ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკფაქტორებია პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, კბილის კარიესი, პერიოდონტალური დაავადება, არასრულად ამოჭრილი ან დახშობილი კბილი, კბილის ტრავმა, მოტეხილი კბილი, ზედმეტად დახშობილი, ალკოჰოლის ან წამლის ჭარბი გამოყენება (მაგ. მეტამფეტამინი), დაბალი სოციოეკენომიკური სტატუსი, მალნუტრიცია, გარკვეული ასაკი (მცირეწლოვანი ბავშვები და ხანდაზმულები), რადიოთერაპიამდე პერიოდი ან გარკვეული წამლები (მაგ. ანტიჰისტამინურები, ანტიქოლინერგულები, ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზურები, ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები, იმუნოსუპრესანტები, ბისფოსფონატები, დენოსუმაბი).

იმუნოსუპრესი ან თანმხლები მდგომარეობა ზრდის გართულებების რისკს.

კბილის ტკივილი

ტკივილის/კბილის ტკივილის წინა ანამნეზი შესაძლოა მიანიშნებდეს პერიაპიკალურ აბსცესზე.

პერიაპიკალური აბსცესისას ტკივილი, როგორც წესი, უსწრებს შეშუპებას; მაშინ როცა საწინააღმდეგო ხდება პერიოდონტალური აბსცესის დროს.

რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს ტკივილის სიმძიმეს, მათ შორისაა ანატომიური ადგილმდებარეობა, წამლები და პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

შესაძლოა აგრეთვე წარმოდგენილი იყოს სახის ტკივილი.

არარსებობა ექიმს უნდა მიუთითებდეს, რომ განიხილოს ალტერნატიული ეტიოლოგია.

კბილის თერმული სენსიტიურობა

ცხელზე და/ან ცივზე სენსიტიურობის ანამნეზი მიუთითებს პერიაპიკალურ აბსცესზე.

სტომატოლოგმა შეიძლება შეასრულოს ფორმალური თერმული ტესტირება და/ან პულპას ელექტრული ტესტირება, რათა დაადგინოს კბილის სიცოცხლისუნარიანობის სტატუსი და სიმპტომებისა და ინფექციის წყაროს ადგილდებარეობა მკურნალობამდე, როცა რამდენიმე კბილზეა ეჭვი.

ცხელება

ტემპერატურა მწვავე ინფექციის კარგი პროგნოზული ფაქტორია და უზრუნველყოფს პაციენტის მკურნალობაზე დაქვემდებარების მონიტორინგს.

მიღებისას მაღალი ტემპერატურა და პიკური ტემპერატურა დაკავშირებულია საავადმყოფოში დარჩენის გახანგრძლივებასთან.[35]

შეშუპება პირის ღრუს შიგნით/ან პირის ღრუს გარეთ

ფესვის აპიქსზე ან მასთან ახლოს შეშუპებას წინ უსწრებს ტკივილი, რომელიც უმეტესად განპირობებულია პერიაპიკალური აბსცესით. პერიოდონტალური აბსცესისას შეშუპება დაიწყება ღრძილის კიდესთან ახლოს და როგორც წესი წინ უძღვის ტკივილს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ადგილმდებარეობა და მდგრადია თუ არა შეშუპება. არამდგრადობა მიუთითებს ადგილობრივად ჩირქის დაგროვებაზე და შესაძლოა კარგი ადგილი იყოს ასპირაციის გზით კულტურის მისაღებად. ცელულიტი როგორც წესი მდგრადია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოდონტოგენური ინფექციით განპირობებული მარცხენა ყბის ერითემისა და მდგრადი ანგიოედემის მქონე პაციენტიFrom the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4951c74f[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოდონტოგენური ინფექციიდან გამომდინარე სახის მარცხენა მხარის შეშუპების მქონე ბავშვიFrom the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3570f39

ერითემა პირის ღრუს შიგნით/ან პირის ღრუს გარეთ

სიწითლე, შეხებისას სითბო შესაძლოა იყოს ადრეული კლინიკური ნიშანი, რომელიც წინ უძღვის შეშუპებას ან ამის ნახვა შესაძლებელია ხილვადი ან პალპირებადი შეშუპების პარალელურად.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოდონტოგენური ინფექციით განპირობებული მარცხენა ყბის ერითემისა და მდგრადი ანგიოედემის მქონე პაციენტიFrom the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@dd79964

გამონადენი პირის ღრუს შიგნით/ან პირის ღრუს გარეთ

ჩირქოვანი გამონადენი ვითარდება ფისტულის საშუალებით (პარულისი) პერიაპიკალური აბსცესით დაზიანებული კბილის აპიქსთან ახლოს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პანორამული რენტგენოგრაფია პირის ღრუს შიგნით ფისტულას gutta percha tracking-ით; აჩვენებს დიდ პერიაპიკალურ რენტგენოგამჭირვალობას, რაც დაკავშირებულია ფესვის არხის წარუმატებელ მკურნალობასთან ( აღსანიშნავია მრავალ ფესვიანი კბილის არხის მკურნალობა).From the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3c3d72d6[Figure caption and citation for the preceding image starts]: პირის ღრუს გარეთ სინუსური ტრაქტი მარჯვენა უკანა კისრის მხარე დაკავშირებულია ქვედა ყბის პირველი ძირითადი კბილის ნეკროზთან.From the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6992786e

პერიოდონტალურ აბსცესთან ერთად დრენირება უმეტესად ვითარდება პერიოდონტალური ჯიბის საშუალებით.

როგორც კი ინფექცია პროგრესირებს, იგი მოიცავს რამდენიმე ფასციალურ სივრცეს, შეიძლება განვითარდეს სპონტანური დრენაჟი. ეს შესაძლოა იყოს პირის ღრუს შიგნით და/ან პირის ღრუს გარეთ

ტრიზმი (პირის გაძნელებული/არასრული გაღება საღეჭი კუნთების სპაზმის გამო)

შესაძლოა ნანახი იყოს, ვინაიდან ზოგიერთი ოდონტოგენური ინფექცია მოიცავს საღეჭ კუნთებს, პირის ღრუს ფსკერსა და კისერს.

პირის ნორმალური გაღება მერყეობს 35-დან -45მმ-მდე. პირის <10 მმ გაღება მიუთითებს მძიმე ფორმის ტრიზმზე, მაშინ როცა 10-დან -20 მმ მიუთითებს საშუალო ტრიზმზე და 20-დან-30 მმ მიუთითებს მსუბუქი ფორმის ტრიზმუსზე[29]

მძიმე შემთხვევებში შესაძლოა შეიზღუდოს პერორალურად საკვების მიღება, რაც გავლენას მოახდენს პაციენტის ნუტრიციულ და ჰიდრატაციულ სტატუსზე და აგრეთვე გაურთულებს ექიმს პირის ღრუს გასინჯვას.

მძიმე ფორმის ინფექციაზე მიმთითებელი.[15]

კბილის პერკუსიაზე მგრძნობელობა

შესაძლოა მიუთითებდეს თუ რომელი კბილია ჩართული. ძირითადად, პერიოდონტალური აბსცესებისას მომატებული მგრძნობელობაა ლატერალური პერკუსიისას და პერიაპიკალური აბსცესებისას მომატებული მგრძნობელობა იქნება აპიკალური (ვერტიკალური) პერკუსიისას.

მოძრავი კბილი

შესაძლოა განპირობებული იყოს ადგილობრივი ტრავმით, ანთებით, რომელიც დაკავშირებულია პერიაპიკალურ აბსცესთან ( ხშირად დაკავშირებულია დაზიანებული კბილის გადაადგილებასთან?) ან განვითარდეს დამხმარე ძვლის დაკარგვის შემდგომ, რაც დაკავშირებულია შორს წასულ პერიოდონტალურ დაავადებასთან.

ღრმა პერიოდონტალური ჯიბე, სისხლდენა, ღრძილის ჩაღრმავება

კბილის პრობირება კეთდება სტომატოლოგის მიერ, რათა შეამოწმოს ღრძილის ღარის სიღრმე, რომელიც გარს ერტყმის კბილს.

ღრმა პერიოდონტალური ჯიბე (ე.ი >3მმ) წარმოდგენილია ძვლის დაკარგვასთან ერთად, რაც დაკავშირებულია პერიოდონტალურ დაავადებასთან. შესაძლოა მოხდეს ამ ჯიბის ობსტრუქცია, რაც იწვევს პერიოდონტალურ აბსცესს.

გამოკვლევასთან დაკავშირებული სისხლდენა მიუთითებს ანთებას, გინგივიტს ან პერიოდონტიტს. როდესაც წარმოდგენილია ხანგრძლივად მყოფი პერიოდონტალური დაავადება, ღრძილის ჩაღრმავება ხშირადაა ნანახი ფესვის ნაწილობრივ ექსპოზიციასთან და კბილის მოძრაობასთან ერთად.

კბილის ირგვლივ ძვლის კარგვა

ნანახია შორსწასული პერიოდონტალური დაავადების დროს.

კლინიკურად პაციენტებს ხშირად აქვთ დაკავშირებული ღრძილის ჩაღრმავება, ხშირად ფესვის ექსპოზიციასთან ერთად.

პერიაპიკალურ ან პანორამულ რენტგენოგრაფიაზე ვლინდება როგორც ჰორიზონტალური და/ან ვერტიკალური ძვლის დანაკარგი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პანორამული რენტგენი აჩვენებს ზოგად შორსწასულ ჰორიზონტალური პერიოდონტალური ძვლის დაკარგვას პერიაპიკალურ რენტგენოგამჭირვალობასთან ერთად (იხილეთ ისარი) რაც დაკავშირებულია მარცხენა ქვედა ყბის პირველ დიდ ძირითად კბილთან (მოლართან).From the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6be88bb8

ამოწეული/ამოგდებული კბილი

ხდება პერიაპიკალურ აბსცესთან დაკავშირებული ანთებისას, ხშირად დაკავშირებულია კბილის ფიზიოლოგიურ მოძრაობასთან და ღეჭვის დროს ძლიერ ტკივილთან, რაც განპირობებულია ჰიპეროკლუზიით.

აღმოიფხვრება პერიაპიკალური პათოლოგიის მკურნალობით და დაკავშირებული ანთების ალაგებით.

ტაქიპნოე

მსუბუქიდან-ზომიერთი ინფექციის დროს, სუნთქვის სიხშირე შესაძლოა მცირედით მომატებული იყოს, სუნთქვის ნორმალური სიღრმით. თუმცა, მძიმე ფორმის ინფექცია არღვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და სუნთქვა შესაძლოა სწრაფი და ზედაპირული იყოს.

იშვიათი

დისფაგია/ნერწყვდენა

შესაძლოა განვითარდეს ყელისა და პირის ღრუს ფსკერის საშუალოდან-მძიმე ფორმის ინფექცია, ისევე როგორც პარაფარინგული ან რეტროფარინგული აბსცესი ან ლუდვიგის ანგინა (პირის ღრუს ფსკერის ცელულიტი).

შესაძლოა შეზღუდოს პერორალურად საკვების მიღება და გავლენა მოახდინოს პაციენტის ნუტრიციულ და ჰიდრატაციულ სტატუსზე.

მძიმე ფორმის ინფექციაზე მიმთითებელი.[15]

დისფონია

აღწერილია როგორც "ცხელი კარტოფილის" ხმა.

ჩახშობილი ხმა დაკავშირებულია ფარინგულ/ პერიტონზილურ ჩართულობასთან და სასუნთქი გზების კომპრომისის შესაძლო გაუარესებასთან.[11]

დისპნოე/ რესპირატორული სტრიდორი

პაციენტები, რომელთაც აქვთ სუნთქვის გართულების ნებისმიერი ნიშანი საჭიროებს დაუყოვნებლივ შეფასებას და ჩარევას, რათა მოხდეს სასუნთქი გზების ობსტრუქციის სრული პრევენცია.

პოზირება

სერიოზული ნიშანია, როდესაც არის სასუნთქი გზების ნაწილობრივი ობსტრუქცია, რომლის დროსაც პაციენტები პოზას იცვლიან, რათა ცდილობენ გამოასწორონ სუნთქვა და ცუდად კონტროლირებად სეკრეციებს საშუალებას აძლევენ გამოვიდნენ გარეთ, სასუნთქი გზებიდან შორს.

ენის კლიტის დევიაცია

სასუნთქი გზების გაუარესების ნიშანი.

ნანახია ლატერალური ფარინგული სივრცის ინფექციისას, ტონზილები, ლატერალური ფარინგული კედელი და ენის კლიტე გადაიხრება მოპირდაპირე მხარეს.

აციენტებს როგორც წესი აქვთ ყელის ძლიერი ტკივილი და მსუბუქი ფორმის ტრიზმი.

პირის ღრუს ფსკერის აწევა

შესაძლოა დაკავშირებული იყოს მილოჰიოიდური კუნთის ზემოთ აბსცესთან, რომელიც მოიცავს ენისქვეშა სივრცეს.

პაციენტები ხშირად აღნიშნავს ყლაპვის გაძნელებას ან ენის გადიდებას

სასუნთქი გზების მოსალოდნელი გაუარესების ნიშნები

ჰიპოტენზია

არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მოცულობის შემცირებასთან ან სეფსისთან.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ჰალითოზი/ ცუდი გემო პირის ღრუში

ვითარდება ბატერიის მეორეულად ჩართვისას, რომელიც იწვევს კბილის დაზიანებას, გოგირდის ნაერთების გამოთავისუფლებას, რაც სუნთქვას დამახასიათებელ სუნს ანიჭებს და პირის ღრუში ტოვებს ცუდ/მწარე გემოს.

ხშირი ნიშანია კბილის დაზიანებისას და კბილის ინფექციის შემდგომი განვითარებისას.

იშვიათი

ქსეროსტომია

შესაძლოა იყოს ხანმოკლე პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია სერიოზულ ოდონტოგენურ ინფექციასთან, დისფაგიასა და ტრიზმთან ერთად, რაც ზღუდავს პირის ღრუში საკვების მიღებას ან უფრო ხანგრძლივი პრობლემა, რაც უკავშირდება თავისა და კისრის რადიაციას, სანერწყვე ჯირკვლის დაავადებას, შაგრენის სინდრომს, დიაბეტს ან წამლის არასასურველ ეფექტს.

ეტიოლოგიის მიუხედავად, როდესაც შემცირებულია ნერწყვის დინება, იზრდება გინგივიტისა და კბილის დაზიანების რისკი.

ნევროლოგიური ნიშნები

ნებისმიერი ტიპის ნევროლოგიური ცვლილებები მიუთითებს ინფექციის პროგრესირებას.

შესაძლოა ვარირებდეს ადგილობრივად ნერვის დაზიანებიდან/კომპრესიიდან (მაგ. პარესთეზია) ცენტრალური ნერვული სისტემის ცვლილებების განვითარებამდე (რაც დაკავშირებულია მენინგიტთან, ცერებრალურ აბსცესთან, კავენოზული სინუსის თრომბოზთან ან ცუდი რესპირატორული პერფუზიის და სასუნთქი გზების ობსტრუქციის მეორეულ ცნობიერების მოშლასთან).

ცნს გართულებებთან ერთა ხშირადაა ნანახი თვალის ნიშნები (მაგ. თვალის ტკივილი, ფოტოფობია, დიპლოპია, პროპტოზი, პაპილარული დილატაცია, მხედელობის ნერვის დისკოს შეშუპება, ოფთალმოპლეგია, მხედველობის დაკარგვა).[11]

რისკფაქტორები

ძლიერი

პირის არასრულფასოვანი ჰიგიენა

ზოგადად პირის ღრუს ცუდი ჯანმრთელობა ადამიანებს ოდონტოგენური ინფექციებისადმი მიდრეკილს ხდის და ასეთ ადამიანებში ხშირადაა ჩართული რამდენიმე ფასციალური სივრცე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, კბილის მოვლის ნაკლებობასთან და კბილის დაზიანებასთან ერთად.From the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@1060fd0d

ინფექციისადმი სისტემური პასუხი და ინფექციის მიმდინარეობა უფრო მძიმეა კბილის ცუდი ჯანმრთელობის მქონე პაციენტებში, რომელთაც ადრე სტომატოლოგიური მკურნალობა არ ჩაუტარებიათ. ამ პაციენტებს, პაციენტების სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით, აქვთ ინფექციის რამდენიმე ადგილი.[12][13][14]

კბილის კარიესი

მძიმე ფორმის ოდონტოგენური ინფექციების პროსპექტულმა კვლევამ, რომლისთვისასც საჭირო იყო ჰოსპიტალიზაცია, გამოავლინა, რომ კბილის კარიესი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი იყო პაციენტთა 65%-ში.[15][Figure caption and citation for the preceding image starts]: პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, კბილის მოვლის ნაკლებობასთან და კბილის დაზიანებასთან ერთად.From the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@34b0be24

პერიოდონტალური დაავადება

გინგივიტმა შეიძლება გამოიწვიოს პერიოდონტალური დაავადება დამხმარე პერიოდონტალური ძვლის შეუქცევადი კარგვითა და პერიოდონტალური იოგის კომპრომისით. ბაქტერიულ ინვაზიასთან ერთად შესაძლებელია პერიოდონტალური აბსცესის განვითარება.

პერიოდონტალურ დაავადებას ყოველთვის წინ უძღვის გინგივიტი; თუმცა შესაბამისი მკურნალობისას ყველა გინგივიტის შემთხვევა არ პროგრესირებს პერიოდონტიტიმდე.

არასრულად ამოჭრილი ან დახშობილი კბილი

მძიმე ფორმის ოდონტოგენური ინფექციების, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდნენ, პროსპექტულ კვლევაში ნაწილობრივ ამოჭრილი ან დახშული ქვედა მესამე ძირითადი კბილი (სიბრძნის კბილი) იყო ყველაზე მეტად დაკავშირებული, რაც გამოვლინდა პაციენტთა 68%-ში.[15][16]

კბილის ტრავმა

ადგილობრივმა ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს კბილის დაზიანება ან მოტეხილობა შემდგომ პულპის ნეკროზითა და პერიაპიკალური აბსცესის განვითარებით ან უცხო სხეულის ინდუქცია და ღრძილის აბსცესის განვითარება.

ტრავმის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს უეცარი ან დაყოვნებული გართულებები, შიდა და გარე შესაძლო რეზორბციით ან პულპას ნეკროზით. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს რამდენიმე წლის შემდეგ.

მოტეხილი კბილი

მოტეხილობები შეიძლება განპირობებული იყოს ტრავმით, დაზიანებით, ბრუქსიზმით ან შორსწასული პერიოდონტალური დაავადებით. ისინი შესაძლოა გაფართოვდეს ემალში, დენტინში ან პულპაში და განვითარდეს შეუქცევადი პულპიტი ან პულპური ნეკროზი და პერიაპიკალური პათოლოგია.

ჭარბი დახშობა

შესაძლოა განპირობებული იყოს დაუმუშავებელი საკვებით, ქცევით ან ფაიფურის საპირისპირო კბილების პროთეზით. როდესაც ეს ნელა ხდება, შესაძლოა იყოს პულპის ქსოვილის ატროფია; თუმცა როდესაც ეს სწრაფად ხდება, პულპის ნეკროზი ვითარდება, რომელიც იწვევს კბილის აბსცესის განვითარებას თუ არ მოხდა მისი მკურნალობა.

ალკოჰოლის ან მედიკამენტების/ნარკოტიკების არასწორი მოხმარება

წამლის ქრონიკული ან ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება ხშირადაა დაკავშირებული კვების ცუდ სტატუსთან და ორგანიზმის დამცავი მექანიზმების შემცირებასთან, ისევე როგორც ადგილობრივ მაპროვოცირებელ ფაქტორებთან, როგორიცაა პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, კბილის კარიესი, უკონტროლო პერიოდონტალური დაავადება და სხვა სოციალურ, ოჯახურ თუ ფსიქოლოგიურ ფაქტორებთან.[17]

ადამიანები, რომლებიც მეტამფეტამინს იყენებენ კბილის დაავადების მაღალი სიხშირე აქვთ. პირველ რიგში მოულოდნელად, მოწევა ან წამლების შესუნთქვა , ინექციისგან განსხვავებით ნაკლებად რისკფაქტორულია.[18]

დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსი

რეტროსპექტულმა დემოგრაფიულმა კვლევამ დაადგინა კავშირი დაბალ სოციოეკონომიკურ სტატუსისა და ცუდ ჯანმრთელობას შორის, რომელიც ფიქრობენ რომ დაკავშირებულია ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა მომსახურების ხელმისაწვდომობის გართულება; განათლების დაბალი დონე, კბილის ინფექციების დროით მართვის დაბალი ცნობიერება; ტრავმის გაზრდილი პრევალენტობა; და კვებასთან, მოწევასთან, ალკოჰოლის მოხმარებასთან და ნივთიერებების არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ცუდი ჩვევები.[1][19]

მალნუტრიცია

ზოგადი მალნუტრიციული სტატუსი აზიანებს პაციენტის უნარს, რათა ჰქონდეს ინფექციების მიმართ რეზისტენტობა, ისევე როგორც არსებული ინფექციიდან გამოჯანმრთელებაზე. მალნუტრიცია შეიძლება ქრონიკულად მოხდეს პაციენტთა ბევრ ჯგუფში, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან, მათ შორისაა ასაკი, კვების ჩვეულება, სოციოეკონომიკური ფაქტორები, წამლებისა და ალკოჰოლის ჭარბი მიღება ან სამედიცინო პრობლემები, რაც არღვევს საკვების შეწოვას. მალნუტრიციის უფრო მწვავე შემთხვევა შესაძლოა განვითარდეს მეორეულად კბილის ინფექციასთან დაკავშირებული ცუდი კვების გამო.[11]

ასაკი

ჩვილებს შესაძლოა არ ჰქონდეთ სრულად განვითარებული იმუნური სისტემა ან ანტისხეულების წარმოქმნა. ხანდაზმულ პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ T-უჯრედების შემცირებული ფუნქცია, სხვა კონკურენტულ მდგომარეობებთან ერთად, რაც აზიანებს მათ დაცვით მექანიზმებს. გარდა ამისა ამ პოპულაციაში შესაძლებელია სწრაფად განვითარდეს კვების კომპრომისი და მოცულობის შემცირება.[11]

უპირატესი რადიოთერაპია

რადიოთერაპიის სისტემური ეფექტები შეიძლება იყოს ლეიკოციტების აქტივობისა და ანტისხეულების წარმოქმნის შემცირება, რაც ზრდის ინფექციის რისკს.

თავისა და კისრის რადიაცია იწვევს ქსეროსტომიას, რაც ზრდის კბილის კარიესის რისკს.

თავისა და კისრის მაღალმა დასხივებამ შესაძლოა პაციენტი განაწყოს ოსტეორადიონეკროზისადმი, რომელიც შესაძლოა სპონტანურად განვითარდეს მინიმალური ტრავმის შემდეგ ან ოპერაციის შემდეგ, რომელიც შეიძლება საჭირო იყოს კბილის აბსცესის მართვისთვის.[11]

გარკვეული წამლები

გარკვებულ წამლებს (მაგ. ანტიჰისტამინურები, ანტიქოლინერგულები, ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზურები) შეუძლია გამოიწვიოს ქსეროსტომია, რომელიც ზრდის გინგივიტისა და კბილის კარიესის რისკს.

ქრონიკული ტკივილის ოპიოიდ ტკივილგამაყუჩებლებით მართვამ შესაძლოა შენიღბოს საწყისი სიმპტომები, რაც გამოიწვევს გამოვლინების დაყოვნებასა და უფრო შორსწასულ ინფექციას.

უახლოეს წარსულში ანტიბიოტიკების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წამლის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმებით უფრო აგრესიული ინფექცია.

ქიმიოთერაპიის აგენტებს, კორტიკოსტეროიდებსა და სხვა იმუნოსუპრესანტებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდონ ინფექციის რისკი და პაციენტი განაწყონ უფრო აგრესიული ინფექციის მიმართ, რაც განპირობებულია მასპინძლის ნორმალური დაცვის მექანიზმის შემცირებით.

ბიფოსფონატებმა და დენოსუმაბმა შეიძლება გამოიწვიოს ყბის ოსტეონეკროზი.[20] ოსტეონეკროზმა შეიძლება გამოიწვიოს ახლომდებარე კბილების სიცოცხლისუნარიანობის დაკარგვა და მათთან დაკავშირებული კბილის აბსცესისა და ინფექციის განვითარება.

იმუნოსუპრესია ან თანმხლები მდგომარეობები (გართულებების მაღალი რისკი)

თანმხლები მდგომარეობები, როგორიცაა დიაბეტი, ანემია, კიბო , წამლის ჭარბი გამოყენება ან ნევროლოგიური, პულმონური ან ფსიქოლოგიური დაავადებები დაკავშირებულია პირის ღრუს აბსცესის ან ცელულიტის გამო გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციასთან.[21][22][23][24][25]

სუსტი

კბილის აღდგენა

კბილის აღდგენა შესაძლოა იყოს კბილის პულპასთან ახლოს და გამოიწვიოს შეუქცევადი პულპიტი და შემდგომ პულპას ნეკროზი. პროსპექტულმა კლინიკურმა კვლევამ დაადგინა კავშირი ამალგამის აღდგენასა და რენტგენოგამჭირვალობის ზომას შორის იმ პაციენტებში, რომელთაც განუვითარდათ ოდონტოგენური ინფექციები.[26]

ბრუქსიზმი

კბილის ქრონიკულმა დასუფთავება შესაძლოა გამოიწვიოს დენტინის ექსპოზიცია ან ჩამოტეხილი/მოტეხილი კბილი რომელმაც, თუ მკურნალობა არ მოხდა შეიძლება გამოიწვიოს პულპის ნეკროზი და კბილის აბსცესის განვითარება.

ფესვის არხის წინა წარუმატებელი მკურნალობა

ფესვის არხის (ენდოდონტური) მკურნალობა მოიცავს დაინფიცირებული ან დანეკროზებული პულპური ქსოვილის მოშორებას, რომელიც არის კბილის აბსცესის/ინფექციის წყარო. ფესვის არხის მკურნალობის უმეტესობა წარმატებულია, თუმცა შემთხვევათა 5-15%-ში ენდოდონტური მკურნალობა[27][28] წარუმატებელია, რაც განპირობებულია დამატებითი არხებით, არასრული ოკლუზიით, ფესვის მოტეხილობით ან ნარჩენი პერიაპიკალური ცისტით, კბილის აბსცესის ან ინფექციის განვითარებასთან ერთად, რაც დაკავშირებულია ენდოდონტურ წარუმატებელ კბილთან/ადგილთან.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პანორამული რენტგენოგრაფია აჩვენებს ორმხრივ დაზიანებულ ძირითად კბილს ქვედა ყბაზე და ფესვის არხის წარუმატებელ მკურნალობას, პერიაპიკალურ დაზიანებას, რომელიც დაკავშირებულია მარჯვენა ქვედა ყბის პირველ ძირითად კბილთან (შუა ისარი); აგრეთვე აჩვენებს კარიოზულ მესამე ძირითად კბილს ქვედა ყბის ორივე მხარეზეFrom the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@5a6415d4

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას