად სამედიცინო დახმარებაზე ≥10 მიკროგრამი ჰემოგლობინის/გ განავალზე FIT შეფასებისთვის.

ენდოსკოპია: გამოავლენს ავთვისებიან ზრდას; კოლინჯის კიბოს დიაგნოსტირება შესაძლებელია კოლონოსკოპიით, მაშინ როცა სწორი ნაწლავის, სიგმოიდისა და დაღმავალი კოლინჯის კიბოს ნახვა შესაძლებელია დრეკადი სიგმოიდოსკოპიით.

ბარიუმის ოყნა: მიუხედავად იმისა, რომ ენდოსკოპიაზე ნაკლებ სენსიტიურია, ბევრი კიბოს აღმოჩენაა შესაძლებელი ჰაერით კონტრასტული ბარიუმის ოყნის საშუალებით.

CT კოლონოგრაფია არის მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის ერთ-ერთი მეთოდი.

ნაწლავის ინფექციები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

იმუნოკომპეტენტურ პაციენტებში ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების უმეტესობა მწვავე მიმდინარეობისაა. პარაზიტი Giardia lamblia შეიძლება დაკავშირებული იყოს დიარეასთან, გულისრევასთან და შებერილობასთან. ლამბლიოზი, ზოგჯერ, იწვევს სტეატორეას.

კვლევები

სკრინინგისთვის იყენებენ განავლის ანალიზს, რომელზეც შეიძლება გამოვლინდეს კვერცხები და პარაზიტები ან G lamblia-ს ანტიგენი. უნდა შემოწმდეს სხვადასხვა განავლის სინჯები.

არა-ცელიაკიური სენსიტიურობა გლუტენის მიმართ

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტებს აღენიშნებათ მუცლის შებერვა, მუცლის სპაზმური ტკივილები და დიარეა, რომელიც მსგავსია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს არსებული იმავე სიმპტომებისა.

კვლევები

გამოკვლევების, მათ შორის ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას საწინააღმდეგო ანტისხეულების ტესტის შედეგი უარყოფითია.

არ არსებობს ბიომარკერი.

პაციენტის სიმპტომები უმჯობესდება გლუტენისგან თავისუფალი დიეტის დროს, განსაკუთრებით ხორბლის ამოღების შემდეგ.[49]

ნაღვლოვანი მჟავების მალაბსორბცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტებს აქვთ პერსისტენტული დიარეა. კლინიკურად შეიძლება ვერ გაარჩიოთ დიარეით მიმდინარე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისგან. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიარეული ფორმის მქონე პაციენტების 25%-ზე მეტს ასევე აქვს ნაღვლოვანი მჟავების მალაბსორბცია.[30]

კვლევები

ტესტის შედეგი, რომელიც მიუთითებს ნაღვლის მჟავის მალაბსორბციაზე: განავალში ნაღვლის მჟავის მომატებული დონე 48-საათიანი განავლის სინჯებში; შრატში ფიბრობლასტის ზრდის ფაქტორი 19-ის შემცირებული შემცველობა; <15% დონეზე შენარჩუნებული 23-სელენო-25-ჰომოტაუროქოლის მჟავა (SeHCAT) მიღებიდან 1 კვირის შემდეგ.

ნაღვლის მჟავას ბაინდერით ემპირიული საცდელი მკურნალობის ფონზე სიმპტომები უმჯობესდება.

წვრილ ნაწლავში ჭარბი ბაქტერიული ზრდა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტს აწუხებს მუცლის შებერილობა, დიარეა და მუცლის სპაზმური ტკივილი. ანამნეზში შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავის ანატომიის, მოტორიკისა და კუჭის მჟავას სეკრეციის ცვლილებით მიმდინარე მდგომარეობები (მაგ. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენება ან ნაწლავის ანატომიური პათოლოგიები, როგორიცაა ფისტულა, დივერტიკული, ბრმა მარყუჟები ქირურგიული ჩარევის შემდეგ).[50]

კვლევები

წყალბადის სუნთქვის ტესტი მიუთითებს ბაქტერიების ჭარბი ზრდის შესახებ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას