ეპიდემიოლოგია

კბილის კარიესითა და პერიოდონტალური დაავადებით განპირობებული ოდონტოგენური ინფექციები პრევალენტურია მსოფლიოს მასშტაბით. დადგენილია, რომ 60 წლის ზევით მოზრდილთა 25-%-ს დაკარგული აქვთ ყველა კბილი.[1] დაახლოებით ამ შემთხვევათა ნახევარი კარიესთანაა დაკავშირებული, მეორე ნახევარი კი პერიოდონტალურ დაავადებასთან. არ არსებობს სქესობრივი ან ეთნიკური უპირატესობა. მაღალი ინციდენტობაა დაფიქსირებული განუვითარებელი ქვეყნების მაცხოვრებლებში და დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.[1][2]

2008-2010 წლებში აშშ-ში გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში დაახლოებით 4 მილიონი ვიზიტი, ანუ ვიზიტების საერთო რაოდენობის 1% კბილის პრობლემებთანაა დაკავშირებული.[3] არსებობს მტკიცებულებები, რომ მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში მზარდია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში სტომატოლოგიური პრობლემებით პაციენტთა მიმართვის მაჩვენებლები.[2][4]

ქვეყნის მასშტაბით აშშ-ის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების შენარჩევმა (აშშ-ს 27 შტატში 450 საავადმყოფოში 20% სტრატიფიცირებული ნიმუში) გამოავლინა, რომ 2007 წელს 302,507 ვიზიტი განპირობებული იყო სახის ცელულიტით.[5]

ბავშვებში A&E ვიზიტების უმეტესობა არატრავმული სტომატოლოგიური მომსახურეობის მისაღებად დაკავშირებული იყო კარიესთან, აბსცესებთან ან ცელულიტებთან.[6][7][8]

ყოველ 4 მოზრდილში, 1 , გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ვიზიტის შემდეგ, გადაჰყავდათ სტაციონარში კარიესის, პულპის დაზიანების, პერიაპიკალური აბსცესის, ღრძილების დაავადების ან ცელულიტის გამო.[9]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას