დიფერენციული დიაგნოზები
სინუსიტი
ნიშნები / სიმპტომები
თავის ტკივილი დაზიანებულ სინუსთან ახლოს; თავის პოზიციის შეცვლა აძლიერებს ტკივილს.
ცხვირის სპეციფიკური სუნის მქონე, უფერო გამონადენი.
კანი, რომელიც ფარავს დაზიანებულ სინუსს შეიძლება იყოს თბილი და ერითემატოზული, დაკავშირებული იყოს პერკუსიისას მომატებულ მგრძნობელობასთან და შემცირებულ ტრანსილუმინაციასთან (ოტოსკოპით).
კვლევები
სინუსის CT : დაზიანებული სინუსის დაჩრდილვა
ცხვირის/სინუსის კულტივირება: პათოგენის არსებობა.
სანერწყვე ჯირკვლების ანთება
ნიშნები / სიმპტომები
ხშირად ვითარდება სითხის შემცირებასთან ან ახლო წარსულში ზოგადი ანესთეზიის ქვეშ გაკეთებულ ოპერაციასთან ერთად
ძირითადად მოიცავს ყბაყურა ჯირკვალს, რომელიც შემთხვევათა 10-დან -25%-ში ორმხრივია.[38]
სახის შეშუპება ყბაყურა ჯირკვლის რეგიონთან, ენის ქვეშ ან ყბის ქვეშ.
კვლევები
სახის რენტგენოგრაფია: სიალოლითიაზის არსებობა
ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა: სიალოლითიაზის არსებობა.
ჯირკვლის CT: სიალოლითიაზის არსებობა
ყბაყურა
ნიშნები / სიმპტომები
არავაქცინირებული სტატუსი ზრდის რისკს.
თითქმის ყველა შემთხვევაში წარმოდგენილია ყბაყურაჯირკვლის თვით განკურნებადი შეშუპება (ცალმხრივი ან ორმხრივი).
სუბფებრილური ცხელების, თავის ტკივილისა და მიალგიის პროდრომი.
შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ორქიტი ან ოოფორიტი.
კვლევები
სანერწყვე ჯირკვლების IgM: დადებითი.
სეროლოგია ((IgM/IgG): დადებითი
შეგრენის სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
ქრონიკულად მშრალი თვალი ან მშრალი პირი.
კანის ვასკულიტური გამონაყარი.
კვლევები
შიმერის ტესტი (ცრემლის წარმოქმნის რაოდენობრივად გაზომვა) : დადებითი.
ანტი-60 kD (SS-A) და ანტი-La (SS-B): დადებითი
Labial მინორული სანერწყვე ჯირკვლის ბიოფსია: დადებითი.
სანერწყვე ჯირკვლის სიმსივნე
ნიშნები / სიმპტომები
ყბაყურა ჯირკვალი ყველაზე მეტად გავრცელებული ადგილია.
სახის ნერვის დამბლა ან პარესთეზია უფრო ხშირად ნანახია ავთვისებიანი სიმსივნის დროს.
კვლევები
MRI/CT სკანირება: მყარი მასა განსხვავდება ირგვლივ მდებარე ქსოვილებისგან, არარსებობს აბსცესის ფორმირება.
ასპირაცია წვრილი ნემსით: დადებითი
სანერწყვე ჯირკვლის კენჭები ან ობსტრუქცია
ნიშნები / სიმპტომები
ყველაზე ხშირად აზიანებს ყბისქვეშა ჯირკვალს.
დაზიანებული ჯირკვლის შეშუპება და ტკივილი, რომელიც ხდება ჭამისას ან საჭმლის არომატის დასუნვისას, ზოგჯერ უეცრად ვლინდება ან შესაძლოა ხანგამოშვებითი იყოს აშკარა მაპროვოცირებელი ფაქტორის გარეშეც კი.
კვლევები
პანორამული რენტგენოგრაფია: კალციფიცირებული კენჭები
ოსტეომიელიტი
ნიშნები / სიმპტომები
კბილის მოტეხილობის, ქირურგიული ადგილის დაბინძურების, რბილი ქსოვილის ან ძვლისაზრდელას ინფექციის ან პერიაპიკალური აბსცესის ანამნეზი.
შესაძლოა იყოს მწვავე ან ქრონიკული.
სუბფებრილური ცხელება
ყველაზე ხშირად ვითარდება ქვედა ყბაზე, მაგრამ შესაძლოა მოიცვას ძვლისსაზრდელა, კორტიკალური ან ღრუბლოვანი ძვალი ან ძვლის ტვინი.
მოშიშვლებული ძვალი sequestrum-ით და პარესთეზიით.[11][38][39]
ოსტეორადიონეკროზი და წამლით განპირობებული ოსტეონეკროზი ძირითადად წარმოდგენილია ოსტეომიელიტის სახით.
კვლევები
ერითროციტების დალექვის სიჩქარე: მომატებულია.
დამუშავების შემდეგ ძვლიდან კულტივირება: დადებითი.
პანორამული რენტგენოგრაფია: დაინფიცირებული ადგილები ძირითადად მუქად ჩანს, რბილი ქსოვილის შეშუპება, ძვლისსაზრდელას გასქელება, ფოკალური ოსტეოპენია.
ძვლის CT: დაზიანებული კორტიკალური ძვლის პათოლოგიურ გასქელებას, სკლეროზულ ცვლილებებს, მედულარული ღრუს დაზიანებას და პათოლოგიურ სინუსურ დრენირებას.
რადიოიზოტოპური სკანირება: სისხლის დინებისა და სისხლის მოცულობის აქტივობის გაზრდა და შეთვისების დადებითი ნიშნები.
სამწვერა ნერვის ნევრალგია ან სახის სხვა ატიპური ტკივილი
ნიშნები / სიმპტომები
კბილის ტკივილიდან სამწვერა ნერვის ნევრალგიის ან სახის ატიპური ტკივილის დიფერენცირება შესაძლოა რთული იყოს.
შედარებით გავრცელებულია ქალებში.
შემთხვევების უმეტესობა მოიცავს კრანიურ ნერვს V2 (ზედა ყბის ნერვი) ან V3 ( ქვედა ყბის ნერვი).
როგორც წესი ცალმხრივია; თუმცა შეიძლება იყოს ორმხრივი.
ტკივილი აღწერილია როგორც მსუბუქი ფორმის, ყრუ ტკივილი ან მწველი შეგრძნება ან მოგვიანებით ელექტრული შოკის მსგავსი შეგრძნება.
შესაძლოა ჰქონდეს პროვოცირების წერტილი ან სახის კუნთების სპაზმური შეკუმშვა.[38]
კვლევები
პანორამული ან პერიაპიკალური რენტგენოგრაფია: პერიაპიკალური რენტგენოგამჭირვალობა თუ წარმოდგენილია კბილის აბსცესი.
ანგიოედემა
ნიშნები / სიმპტომები
ანგიოედემის დადებითი ოჯახური ანამნეზი.
რბილი ქსოვილის შეშუპების სწრაფი გამოვლინება.
ცნობილი (ან უცნობი) ბიძგის ან წამლის ექსპოზიციის ანამნეზი.
კვლევები
C4: დაბალია მემკვიდრეობითი და შეძენილი ანგიოედემისას
C1 ესტერაზას ინჰიბიტორი: დაბალია ან არარსებობს მემკვიდრეობითი ანგიოედემისას.
C1q: შესაძლოა დაბალი იყოს შეძენილი ანგიოედემისას.
წითელი ქარის" ანთება
ნიშნები / სიმპტომები
ძირითადად ვითარდება ბავშვებში, მოხუცებში ან იმუნოკომპრომისულ პაციენტებში.
ლიმფადენოპათია.
კანის გამონაყარი ერითემასთან ერთად, რომელიც თბილია შეხებისას; შესაძლოა განვითარდეს ვეზიკულები ან ბულა.
არ არის დაკავშირებული ჩირქოვან გამონადენთან.
კვლევები
პანორამული ან პერიაპიკალური რენტგენოგრაფია: პერიაპიკალური რენტგენოგამჭირვალობა თუ წარმოდგენილია კბილის აბსცესი.
პერიტონზილური აბსცესი (ანგინა)
ნიშნები / სიმპტომები
ტონზილიტის გართულება.
ყელის ერთმხარეს ტკივილი.
ყურის ტკივილი.
დაზიანებულ მხარეზე, ტონზილებთან შეშუპება და სიწითლე.
შეშუპებული და მტკივნეული იუგულოდიგასტრიკული ლიმფური კვანძები.[11]
კვლევები
კისრის CT: შესაძლოა დამხმარე იყოს ჩირქის გროვის დასადგენად, როდესაც გასინჯვა შეზღუდულია ტრიზმუსის არსებობის გამო.
ინფექციური მონონუკლეოზი
ნიშნები / სიმპტომები
ძირითადად თანდათანობით ვლინდება, შეუძლოდ ყოფნა და დაღლილობაა ძირითადი მახასიათებელი.
კისრის ან გენერალიზებული ლიმფადენოპათია.
ფარინგიტი
სისხლის/შარდის/განავლის კულტურა:
კვლევები
სისხლის საერთო ანალიზი: ლიმფოციტოზი.
ჰეტეროფილური ანტისხეულები ( ჰეტეროფილური ანტისხეულების გამოვლების ტესტი): დადებითი
ეპშტეინ-ბარის ვირუსის სპეციფიკური ანტისხეულები: დადებითია.
PCR: EBV დნმ-ის არსებობის დადგენა.
დაზიანება
ნიშნები / სიმპტომები
სახის ტრავმის ანამნეზი.
მოიცავს მოტეხილობებს (ზედა ყბის, ქვედა ყბის ან სახის ძვლების), ჰემატომას, რომელიც მეორეულად ინფიცირდება, ძვლის ტრავმატულ ცისტას, რბილი ქსოვილების დაზიანებას.[38]
ჰემატომა/ დაჟეჟოლობა.
ნევროლოგიური ტესტირება შესაძლოა პათოლოგიური იყოს.
კვლევები
ვიზუალიზაციური კვლევა: დამოკიდებულია დაზიანებაზე; თუმცა CT სკანირებამ ან პანორამულმა რენტგენოგრაფიამ შესაძლოა გამოავლინოს პათოლოგია.
ქირურგიული ადგილის ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
წინა ოპერაცია ან პროცედურა
ვითარდება პროცედურის შემდეგ მალევე; თუმცა შესაძლოა დაყოვნდეს გამოვლინება.
შესაძლოა ჩართული იყოს რბილი ქსოვილი, ძვლისსაზრდელა ან ძვალი.
მოიცავს ტრაქტის ინფექციას, სუბპერიოსტალურ ინფექციას, რაც განპირობებულია ნარჩენი ნადებით ან ნარჩენი პერიაპიკალური ცისტით/გრანულომათი/აბსცესით ან ოპერაციის შემდგომ რბილი ქსოვილის ინფექციას.
კვლევები
ვიზუალიზაციური კვლევა: დამოკიდებულია დაზიანებულ ადგილზე; თუმცა CT სკანირებამ, MRI-მა ძვლის სკანირებამ ან პანორამულმა რენტგენოგრაფიამ შესაძლოა გამოავლინოს პათოლოგია.
ვასკულური მალფორმაცია
ნიშნები / სიმპტომები
ვასკულური მალფორმაციით განპირობებული შეშუპება შესაძლოა დაემსგავსოს ოდონტოგენურ ინფექციას, რაც განპირობეულია ზომის ჰორმონთან დაკავშირებული ცვლილებებით ან ფლებიტის შედეგად ახალი შეშუპებით.
შესაძლოა ჩართული იყოს რბილი ქსოვილი ან ძვალი.
რბილი ქსოვილის ვასკულარული დაზიანება ავლენს გაუფერულებას როდესაც წნევა მოქმედებს.
ძვლის შიგნით ვასკულური დაზიანებით, კბილები შესაძლოა მოძრაობდეს და ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლინდეს ღრძლისი ღარიდან სისხლდენა.
მაღალი დინების დაზიანებისას შესაძლოა იყოს ხმაური აუსკულტაციის დროს ან გულის ფრიალი.
სისხლდენის რისკი (ძვლის შიგნით ვასკულური დაზიანება/ არტერიოვენური მალფორმაცია (AVM)[38]
კვლევები
პანორამული რენტგენოგრაფია: ვიზუალიზაცია განსხვავებულია, მაგრამ ყველაზე ხშირად ავლენს რამდენიმეკამერიოა რენტგენოგამჭირვალობას ან ზოგჯერ მზის სხივის სურათს.
CT სკანირება: შესაძლოა გამოავლინოს ძვლის ლიზისი ან ჭარბი ზრდა, რომელსაც ხშირად თან ახლავს ვასკულური დაზიანებები ფლებოლიტთან ან მის გარეშე.
ულტრაბგერითი გამოკვლევა: გამოსადეგია ზედაპირული დაზიანებების საწყისი სკრინინგისთვის: დოპლერზე ავლენს ვაკულურ არხებს მაღალ დინებასთან და ვენური damping კარგვასთან ერთად.
MRI: კონტრასტით გაძლიერებული ვიზუალიზაცია, ძირითადად ავლენს ჰომოგენურ წარმონაქმნებს; როდესაც დაკავშირებულია სისხლძარღვების მაღალ დინებასთან შესაძლოა გამოჩნდეს სიგნალის დინების დაცლა T1 და T2 გამოსახულებაზე.
ანგიოგრამა: სტანდარტია მაღალი დინების დაზიანების შესაფასებლად (მაგ. AVM) და არტერიული და ვენური ანატომიის დეტალირებისთვის ; აჩვენებს კონტრასტის დაგროვებას ხშირად რამდენიმე სისხლძარღვთან ერთად.[29][40]
ნემსით ასპირაცია: დადებითია სისხლისთვის დაბალი ან მაღალი წნევის ქვეშ
ნეოპლაზმა
ნიშნები / სიმპტომები
სახის ან კისრის შეშუპება შესაძლოა განპირობებული იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი ნეოპლაზმით (მაგ. ოდონტოგენური ცისტა/ სიმსივნე, დერმოიდული/ეპიდერმოიდული ცისტები, ლიმფომა, მრავლობითი მიელომა, კანის კიბო, სარკომა, ჰემანგიომა).[38]
თავდაპირველად პროგრესირების სიხშირე ძირითადად ნელია.
თამბაქოს ან ალკოჰოლის გამოყენების ანამნეზი, წინა ავთვისებიანი მდგომარეობა, ტრანსპლანტაცია ან იმუნოსუპრესანტები.
როგორც წესი კბილის ტკივილი არ არის წარმოდგენილი, თუმცა ყბის სიმსივნე შესაძლოა გამოვლინდეს კბილის ტკივილით.
ნეიროსენსორული დაზიანება.
დაჟეჟილობა ან სისხლდენა.
წონის კლება
ლიმფადენოპათია.
კვლევები
დამოკიდებულია ნეოპლაზმაზე.
ბიოფსია: კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი ქსოვილის შემადგელობა, სპეციფიკურ ფონურ მდგომარეობასთან ერთად.
ვიზუალიზაცია: ავლენს სიმსივნეს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას