მიდგომა
სხვა მხრივ ჯანმრთელი პაციენტების უმრავლესობის მკურნალობა, რომლებიც წარმოდგენილნი არიამ მხოლოდ კბილის ინფექციით, შესაძლებელია ამბულატორიულად მოხდეს; თუმცა, ყველა ოდონტოგენური (კბილთან დაკავშირებული) ინფექციებისას გასათვალისწინებელია სასუნთქი გზების ობსტრუქცია, რაც გამოწვეულია ოროფარინქსში, ინფექციის ფასციალურ სივრცეებში გავრცელებით.
კბილის მოსალოდნელი აბსცესის ან ოდონტოგენური ინფექციის მქონე პაციენტების საწყისი შეფასება არ განსხვავდება სხვა სტომატოლოგიური პაციენტებისგან , გარდა იმისა, რომ საჭიროა ყურადღებით შემოწმდეს სასუნთქი გზების კომპრომისის ნიშნები.
ანამნეზს შეუძლია ფასდაუდებელი წარმოდგენა შექმნას დიაგნოზზე და გამოიწვიოს ინფექციის წყაროსა და სიმძიმის ფორმის აღმოჩენა და შეფასება. კბილის ტკივილი ყველაზე ხშირი სიმპტომია. ლაბორატორიული და ვიზუალიზაციური კვლევები უნდა შესროლდეს ანამნეზის შეკრებისა და გასინჯვის შემდეგ, სასუნთქი გზების კომპრომისის დროს არ უნდა დაყოვნდეს სასუნთქი გზების უზრუნველყოფა ან სასწრაფო ოპერაციული ჩარევა.
მძიმე ფორმის ოდონტოგენური ინფექციები შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს და საჭიროებს ადრეულ ამოცნობასა და ყბა-სახის ქირურგების/ თავისა და კისრის სპეციალისტების ჩართვას უფრო აგრესიული სამედიცინო და ქირურგიული მართვისთვის.
ანამნეზი.
სპეციფიკური ანამნეზი განპირობებული არსებული აბსცესის ტიპზე.
პერიაპიკალური აბსცესი:
პაციენტების უმრავლესობას აქვს კბილის ცუდი ან შეზღუდული მოვლის, კბილის კარიესის, კბილის მოტეხილობის, კბილის ტრავმის, წარუმატებელი აღდგენის, ბრუქსიზმის, დრენირებული ფისტულის, მობილობის, ექსტრუზიის ან არხის წარუმატებელი მკურნალობის ანამნეზი, პაციენტებს ასევე შეიძლება ჰქონდეთ ამჟამინდელი/გადატანილის კბილის ტკივილი, კბილების თერმული მგრძნობელობა ან ტკივილი ფუნქციონირებისას (მაგ. ღეჭვისას).[Figure caption and citation for the preceding image starts]: პანორამული რენტგენოგრაფია აჩვენებს ორმხრივ დაზიანებულ ძირითად კბილს ქვედა ყბაზე და ფესვის არხის წარუმატებელ მკურნალობას, პერიაპიკალურ დაზიანებას, რომელიც დაკავშირებულია მარჯვენა ქვედა ყბის პირველ ძირითად კბილთან (შუა ისარი); აგრეთვე აჩვენებს კარიოზულ მესამე ძირითად კბილს ქვედა ყბის ორივე მხარეზეFrom the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].
პერიოდონტალური აბსცესი:
პაციენტების უმრავლესობას აქვთ გინგივიტის, პერიოდონტალური (ღრძილების) დაავადების, სისხლმდენი ღრძილების, ძვლის კარგვის, მოძრავი კბილების, ღრძილების ჩაღრმავებისა და პერიოდონტალური ჯიბის გაზრდილი სიღრმეების ანამნეზი. კბილის პრობირება კეთდება სტომატოლოგის მიერ, რათა შეამოწმოს ღრძილის ღარის სიღრმე, რომელიც გარს ერტყმის კბილს. პრობირების სიღრმე >3 მმ მიუთითებს, რომ პერიოდონტალური ჯიბე დაავადებულია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პანორამული რენტგენი აჩვენებს ზოგად შორსწასულ ჰორიზონტალური პერიოდონტალური ძვლის დაკარგვას პერიაპიკალურ რენტგენოგამჭირვალობასთან ერთად (იხილეთ ისარი) რაც დაკავშირებულია მარცხენა ქვედა ყბის პირველ დიდ ძირითად კბილთან (მოლართან).From the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].
პერიკორონალური აბსცესი (პერიკორონიტი):
ხშირად ვლინდება ახალგაზრდა პაციენტებში, რაც დაკავშირებულია რეტენირებულ/ნაწილობრივ ამოსულ ქვედა სიბრძნის კბილებთან. პაციენტების უმრავლესობას აქვთ ნაწილობრივ ან არასრულად ამოჭრილი კბილის ანამნეზი, რომელიც ხშირად დაფარულია რბილი ქსოვილის ფენით (ოპერკულიმი), რაც პირის ღრუს ჰიგიენისთვის მიდგომას ართულებს). ამან შეიძლება შემდგომ გამოიწვიოს კბილის დაზიანება. უმეტეს შემთხვევაში, ფუნქციური კონტაქტის ნაკლებობის გამო, საპირისპირო კბილები ამოიჭრება რაც იწვევს მოპირდაპირე ოპერკულუმის განმეორებით მექანიკურ ტრავმას.
ზოგიერთ შემთხვევაში ეტიოლოგია შეიძლება მრავალი ფაქტორით იყოს განპირობებული. ამ მდგომარეობაში სრული ანამნეზია ( მათ შორის კომპრომისული სამედიცინო მდგომარეობები, ალკოჰოლის/წამლის გამოყენება (მაგ. მეტამფეტამინი), თავისა და კისრის წინა რადიაციული ექსპოზიცია და ამჟამინდელი და წარსულში გამოყენებული წამლები) მნიშვნელოვანი დიაგნოზისა და შემდგომი მკურნალობის კურსისთვის.
სრული სამედიცინო ანამნეზი მნიშვნელოვანია რათა ადრე დადგინდეს მეორეული კომპრომისული სამედიცინო მდგომარეობები, ვინაიდან შედარებით მსუბუქი ინფექცია ჯანმრთელ ადამიანში შეიძლება პროგრესირდეს სერიოზულ მდგომარეობამდე ისეთ პაციენტში,რომელსაც დაქვეითებული იმუნური თავდაცვის მექანიზმები აქვს.
საყურადღებო თანმხლები მდგომარეობებია: არასაკმარისი კვება, დიაბეტი, ღვიძლის ან თირკმლის დაავადება, მუკოვისციდოზი, ფილტვის ქრონიკული დაავადება, გულის უკმარისობა, ორგანოების გადანერგვა, ალკოჰოლისა და/ან წამლის ჭარბი გამოყენება, აივ ინფექცია/შიდსი, კოლაგენოზური ვასკულური დაავადება, მეტასტაზური კიბო, გადატანილი სპლენექტომია და ზგიერთი მედიკამენტის მიღება (მაგ. იმუნოსუპრესანტები, ციტოტოქსიკური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები, ანტიბიოტიკების უახლოეს წარსულში ან ქრონიკული გამოყენება). ყურადღებაა მისაქცევი, ასევე, ექსტრემალური ასაკების ეფექტზეც.
სიმპტომები
პერორალური სიმპტომები:
კბილის ტკივილი: ყველაზე ხშირი სიმპტომი ტკივილის ანამნეზს შესაძლოა არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს პერიაპიკალური აბსცესის დადგენაში. პერიაპიკალური აბსცესის დროს ტკივილი, როგორც წესი, წინ უსწრებს შეშუპებას, მაშინ როცა პერიოდონტური აბსცესის დროს შეშუპება იწყება ტკივილამდე. ტკივილის სიმძიმეზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორისა ანატომიური მდებარეობა, წამლები, რომლებსაც პაციენტი იღებს და პაციენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. კბილის ტკივილის არარსებობამ უნდა მიანიშნოს ექიმს, რომ შიძლება ადგილი ჰქონდეს ალტერნატიულ ეტიოლოგიას
ჰალიტოზი ან პირის ღრუში ცუდი გემო: პაციენტები როგორც წესი აღნიშნავს ჰალითოზს ან ცუდ/მომწარო გემოს პირის ღრუში
ქსეროსტომია: შესაძლოა სხვა სიმპტომებთან იყოს დაკავშირებული, რომლებიც ზღუდავენ საკვების პერორალურად მიღების შესაძლებლობას (მაგ. დისფაგია, ტრიზმუსი), თავისა და კისრის დასხივება, სანერწყვე ჯირკვლის დაავადება ან წამლის არასასურველი ეფექტი (მაგ. ანტიჰისტამინები, ანტიქოლინერგული საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური პრეპარატები)
პირის ღრუს შიგნით და/ან პირის ღრუს გარეთ შეშუპება ან ერითემა: შეშუპების კურსი შესაძლოა ცვალებადი იყოს, არის ნელა პროგრესირებადი, რომელსაც მძიმე ფორმამდე პროგრესირებისთვის რამდენიმე დღე სჭირდება, და არის ისეთი, რომელსაც რამდენიმე საათი სჭირდება. როდესაც შეშუპება იწყება ფესვის აპიქსზე ან მასთან ახლოს და წინ უსწრებს ტკივილი, დიდი ალბათობით ეს იქნება პერიაპიკალური აბსცესი. პერიოდონტალური აბსცესისას შეშუპება დაიწყება ღრძილის კიდესთან ახლოს და როგორც წესი წინ უძღვის ტკივილს.
სისტემური სიმპტომები:
ცხელება ან ჟრჟოლა: ინფექციის პროგრესირებასთან ერთად, პაციენტებს ხშირად ექნებათ ცხელების/ჟრჟოლის ანამნეზი.
შემდგომ პროგრესირებასთან ერთად სიმპტომები შესაძლოა დაკავშირებული იყოს (მაგ. ყელის ტკივილი, ტრიზმუსი, დისფაგია, ნერწყვდენა, დისპნოე, დარღვეული მეტყველება ან ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება). ამ სიმპტომების არსებობა მიუთითებს უფრო მძიმე ან აგრესიულ ინფექციაზე, რომელსაც ესაჭიროება სწრაფი შეფასება და მკურნალობა.
ფიზიკური გამოკვლევა
ექიმმა უნდა გასინჯოს თავისა და კისრის რბილი ქსოვილები, ისევე როგორც პირის ღრუ და შეამოწმოს შემდეგი ნიშნები.
შეშუპება
შეშუპება ხშირია და შესაძლოა იყოს პირის ღრუში და/ან პირის ღრუს გარეთ[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოდონტოგენური ინფექციით განპირობებული მარცხენა ყბის ერითემისა და მდგრადი ანგიოედემის მქონე პაციენტიFrom the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოდონტოგენური ინფექციიდან გამომდინარე სახის მარცხენა მხარის შეშუპების მქონე ბავშვიFrom the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ადგილმდებარეობა და მდგრადია თუ არა შეშუპება. არამდგრადობა მიუთითებს ადგილობრივად ჩირქის დაგროვებაზე და შესაძლოა კარგი ადგილი იყოს ასპირაციის გზით კულტურის მისაღებად. ცელულიტი, როგორც წესი მდგრადია
ერითემა, შეხებისას სითბო, შესაძლოა იყოს ადრეული კლინიკური ნიშანი,რომელიც წინ უძღვის შეშუპებას ან ამის ნახვა შესაძლებელია ხილვადი ან პალპირებადი შეშუპების პარალელურად.
ჩირქის დრენირება
შესაძლოა იყოს პირის ღრუს შიგნით და/ან პირის ღრუს გარეთ
ვითარდება ფისტულას საშუალებით (პარულისი) პერიაპიკალური აბსცესისას დაზიანებული კბილის აპექსთან ახლოს. პერიოდონტალურ აბსცესთან ერთად დრენირება უმეტესად ვითარდება პერიოდონტალური ჯიბის საშუალებით[Figure caption and citation for the preceding image starts]: პანორამული რენტგენოგრაფია პირის ღრუს შიგნით ფისტულას gutta percha tracking-ით; აჩვენებს დიდ პერიაპიკალურ რენტგენოგამჭირვალობას, რაც დაკავშირებულია ფესვის არხის წარუმატებელ მკურნალობასთან ( აღსანიშნავია მრავალ ფესვიანი კბილის არხის მკურნალობა).From the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].
როგორც კი ინფექცია პროგრესირებას დაიწყებს, იგი მოიცავს რამდენიმე ფასციალურ სივრცეს, შეიძლება განვითარდეს სპონტანური დრენაჟი.
ტრიზმი
შესაძლოა შესამჩნევი იყოს პირის სრულად გაღების უუნარობა, ვინაიდან ზოგიერთი ოდონტოგენური ინფექცია მოიცავს საღეჭ კუნთებს, პირის ღრუს ფსკერსა და კისერს
პირის ნორმალური გაღება მერყეობს 35-დან -45მმ-მდე. <10 მმ გაღება მიუთითებს მძიმე ფორმის ტრიზმზე, მაშინ როცა 10-დან -20 მმ მიუთითებს საშუალო ტრიზმზე და 20-დან-30 მმ მიუთითებს მსუბუქი ფორმის ტრიზმუსზე[29]
შესაძლოა ექიმისთვის ხელისშემშლელი იყოს, რომ შეასრულოს პირის ღრუს გამოკვლევა
შესაძლოა შეზღუდოს პერორალურად საკვების მიღება, მძიმე შემთხვევებისას აზიანებს პაციენტის ნუტრიციულ და ჰიდრატაციულ სტატუსს
მძიმე ფორმის ინფექციის მნიშვნელოვანი მიმთითებელი.[15]
ენის კლიტეს დევიაცია:
ნანახია ლატერალური ფარინგული სივრცის ინფექციისას, ტონზილები, ლატერალური ფარინგული კედელი და ენის კლიტე გადაიხრება მოპირდაპირე მხარეს.
პაციენტებს როგორც წესი აქვთ ყელის ძლიერი ტკივილი და მსუბუქი ფორმის ტრიზმი
სასუნთქი გზების გაუარესების ნიშანი
ნაქის გადახრა ფარინგეული სივრცის ინფექციის გარეშე მიუთითებს IX კრანიული ნერვის დისფუნქციაზე, რომელიც ხშირად გვხვდება ინსულტის დროს.[11] ნაქი დაზიანების მხარეს არის გადახრილი.
პირის ღრუს ფსკერის აწევა:
პაციენტები ხშირად აღნიშნავენ ყლაპვის გაძნელებას ან ენის გაფართოებას
შესაძლოა დაკავშირებული იყოს მილოჰიოიდური კუნთის ზემოთ აბსცესთან, რომელიც მოიცავს ენისქვეშა სივრცეს. თუ მხოლოდ ენისქვეშა სივრცეა ჩართული, შესაძლოა გარეგანი შეშუპება არ იყოს გამოხატული, თუმცა ხშირად დაკავშირებულია ახლომდებარე ნიკაპქვეშა ან ყბისქვეშა სივრცეებთან (ლუდვიგის ანგინა). ის აგრეთვე ნანახია ჰემატომასთან, სერომასთან ან წარმონამნებთან, რომლებიც მოიცავს ენისქვეშა სივრცეს.[11] სასუნთქი გზების მოსალოდნელი გაუარესების ნიშნები
სტომატოლოგიურმა შემოწმებამ შესაძლოა გამოავლინოს შემდეგი:
კბილის მწვავე მგრძნობელობა პერკუსიაზე: შესაძლოა კლინიკურად მიუთითებდეს დაზიანებულ კბილზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ძლიერი და სწრაფი ნიშანი, როგორც წესი პერიოდონტალური აბსცესისას უფრო მეტად იქნება მომატებული მგრძნობელობა ლატერალური პერკუსიისას და პერიაპიკალური აბსცესისას მომატებული მგრძნობელობა იქნება აპიკალური (ვერტიკალური) პერსკუსიისას
თერმული ჰიპერსენსიტიურობა: მიუთითებს პერიაპიკალურ აბსცესზე.
პერიოდონტალური დაავადების ნიშნები: შესაძლოა წარმოდგენილი იყოს მოძრავი კბილები, ღრმა პერიოდონტალური ჯიბეები ან სისხლდენა, ჩაღრმავებული ღრძილები ან ძვლის კარგვა კბილების ირგვლივ.
ამოწეული ან ამოვარდნილი კბილი: ხშირია პერიაპიკალური აბსცესისას
პაციენტები, რომელთაც აქვთ სუნთქვის გართულების ნებისმიერი ნიშანი საჭიროებს დაუყოვნებლივ შეფასებას და ჩარევას, რათა მოხდეს სასუნთქი გზების ობსტრუქციის სრული პრევენცია. სასუნთქი გზების ობსტრუქციის ნიშნებია:
დიფაგია, ნერწყვდენა ან დისფონია: მიუთითებს ჰიპოფარინქსში უფრო ღრმა სტრუქტურების ჩართულობაზე და სასუნთქი გზების შესაძლო ობსტრუქციაზე; დისფაგია არის მძიმე ფორმის ინფექციის მნიშვნელოვანი მიმანიშნებელი[15]
ტაქიპნოე, რესპირატორული სტრიდორი ან დისპნოე: სასუნთქი გზების მწვავე კომპრომისის ნიშნები
პოზირება:
მძიმე ფორმის ინფექციებისას პაციენტები შესაძლოა წარმოდგენილნი იყვნენ სეფსისის ან შოკის ნიშნებით (მაგ. ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, სიფერმკრთალე, სისუსტე, დიაფორეზი, კანის ტურგორის კარგვა, მშრალი ლორწოვანი გარსი).
ფასციალური სივრცის გასინჯვა
მნიშვნელოვანია დადგინდეს, რომელი ანატომიური ადგილები და/ან ფასციალური სივრცეებია ჩართული, ასევე ჩართულობის ხარისხი. სპეციფიკური სივრცის საზღვრების სრული აღწერილობა ამ თემის ფარგლებს სცდება; თუმცა, მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს რა ანატომიური სტრუქტურები ან ფასციური სივრცეებია ჩართული, არის ის ადგილი, სადაც ინფექციური პროცესი აღწევს ზედა ან ქვედა ყბაში, კუნთებთან მიერთების თვალსაზრისით.
მაღალი რისკის ზონებია კისრის, პარაფარინგეული, საფეთქლის, პერიორბიტული, პტერიგომანდიბულური ან ყურუკანა სივრცეები.[11] ამ მაღალი რისკის მქონე ზონებს აქვთ ისეთი სერიოზული გართულებების მომატებული რისკი, როგორიცაა სასუნთქი გზების ან თვალის პროცესში ჩართვა, თავის ტვინის აბსცესი ან კავერნოზული სინუსის თრომბოზი. მრავალი ფასციური სივრცის ჩართვა განიხილება როგორც გართულებების მაღალი რისკი.
საშუალოდან-მძიმე ფორმის რისკ ადგილებია რბილი სასა, ნიკაპქვეშა, ენისქვეშა, ყბისქვეშა, ლოყისქვეშა, პერიტონზილური, ნიკაპისა და ინფრაორბიტალური სივრცეები.
დაბალი რისკის ადგილმდებარეობებია ყბა და მოიცავს მაგარ სასას, ზედა ყვასა და ქვედა ყბის ალვეოლურ შემაღლებას ან ვესტიბულს.
კვლევები
კვლევების გამო სასწრაფო ქირურგიული ჩარევა არ უნდა გადავადდეს, როცა არსებობს საჰაერო გზების ობსტრუქციის ნიშნები და სიმპტომები.
რუტინული გამოკვლევები
სტანდარტული ლაბორატორიული გამოკვლევები და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება ხშირად სრულდება რუტინულად პაციენტებში, რომლებიც წარმოდგენილია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში კბილის აბსცესის ნიშნებითა და სიმპტომებით; თუმცა, სხვა თანმხლები მდგომარეობების გარეშე პაციენტების უმრავლესობაში სისხლის საერთო ანალიზი ლეიკოციტური ფორმულით და პანორამული რენტგენოგრაფია (თუ შესაძლებელია) ნორმაშია საწყისი გამოკვლევისთვის.
პანორამული რენტგენოგრაფია (პერიაპიკალური რენტგენით ან მის გარეშე) გვეხმარება ინფექციის წყაროს დადგენაში. კბილის მწვავე აბსცესის უმეტესი შემთხვევისას მომატებულია სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა.
მძიმე ფორმის ინფექციისას ან სეფსისისას დარღვეულია სისხლის შრატის ელექტროლიტები. შეიძლება ასევე მომატებული იყოს C-რეაქტიული ცილა, ერითროციტების დალექვის სიჩქარე და პლაზმის ფიბრინოგენის დონე. სისხლის კულტურა იშვიათადაა დამხმარე მართვისთვის; თუმცა ქირურგიული ადგილის კულტუვირება საჭიროა, ვინაიდან ის წარმართავს ანტიბიოტიკოთერაპიას.
თავისა და კისრის CT სკანირება (კონტრასტით) შესაძლოა დამხმარე იყოს იმის განსასაზღვრად არის თუ არა წარმოდგენილი ადგილობრივად სითხის გროვა და შესაძლოა ასევე დამხმარე იყოს ოპერატიული მიდგომის დასაგემად; თუმცა როგორც წესი არ არის აუცილებელი საწყის ეტაპზე.
სხვა გამოკვლევები
თავისა და კისრის MRI იშვიათადაა რეკომენდებული ფასციური სივრცეების ულტრაბგერითი გამოკვლევა გამოიყენება ზოგიერთ ქვეყანაში; თუმცა აშშ-ში ის არ არის გავრცელებული.
სტომატოლოგმა შეიძლება შეასრულოს ფორმალური თერმული ტესტირება და/ან პულპის ელექტრული ტესტირება, რათა დაადგინოს კბილის სიცოცხლისუნარიანობის სტატუსი და სიმპტომებისა და ინფექციის წყაროს ადგილდებარეობა ფესვის არხის მკურნალობამდე (ან ექსტრაქციამდე, როცა რამდენიმე კბილზეა ეჭვი). პერიაპიკალური აბსცესის დროს, დაზიანებულ კბილს არ ექნება რეაგირება; მაშინ როცა პირიქითაა პერიოდონტური ან ღრძილის აბსცესებისთვის.
როდესაც სამედიცინო ანამნეზიდან გამომდინარე მოსალოდნელია ყბის წამლისმიერი (მაგ. ბისფოსფონატი, დენოზუმაბი) ოსტეონეკროზი, C-ტერმინალური ჯვარედინი ტელოპეპტიდი (CTX, ბიოლოგიური ინდექსი) გამოიყენება როგორც სკრინინგის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ანამნეზის შეგროვებასა და გასინჯვასთან ერთად. იგი ზომავს ძვლის რემოდელინგსა და რეზორბციას.[30][31][32][33][34] ოსტეონეკროზმა შეიძლება გამოიწვიოს ახლომდებარე კბილების სიცოცხლისუნარიანობის დაკარგვა და მათთან დაკავშირებული კბილის აბსცესისა და ინფექციის განვითარება.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პერიაპიკალური რენტგენი აჩვენებს დიდ პერიაპიკალურ რენტგენოგამჭირვალობას, რომელიც დაკავშირებულია კბილის არხთან- მკურნალობა მოხდა ლატერალური კვეთით; საბოლოო პათოლოგია შეესაბამებოდა პერიაპიკალურ ცისტას.From the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: პანორამული რენტგენოგრაფია აჩვენებს პერიაპიკალურ აპსცესს, რომელიც დაკავშირებულია ქვედა მარცხენა მეორე ძირითად კბილთან.From the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: საგიტალური CT სკანირება კონტრასტით, აჩვენებს ყბისქვეშა სივრცის აბსცესსFrom the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].
დიფერენციული დიაგნოზი
მიუხედავად ამისა, პირის ღრუსა და სახის ინფექციები ხშირია, რომელბიც მომდინარეობს კბილის აბსცესებიდან, მნიშვნელოვანია, რომ უეცრად არ მოხდეს დასკვნის გაკეთება, რომ პირის ღრუს ან სახის შეშუპება განპირობებულია ოდონტოგენური ინფექციით.
პირის ღრუს ან სახის შეშუპების სხვა შესაძლო არამიკრობული ან არაოდონტოგენური წყაროების განხილვა დიაგნოსტიკური გამოკვლევისას ადრეა საჭირო, ეს შესაძლოა იყოს შეშუპება, რომელიც განპირობებულია სახის ტრავმით, ვირუსული წყაროები (განსაკუთრებით ბავშვებში), კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ნეოპლაზმური ზრდა, ცისტების განვითარება, სანერწყვე ჯირკვლის ანთება, ლიმფადენიტი, ვასკულური მალფორმაციები და იმუნოლოგიური ან აუტოიმუნური დაავადებები.
კბილის ტკივილის არარსებობამ უნდა მიანიშნოს ექიმი, რომ განიხილოს ალტერნატიული ანთებითი ეტიოლოგია
შესაძლო გართულებები
ფასციალური სივრცის ჩართვამ შესაძლოა განაპირობოს სასუნთქი გზების კომპრომისი.
სხვა მაღალი რისკის მქონე ნიშნებია, შეშუპების სწრაფი განვითარება, ტრიზმუსი, ენის აწევის დროს ენის გამოყოფის შეუძლებლობა, პირის ღრუს ფსკერის შეშუპება, ხმის ცვლილება, სტრიდორი, ნეიროსენსორული ცვლილებები, უკონტროლო ცხელება, ენის კლიტეს დევიაცია, სანერწვე კონტროლის ნაკლებობა/ნერწყვდენა, მოცულობის შემცირება, ცნობიერების დონის შემცირება და თვალის პათოლოგიური ნიშნები როგორიცაა პროპტოზი, პაპილარული დილატაცია, დიპლოპია, მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება და ოფთალმოპლეგია.
მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია, გულმკერდის ტკივილი შესაძლოა მიუთითებდეს ყელის დაღმავალ ინფექციას და საშიშ მედიასტინიტს.
ცენტრალური ნერვული სისტემის ცვლილებები ასევე იშვიათია და მიუთითებს თავის ტვინის აბსცესზე, რაც განპირობებულია ჰემატოგენური გავრცელებით ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში პირდაპირი გავრცობით, რაც ქმნის კავენოზული სინუსის თრომბოზს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას