ეტიოლოგია
კბილის აბსცესი მომდინარეობს ბაქტერიული ინფექციიდან, რომელიც დაკავშირებულია კბილის ირგვლივ სტრუქტურებთან.
პირის ღრუს ბაქტერიები აღმოჩენილია ნერწყვსა და კბილის ნადებში. ამ ბაქტერიებს შეუძლიათ გადავიდნენ ღრძილებზე და გამოიწვიონ ანთება (გინგივიტი) და კბილებზე (კარიესი), თუ არ მოხდა მათი მოშორება რეგულარული სწორი გამოხეხვითა და კბილთაშორისი სივრცის გამოწმენდით. კბილის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიების გავრცელება და ჩართოს კბილის ნეიროვასკულური სტრუქტურები (მაგ. კბილის პულპა). მკურნალობის გარეშე ბაქტერიული ინფექცია შეიძლება გავრცელდეს კბილის ირგვლივ ქსოვილებზე და გამოიწვიოს პერირადიკულური ანთება და დაჩირქება. ანთებამ და ინფექციამ შესაძლოა მოიცვას ღრძილის ან პერიოდონტური ქსოვილი და გამოიწვიოს ღრძილისა და პერიოდონტური აბსცესი.
ოდონტოგენური ინფექციები პოლიმიკრობულია. ერთი რეტროსპექტული კვლევით დადგინდა, რომ პრედომინანტური ბაქტერიებია გრამ-დადებითი კოკები (Streptococcus viridans), რომლებსაც მოჰყვება გრამ-უარყოფითი ჩხირები. ოქროსფერი სტაფილოკოკი იშვიათად იწვევს კბილის ინფექციებს.[10]
მიკროორგანიზმის ნებისმიერი სახეობა, რომელიც ბინადრობს ან ჩნდება პირის ღრუში, შეიძლება ჩაერთოს ინფექციაში. ფიქრობდნენ, რომ პირის ღრუს ინფექციები ძირითადად გამოწვეული იყო აერობული მიკროორგანიზმებით (მაგ. სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი); თუმცა, მიკრობიოლოგიური ტექნიკებისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესებასთან ერთად დადგინდა ანაერობების ძირითადი როლი მწვავე დენტოალვეოლური აბსცესების განვითარებაში, მათ შორის გრამ-დადებითი ანაერობების (მაგ. Peptostreptococcus , Peptococcus) და გრამ უარყოფითი ანაერობების (მაგ. Bacteroides, Fusobacterium).
პათოფიზიოლოგია
პირის ღრუს ბაქტერია ურთიერთქმედებს საჭმლის ნარჩენებთან და ნერწყვთან და იქმნება ნადები, რომელიც იზრდება კბილზე, თუ არ მოხდება მისი მოშორება გამოხეხვითა და კბილთაშუა სივრცის გაწმენდით. ნადების ბაქტერია ნახშირწყალს გარდაქმნის ენერგიად, რომელიც სჭირდება რეპროდუქციისთვის, ეს კი განაპირობებს იმ მჟავას წარმოქმნას, რომელიც იწვევს კბილის დაზიანება.
არანამკურნალები კბილის დაზიანება რთულდება, ემალისა და დენტინის გავლით მიდის პულპის ქსოვილთან და იწვევს პულპის ანთებას. დენტინის დონეზე დაზიანება გამოიწვევს თერმული მგრძნობელობის სიმპტომებს, და მას შემდეგ რაც პულპამდე ჩავა, განვითარდება კბილის მწვავე ტკივილი. პულპას ანთებამ შესაძლოა გამოიწვიოს პულპას ნეკროზი, პულპას საკანი ინფიცირდება ბაქტერიით, რომელიც ურთიერთქმედებს პულპას არხის მეშვეობით ძვალთან და ხელს უწყოს პერიაპიკალური აბსცესის განვითარებას.
თუ არ მოხდა მკურნალობა, აბსცესი კორტიკალურ ძვალს გაივლის და მოიცავს შესაძლო სივრცეებს, რომლებიც იქმნება ფასციების მიერ.
ბაქტერიამ ნადებში, რომელიც კბილსა და ღრძილებს ემაგრება შეიძლება გამოიწვიოს ღრძილების ანთება (გინგივიტი). ღრძილების ქრონიკულმა ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს პერიოდონტალური დაავადება, დამხმარე პერიოდონტალური ძვლის დაკარგვასთან და პერიოდონტალური იოგის კომპრომისთან ერთად, ბაქტერიის ინვაზიითა და პერიოდონტალური აბსცესის განვითარებით.
როდესაც კბილი არასრულადაა ამოჭრილი ან ნაწილობრივ დახშობილი და სრულად ვერ ხერხდება მიდგომა გასაწმენდად, ლორწოვანი მოქმედებს როგორც მახე, აგროვებს საკვების ნარჩენებსა და ნადების ბაქტერიებს და განაპირობებს პერიკორონალურ აბსცესს (პერიკორონიტი). ეს ყველაზე ხშირად ნანახია არასრულად ამოჭრილ ქვედა მესამე ძირითად კბილებთან (სიბრძნის კბილები).
მას შემდეგ რაც კბილის აბსცესი ფართოვდება ძვლის მიღმა, ირგვლივმდებარე რბილ ქსოვილებში, დიფუზური ანთება (ცელულიტი) ვითარდება.
იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზმის დამცველობითი ფუნქცია მზად არის, შეებრძოლოს პირის ღრუს/სახის ინფექციას, ცელულიტი გადადის ძლიერ ინფილტრაციულ სტადიაზე. ამ ეტაპზე ხშირია დაჩირქება, მაგრამ ის არ არის ლოკალიზებული სპეციფიკური ზონით. სივრცესთან დაკავშირებული აბსცესი ვითარდება როდესაც ჩირქოვანი ინფექცია ლოკალიზებული ხდება.
მას შემდეგ რაც ინფექცია რბილ ქსოვილებზე გადადის, მას შეუძლია გავრცელდეს პირდაპირ ლორწოვანის, კანის, კუნთის საშუალებით ან გაიაროს ანატომიური ფასციური შრეები.[11][Figure caption and citation for the preceding image starts]: ოდონტოგენური ინფექციით განპირობებული მარცხენა ყბის ერითემისა და მდგრადი ანგიოედემის მქონე პაციენტიFrom the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოდონტოგენური ინფექციიდან გამომდინარე სახის მარცხენა მხარის შეშუპების მქონე ბავშვიFrom the personal collection of Melanie S. Lang and Thomas B. Dodson [Citation ends].
ფასციური სივრცეებიდან გართულებების მაღალი რისკის ზონებია კისრის, პარაფარინგეული, საფეთქლის, პერიორბიტული, პტერიგომანდიბულური ან ყურუკანა სივრცეები.[11] ამ მაღალი რისკის მქონე ზონებს აქვთ ისეთი შესაძლო სერიოზული გართულებების უფრო მაღალი რისკი, როგორიცაა სასუნთქი გზების ან თვალის პროცესში ჩართვა, თავის ტვინის აბსცესი ან კავერნოზული სინუსის თრომბოზი. მრავალი ფასციური სივრცის ჩართვა განიხილება როგორც გართულებების მაღალი რისკი.
საშუალოდან-მაღალი რისკის ზონებია რბილი სასა, ნიკაპქვეშა, ენისქვეშა, ყბისქვეშა, ლოყისქვეშა, პერიტონზილური, ნიკაპისა და ინფრაორბიტალური სივრცეები. ფასციული შრეები სერიოზული გართულებები დაბალი რისკებისას მოთასებულია ყბასთან და მოიცავს მაგარ სასას, ზედა ყვასა და ქვედა ყბის ალვეოლურ შემაღლებას ან ვესტიბულს.
კლასიფიკაცია
კლინიკური კლასიფიკაცია
მაშინ როდესაც არ არსებობს დენტალური აბსცესებისა და ოდონტოგენური ინფექციების ოფიციალური კლასიფიკაცია, ზოგადად მიღებულია და კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებულია ქვემოთ განხილული კლასიფიკაცია.
პერიაპიკალური (დენტოალვეოლური) აბსცესი:
კბილის აბსცესის ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმა. განპირობებულია კბილის პულპას ანთებითა და ნეკროზით, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს კბილის არანამკურნალები კარიესით (ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზი) ან ტრავმით. ტრავმული ეტიოლოგია მოიცავს მაკროტრავმას (მაგ. სპორტში დაზიანება, დაცემა, ადამიანებს შორის ძალადობა), მიკროტრავმა (მაგ. კბილის ქრონიკული ჩამოშლა) ან იატროგენული დაზიანება (მაგ. ფესვის არხის არასრული/წარუმატებელი მკურნალობა, დაბჟენისას თერმული ან ქრონიკული დაზიანება).
პერიოდონტალური (ლატერალური) აბსცესი:
ვითარდება კბილის გასწვრივ, როგორც შორსწასული პერიოდონტალური დაავადების გართულება, რომელიც იწყება ობსტრუქციულ პერიოდონტალურ ჯიბეში.
პერიკორონალური აბსცესი (პერიკორონიტი):
აბსცესი მოიცავს ღრძილის ქსოვილს, რაც შემოფარგლავს კონკრეტულად ამოჭრილი კბილის გვირგვინს. იგი ძირითადად დაკავშირებულია არასრულად ამოჭრილ სიბრძნის კბილთან.
ღრძილის აბსცესი:
აბსცესი ლოკალიზებული ინფექციით, რომელიც მოიცავს მხოლოდ ღრძილის ქსოვილებს, ღრძილის კუთხესთან ან კბილთაშუა დვრილთან ახლოს. არ აზიანებს კბილს ან პერიოდონტურ მყესს. უმეტესობა ვითარდება უცხო სხეულით დაზიანების შემდეგ (მაგ. კბილის ჯოხით დაზიანება, კბილის ჯაგრისით ძლიერი გახეხვა).
კომბინირებული პერიოდონტალური-ენდოდონტური აბსცესი
როდესაც პერიაპიკალური და პერიოდონტური აბსცესის კომბინაციაა.
ფასციალური სივრცის ინფექცია:
ვითარდება, როგორც კი კბილის აბსცესი ვრცელდება ადგილობრივი ძვლისა და რბილი ქსოვილების მიღმა და მოიცავს ახლომდებარე ანატომიურ ადგილებს, როგორიცაა ზედა ყბის სინუსი და თავისა და კისრის ფასციალური სივრცეები. ფასციალური სივრცის ზოგიერთი მაგალითია ლოყის, ინფრაორბიტალური, სასის, ენისქვეშა, ნიკაპქვეშა, ყბისქვეშა, პარაფარინგეალური, ინფრა-ორბიტალური და პერიორბიტალური სივრცეები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას