შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

39 წლის კაცი წარმოდგენილია მარცხენა ქვედა ყბის ტკივილითა და შეშუპებით. სტომატოლოგთან ბოლო ვიზიტი ჰქონდა 3 წლის წინ, როდესაც აბსცესის გამო სასწრაფოდ მოხდა მარცხენა ქვედა ყბაზე კბილის ექსტრაქცია. იმავე დღეს, მას უთხრეს რომ უზიანდებოდა სხვა კბილებიც და ჰქონდა ღრძილების დაავადება. 1 კვირის წინ მას ჰქონდა ტკივილი მარცხენა ქვედა მხარეს, პირის ღრუში ცუდი გემო და მსუბუქი შეშუპება. ის 5 დღის წინ ნახეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში და მკურნალობა დაიწყეს ამოქსიცილინით. მიუხედავად ამისა ტკივილი და შეშუპება იზრდება. იგი აღნიშნავს რომ აქვს ცხელება, ჟრჟოლა, ყელის მსუბუქი ტკივილი, მაგრამ არ აქვს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება. გასინჯვისას, მას აქვს მარცხენა ქვედა ყბის ერითემა, არამდგრადი შეშუპებით და შეზღუდულია პირის გაღება (20მმ). იგი ტკივილს ანიჭებს 7 ქულას 10-დან.

შემთხვევის ანამნეზი #2

22 წლის მამაკაცმა მიმართა ექიმს სახის მარცხენა ნაწილის ტკივილითა და შეშუპებით, რომელიც 3 დღის წინ დაიწყო. ის აღწერს, რომ შეშუპება "გაორმაგდა" ღამის განმავლობაში. მან შენიშნა რომ ტკივილი იზრდება ღეჭვის ან პირის სრულად დახურვის მცდელობისას. 4 წლის წინ მას უთხრეს , რომ საჭირო იყო სიბრძნის კბილის ამოღება, მაგრამ ეს მკურნალობა არ ჩაიტარა. მას შემდეგ მას ჰქონდა ხანგამოშვებითი, პირის ღრუს ლოკალური გაღიზიანება, რაც დაკავშირებული იყო კარიესულ, ნაწილობრივ ამოსულ ქვედა მარცხენა მესამე მოლართან, სანამ ის დაახლოებით ერთი წლის წინ არ მოტყდა. პაციენტი უჩივის ცხელებას, ჟრჟოლას, ყელის ძლიერ ტკივილს, ნერწყვდენას და ხმის შეცვლას. გასინჯვისას, პაციენტი საუბრობს ¨ცხელი კარტოფილის¨ ხმით. აღენიშნება მარცხენა ქვედა ყბის ერითემა არაფლუქტუაციური შეშუპებით, ხოლო პირის გაღება შეზღუდულია (15 მმ). ტკივილის ხარისხს ის 10-დან 9-ით აფასებს.

სხვა გამოვლინებები

მცირეწლოვან ან ხანდაზმულ პაციენტებში, ისევე როგორც ცუდად კონტროლირებადი დიაბეტის, თირკმლის ან ღვიძლის დაავადების, მალნუტრიციის, აივ ინფექციის/შიდსის, ალკოჰოლის ან ინტრავენური წამლების გამოყენების, უახლოეს წარსულში სპლენექტომიის, იმუნოსუპრესანტი წამლების გამოყენების გამო მასპინძლის კომპრომისული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში , მკურნალობა აგრესიულად უნდა მოხდეს ადრეული ქირურგიული ჩარევით, რათა მოშორდეს ინფექციის წყარო, მოხდეს დრენაჟი, ვინაიდან ასეთ პაციენტებში ოდონტოგენური ინფექცია ხშირად ვრცელდება უფრო სწრაფად.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას